ონკანი ბევრნაირი არსებობს, საუკეთესოს შერჩევას კი ცოდნა უნდა

ძველებური ხელსაბან-პირსაბანი გემახსოვრებათ, სიმაღლეზე რომ იყო დაკიდებული, ქვემოდან რკინის დეტალზე რომ უნდა აგეკრათ ხელი და ერთი ბეწო წყალი ამის მერე რომ ჩამოიღვრებოდა. ბავშვობის ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოსთვის, ჰა და ჰა, ხანმოკლე თავგადასავლებისთვის ასეთი პირსაბანი, ალბათ, არც ახლა იქნება ურიგო, მაგრამ სახლისთვის, სადაც მუდმივად გვიწევს ცხოვრება, თანამედროვე ონკანები ჯობია, აუცილებლად დაგვეთანხმებით.

მოდით, ისიც ვთქვათ, რომ იმდენი სახეობის, ტიპის, შესაძლებლობების, ფერის, ფორმის ონკანი არსებობს, გადაირევა ადამიანი, მით უმეტეს, საკითხში თუ ვერ ერკვევა. საუკეთესო რომ შეარჩიოთ, აქაც გარკვეული ცოდნაა საჭირო და სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ საუბარს.

დავიწყოთ იმით, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, შეგიძლიათ, Holst.ge-ზე იტალიური „კეტლერის“ ონკანები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობა შეიძინოთ: ფილტრები, კარტრიჯები, გადამრთველი, გამშვები, ბიდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

რა მასალისგან მზადდება ონკანები?

ალბათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც უნდა ვიცოდეთ, მასალაა, რომლისგანაც ონკანები მზადდება. ჰოდა, პირველ რიგში, სწორედ ამით დავიწყოთ:

- თითბერი (ლატუნი) - ყველაზე გავრცელებული მასალა. ამ მასალისგან შექმნილი სანტექნიკის ნაწარმი გახლავთ მსუბუქი, ხელმისაწვდომი ღირებულების თვალსაზრისით, არ აშინებს კოროზია.

- ანალოგიური თვისებები გამოარჩევს უჟანგავი ფოლადის ნაწარმსაც, თუმცა შედარებით მძიმე წონა ნამდვილად აქვს.

- სპილენძი და ბრინჯაო, როგორც წესი, უფრო ძვირადღირებული მოდელების წარმოებისთვის გამოიყენება.

- იაფფასიანი სექტორისთვის სილუმინი გამოიყენება, რომელიც თუთიის, ალუმინისა და სპილენძის ნაზავია. ეს მასალა არც ისე გამძლეა, ექსპლუატაციის ვადა - არც ისე შთამბეჭდავი.

- პლასტიკი ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობებისთვის გამოიყენება. ნაწარმის თავისებურება დაბალი ხარისხი და არაპრეზენტაბელური ექსტერიერია.

- ქვისგან (ხელოვნურისა თუ ნატურალურისგან) პრემიუმკლასის ნაწარმი მზადდება. ამავე კატეგორიას განეკუთვნება კერამიკული ონკანები.

შემრევი ხელსაბანისთვის - როგორც წესი, უშუალოდ ნიჟარაზე ან ე.წ. „სტალიჩნიცაზე“ ყენდება. სავსებით შესაძლებელია, ონკანი არც ისე მაღალი იყოს და ჰქონდეს ცხვირი, რომელიც არ მოძრაობს. ასეთი ვარიანტი ყველაზე გავრცელებულია, ვინაიდან დავალებას ისე ასრულებს, რომ დიდ ადგილს საერთოდ არ იკავებს.

თავდაპირველად, ზუსტად განსაზღვრეთ, რა სიმაღლის უნდა იყოს ხელსაბანის შემრევი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ონკანის სიმაღლე ნიჟარის სიღრმით უნდა განსაზღვროთ. რაც უფრო ღრმა არის ნიჟარა, შემრევიც მით მაღალი უნდა იყოს. მაღალი შემრევის შერჩევის შემთხვევაში არ დაივიწყოთ თაროების, სარკისა და კარადის მდებარეობა.

აბაზანის შემრევი - ჩინებული ამბავია, როცა კაპიტალური რემონტი ან მილების შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში, იქ დააყენებთ შემრევს, სადაც მოისურვებთ. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ, ზუსტად ისეთი შემრევი შეარჩიოთ, როგორიც ფილმში მოგეწონათ, მეზობელთან ან გნებავთ - ნათლულის ბებიის 90 წლის იუბილეზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სააბაზანო დასვენების, რელაქსის, ჰიგიენური და სპა პროცედურების სივრცეა, მაქსიმალურად კომფორტული და ესთეტიკური უნდა იყოს, რაზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ონკანიც, რაღა თქმა უნდა.

ტიპი, კონსტრუქცია, ზომები, მასალა - ეს არის კრიტერიუმები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

შემრევი სამზარეულოსთვის - ვარიანტები ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ბევრია. მთავარი პირობა კი მაინც ფუნქციონალი და კომფორტია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცხვირი მოძრავი ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში, ჭურჭლისა თუ პროდუქტების გარეცხვა გაცილებით იოლდება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამზარეულოს ონკანს აუცილებლად მოძრავი ცხვირი უნდა ჰქონდეს, თუკი ორ სივრციანი ნიჟარა გაქვთ შერჩეული.

დაგვეთანხმებით, ონკანი ნამდვილად აღარ არის მხოლოდ წყლის გამშვები მექანიზმი, ის თანამედროვე ინტერიერის მნიშვნელოვანი აქცენტია, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ესთეტიკასა და ფუნქციონალს. სწორი არჩევანი არა მხოლოდ ამარტივებს ყოველდღიურობას, არამედ ხაზს უსვამს თქვენი სახლის უნიკალურ სტილს. ამიტომაც, სანამ შეარჩევთ, გაითვალისწინეთ ხარისხი, დიზაინი და პრაქტიკულობა, რათა ონკანი გახდეს თქვენი სივრცის პატარა, მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე დეტალი.

Kettler Premium-23346 ხელსაბანის შემრევი 156მმ (premium) black

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313801423346
  • წონა (კგ) - 1.43
  • კარტრიჯი - 26mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი
  • კომპლექტაცია - 1/2*45cm მოქნილი მილი
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

Kettler Premium-32269 სამზარეულოს შემრევი (premium) black

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313805432269
  • წონა (კგ) - 1.52
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი
  • კომპლექტაცია - 1/2*45cm მოქნილი მილი
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

Kettler Premium-23162 აბაზანის შემრევი (premium) black

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313801423162
  • წონა (კგ) - 1.58
  • კარტრიჯი - 30mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი
  • კომპლექტაცია - კედლის სამაგრი
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება