როგორ შევარჩიოთ სასურველი ონკანი?

ონკანი არის მოწყობილობა, რომელიც სახლის განუყოფელი ნაწილია, ის ყველგან საჭიროა ოფისში თუ აგარაკზე. მისი ხარისხი და საიმედოობა უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს.

Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი სადაც შეძლებთ სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლების მქონე ონკანის (შემრევის) შეძენას. ასევე, ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.

კარგი აბაზანის ონკანი უნდა იყოს დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან, რაც მის საიმედოობას უზრუნველყოფს.

რა მასალისგან არის დამზადებული შემრევი ამაზეა დამოკიდებული რამდენად კარგი და გამძლე იქნება ის, ზოგადად კარგი მასალისაგან დამზადებული ონკანები შედარებით წონით მძიმეა.

ჩვენს გვერდზე ცნობილი ბრენდის საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ონკანებია წარმოდგენილი, სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლებით. Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ საიმედო, გამძლე ონკანები და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო-სარემონტო მოწყობილობები შეღავათიან ფასად. დიდი არჩევანი საშუალებას გაძლევთ ზუსტად თქვენს გემოვნებას, საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებული ონკანი შეიძინოთ.

თანამედროვე ტიპის სამზარეულოს ონკანს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ჩაშენებული ფილტრები, წყლის გაცხელებისა და მინერალიზაციის სისტემები, სენსორული მართვა და მოქნილი ჭავლი ეს მახასიათებლები მის გამოყენებას ბევრად უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. ტრადიციული ტიპის სამზარეულოს ონკანები ზემოთ აღნიშნულმა ინოვაციურმა შემრევებმა ჩაანაცვლა.

რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურ მხარეს, თუ ვიზუალურად რამდენად კარგია ონკანი, ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, როგორი დიზაინის ონკანს შეუხამებთ თქვენს სამზარეულოს.

აუცილებელია ნებისმიერი სახის ონკანის შეძენამდე ეს იქნება სააბაზანოს თუ სამზარეულოს ონკანი გაიგოთ როგორი მასალისგან არის ის დამზადებული, სპეციალისტები აღნიშნავენ რომ დიდი ხნის განმავლობაში ძლებს ქრომირებული ონკანი, თუმცა მის უარყოფით მხარედ შესაძლოა ჩაითვალოს ის რომ მარტივად ბინძურდება, ნიკელის მასალის ონკანებს კი სიბზინვარე ახასიათებთ, მოსავლელადაც საკმაოდ მარტივია. 

აგრეთვე არის დაბალბიუჯეტური ონკანებიც, რომლებიც ხარისხით არ გამოირჩევიან, მსგავსი სახის ონკანები შეგიძლიათ იშვიათად გამოყენებისთვის შეიძინოთ.

ცუდი ხარისხის ონკანი შეგიძლიათ განასხვაოთ წონითაც ის მსუბუქია, რადგან უხარისხო და არაგამძლე მასალისგან არის დამზადებული. 

ერთ-ერთი საუკეთესოა უჟანგავი ფოლადის ონკანი რომელიც ძვირი ღირს. მას გამოარჩევს მაღალი საიმედოობა, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, ხარისხი და მარტივი მოვლა. აღსანიშნავია ისიც რომ ონკანი არის ისეთი მოწყობილობა რომელსაც მალ-მალე ვერ გამოვცვლით, ამიტომ უმჯობესია შევიძინოთ კარგი ხარისხის და გამოვიყენოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

მართვის ტიპის მიხედვით, ონკნებს სამ ძირითად ჯგუფად დავყოფთ: ორვენტილიანი, ერთბერკეტიანი და უკონტაქტო.

ორვენტილიანი ონკანები, კომფორტის ასპექტში, ნამდვილად ჩამორჩება ერთბერკეტიანს. მას იყენებენ ისინი ვისი სამზარეულოც კლასიკურ სტილშია.

უკონტაქტო ან სენსორული ონკანები კომფორტული და ეკონომიურია, თუმცა, მაღალი ფასის გამო, არც ისე გავრცელებული.

დღეისათვის ყველაზე პოპულარულია ერთბერკეტიანი მოდელები, რადგან ჭავლისა და წყლის ტემპერატურის რეგულირება ამ ონკანებში მარტივად არის შესაძლებელი. ასეთ ონკანს ნაკლები დრო სჭირდება ტემპერატურის დასარეგულირებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალიც იზოგება.

კიდევ ერთი ფარული განსხვავება ერთბერკეტიან და ორვინტილიან ონკანებს შორის – ჩამკეტი არხების სახეობებია(დეტალები, რომლებიც კეტავს და ხსნის წყლის ჭავლს). ერთბერკეტიან მოდელებს ე.წ. კარტრიჯი აქვს ჩაყენებული, რომელიც შეიძლება იყოს კერამიკული, სფეროსებრი ან პლასტმასის.

კერამიკული საიმედოა და დიდხანს ძლებს(10 წლამდე), სფეროსებრიც არ არის ცუდი, თუმცა სწრაფად იწყებს გაჭედვას, განსაკუთრებით, თუ მას იშვიათად იყენებთ.

KETTLER-95748 KT3047SG-9 სამზარეულოს შემრევი სილიკონის ცხვირით ნაცრისფერი Alessia 304

kettler samzareulos shemrevi

მახასიათებლები

ბრენდი KETTLER

პროდუქტის ტიპი სამზარეულოს შემრევი

დამატებითი მახასიათებლები სილიკონის მოძრავი ლულით

გარანტია 5 წელი

შტრიხ-კოდი 8313448695748

წონა (კგ) 1.65

კარტრიჯი 35mm კერამიკული კარტრიჯი

კორპუსი უჟანგავი ფოლადი (SUS 304)

სერია Alessia

მოდელი KT3047SG-9

KETTLER-81625 KT8067C-3 აბაზანის შემრევი Enzo

kettler abazanis shemrevi

ბრენდი KETTLER

პროდუქტის ტიპი აბაზანის შემრევი

გარანტია 5 წელი

შტრიხ-კოდი 8313009281625

წონა (კგ) 1.75

კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი

კორპუსი ცინკი

კომპლექტაცია შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი

სერია Enzo

მოდელი KT8067C-3

KETTLER-81717 KT9020-1 ხელსაბანის შემრევი Leo

kettler xelsabanis shemrevi

ბრენდი KETTLER

პროდუქტის ტიპი ხელსაბანის შემრევი

გარანტია 5 წელი

შტრიხ-კოდი 8313009281717

წონა (კგ) 1.67

კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი

კორპუსი ლატუნი

კომპლექტაცია 2x40cm მოქნილი მილი

სერია Leo

მოდელი KT9020-1

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. 

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.

შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება