ონკანი - აღჭურვილობა, რომლის შეძენას გულგრილად არასოდეს უნდა მიუდგეთ |
ონკანი - აღჭურვილობა, რომლის შეძენას გულგრილად არასოდეს უნდა მიუდგეთ |
თუ ზოგიერთი ადამიანი დიდად არ აქცევს ყურადღებას და მაღაზიის კონსულტანტს ბანალური ფრაზით მიმართავს: „რამე ონკანი შემარჩევინე“, სხვას შეუძლია და ურჩევნია, ონლაინ ჩაუჯდეს Holst.ge-ს და მხოლოდ გულდასმით შესწავლის შემდეგ შეიძინოს ზუსტად ის ონკანი, რომელიც მოეწონება როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით.
ფაქტი ის არის, რომ ონკანები ნამდვილად არ არის ის აღჭურვილობა, შეძენას გულგრილად მივუდგეთ, რადგან ჰო, ზაფხულში კი დაგვეხმარება გაგრილებაში, მაგრამ რამდენ ხანს - საკითხავი აი, ეს არის!
Holst.ge-ზე წარმოდგენილი „კეტლერის“ ბრენდის ონკანები საოცრად მიმზიდველია როგორც გარეგნულად, გამორჩეულია ექსპლუატაციის სიმარტივით და რაც მთავარია - ხანგრძლივობით.
უფრო მეტ ნიუანსს იმის შესახებ, როგორ შეარჩიოთ სასურველი ონკანი, როგორც ყოველთვის, ქვემოთ მოგახსენებთ.
რასაკვირველია, ონკანები ერთმანეთისგან მხოლოდ ვიზუალურად ან ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით არ განსხვავდება. არსებობს უამრავი მასალა, რომლისგანაც მწარმოებელი ჩვენი აბაზანებისა და სამზარეულოების აღჭურვილობას ამზადებს. კერძოდ:
1. თითბერი (ლატუნი) - ყველაზე გავრცელებული მასალა. ამ მასალისგან შექმნილი სანტექნიკის ნაწარმი გახლავთ მსუბუქი, ხელმისაწვდომი ღირებულების თვალსაზრისით, არ აშინებს კოროზია.
2. ანალოგიური თვისებები გამოარჩევს უჟანგავი ფოლადის ნაწარმსაც, თუმცა შედარებით მძიმე წონა ნამდვილად აქვს.
3. სპილენძი და ბრინჯაო, როგორც წესი, უფრო ძვირადღირებული მოდელების წარმოებისთვის გამოიყენება.
4. იაფფასიანი სექტორისთვის სილუმინი გამოიყენება, რომელიც თუთიის, ალუმინისა და სპილენძის ნაზავია. ეს მასალა არც ისე გამძლეა, ექსპლუატაციის ვადა - არც ისე შთამბეჭდავი.
5. პლასტიკი ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობებისთვის გამოიყენება. ნაწარმის თავისებურება დაბალი ხარისხი და არაპრეზენტაბელური ექსტერიერია.
6. ქვისგან (ხელოვნურისა თუ ნატურალურისგან) პრემიუმკლასის ნაწარმი მზადდება. ამავე კატეგორიას განეკუთვნება კერამიკული ონკანები.
სამზარეულოში რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება, დაგვეთანხმებით - დიასახლისისთვის მოუხერხებელია, წყალი ყოველ წამს დაკეტოს - ხელები დაკავებული აქვს და დაკეტე-გააღე, დაკეტე-გააღე, რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სანტექნიკის მოწყობილობები კომფორტულად სამართავი უნდა იყოს. ალბათ, უფრო მოსახერხებელი ერთი ბერკეტის მქონე ონკანია, მთლად უკეთესი - თანამედროვე სენსორული ონკანი გახლავთ. სამზარეულოში ასევე მოსახერხებელია მაღალი მოწყობილობა.
ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება უმჯობესია ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ონკანზე - ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით. კომფორტული ტემპერატურის დაყენება კლასიკური ორბერკეტიანი მოწყობილობით, თუმცა, ერთ ბერკეტიანსაც ხშირად იყენებენ - ბევრი მას უფრო კომფორტულად მიიჩნევს. თუკი საფასო კატეგორია არ შეგაშფოთებთ, გაცილებით კომფორტული თერმოსტატის გამოყენებაა. მთავარი მაინც ის არის, რომ წყალი ნიჟარის კიდეებს არ სცილდებოდეს ნებისმიერი კუთხით მიბრუნებისას.
სააბაზანო, ალბათ, ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს მაქსიმალური კომფორტი სჭირდება - სამსახურიდან გადამწვარი რომ ბრუნდები და ერთი სული გაქვს, შხაპი მიიღო, აბაზანაში კომფორტი თუ არ გაქვს, უარესად გადაირევი და რაღა აზრი აქვს მერე წყლის ტემპერატურას?!
მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ სააბაზანოს ონკანს უნდა ჰქონდეს ნაკადის გადასართველი ვენტილი. სხვა მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნები მის მიმართ არ არსებობს. ესთეტებს შეუძლიათ, თავს კასკადის უფლება მისცენ, ხოლო ვინც კომფორტსა და უსაფრთხოებას ირჩევს, არჩევანი თერმოსტატზე უნდა შეაჩეროს.
ცალკე ვთქვათ შხაპის ონკანზე - ერთ ან ორბერკეტიანი, სენსორული თუ მექანიკური, მხოლოდ მომხმარებლის გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.