როგორ შევარჩიოთ ონკანი და შემრევი?

ონკანი 

სამზარეულოს ონკანი, საშხაპე შემრევი და სხვა მსგავსი სანტექნიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საჭირო მოწყობილობებია ჩვენი სახლისთვის. მათი ხარისხი და გამძლეობა თქვენი კომფორტის გარანტია.

Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც შეიძენთ თქვენთვის სასურველი პარამეტრების, დიზაინის მქონე ონკანების და ბევრ სხვა სამშენებლო-სარემონტო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს და მოწყობილობებს. 

ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტების, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.

საშხაპე შემრევის დახმარებით ცივი და ცხელი წყლი ერევა ერთმანეთს და საშხაპე ყურმილის საშუალებით მოედინება. დღეს შემრევების მრავალფეროვანი არჩევანია ბაზარზე, კედელზე დასამაგრებელი, ტემპერატურის მართვის პანელებით, მილებით და სხვა.

Holst.ge-ზე მეტად სანტექნიკის მოწყობილობების ფართო ასორტიმენტია. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ონკანზე, შემრევზე, სამზარეულოს ონკანზე და გამშვებ ონკანზე.

სანამ აღნიშნული ონკანების შეძენას გადაწყვეტთ სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

ზოგადად, საშხაპე შემრევებს აქვთ ძლიერი დინება, მათი სიმძლავრე დამოკიდებულია წყლის წნევაზე. რაც უფრო ნაკლებია წყლის დინება მით უფრო ნაკლებია საშხაპის სიმძლავრე.

ბევრი ონკანია გაყიდვაში, რომელის დაყენებაც ნებისმიერ სველ წერტილშია შესაძლებელი. ისინი მარტივად არეგულირებენ ცხელი და ცივი წყლის ნაკადს. შემრევი ონკანების უმეტესი ნაწილი ავტომატურ მუშაობის სისტემაზეა, თუმცა არის ისეთი ონკანებიც რომლებიც მხოლოდ წყლის მაღალ ან დაბალ წნევაზე მუშაობს.

ამიტომ, აუცილებელია შემრევი ონკანის შეძენამდე ყურადღება მიაქციოთ თქვენი სახლის წყლის სისტემას და შემდეგ გააკეთეთ კონკრეტულ მოდელზე არჩევანი. ამ საკითხის გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ გაუგებრობას და ზედმეტ ხარჯებს.

ბევრი სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლის მქონე შემრევია დღეს მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი. თუ საუკეთესო თერმოსტატულ შემრევს ეძებთ უნდა დარწმუნდეთ რომ მოწყობილობა კარგად ინარჩუნებს წყლის ტემპერატურას, ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ არატერმოსტატულ შემრევებს ცვალებადი ტემპერატურა აქვთ და დიდ ხანს არ ინარჩუნებენ ტემპერატურას, მაგალითად, თუ სააბაზანოში გექნებათ ცხელი წყალი ჩართული და კიდევ რომელიმე ონკანს მოუშვებთ სააბაზანოს წყალი დაკარგავს ტემპერატურას.

კედელზე დასამაგრებელ შემრევ ონკანს დამატებით აქვს შხაპის შლანგი და თავი. ის დაგეხმარებათ თმის დაბანაში, ან საშხაპე კაბინების და ფილების გასუფთავება-გარეცხვაში. თანამედროვე შემრევი ონკანების დამონტაჟება საკმაოდ მარტივია, თუმცა გირჩევთ ეს სანტექნიკმა ან გამოცდილმა ადამიანმა გააკეთოს.

KETTLER-81618 KT7993-3 აბაზანის შემრევი

kettler abazanis shemrevi

გარანტია 5 წელი

წონა (კგ) 1.83

კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი

კორპუსი ლატუნი

სერია Luigi

გამშვები ონკანის მთავარი ფუნქცია არის წყლის ნაკადის საჭირო დროს შეჩერება, მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ არეგულიროთ ან სრულად გადაკეტოთ წყლის ნაკადი. დღეს მსგავსი ონკანების მეტად მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა აუცილებელი პირობა ის არს რომ ამ მოწყობილობამ თავისი ფუნქცია შეასრულოს ძალიან კარგად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გამშვები ონკანის სარქველებმა უნდა შეაკავოს წყლის წნევა. ასეთი ონკანის სარქველების ერთი ნაწილი შედგება ზამბარიანი დისკისგან რომელიც წამის მეასედში აჩერებს წყლის ნაკადს, მსგავსი სარქველების მქონე ონკანების უპირატესობა ის არის რომ წყალი უხმაუროდ ითიშება. საუკეთესო ხარისხის გამშვებ ონკანებს შეიძენთ ჩვეთან, მრავალფეროვანია არჩევანი საშუალებას გაძლევთ ზუსტად თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებული ონკანი შეიძინოთ.

Kettler-32612 გამშვები ონკანი 1/2''x1/2''

kettler gamshvebi onkani

ზომა 1/2''x1/2''

წონა (კგ) 0.18

კარტრიჯი კერამიკული

კორპუსი ლატუნი

სამზარეულოს ონკანის შეძენამდე უნდა განსაზღვროთ თუ სად უნდა დააყენოთ მოწყობილობა კედელზე თუ ნიჟარაზე. წინასწარ განსაზღვრეთ რა რკალის ონკანი გნებავთ, თქვენ თუ მოგიწევთ დიდ ქვაბების რეცხვა, უნდა შეარჩიოთ მაღალი რკალის ონკანი. ასევე ყურადღება მიაქციეთ თუ რა მასალისგან არის დამზადებული, ეს განსაზღვრავს თუ რამდენად ხარსიხიანი და გამძლეა მოცემული მოწყობილობა. ასევე ონკანის შერჩევისას გაითვალისწინეთ მისი დიზაინი, რათა სამზარეულოს საერთო ინტერიერის შეესაბამებოდეს.

KETTLER-84582 KT3047SB-9 სამზარეულოს შემრევი სილიკონის ცხვირით შავი Alessia 304

samzareulos shemrevi

დამატებითი მახასიათებლები სილიკონის მოძრავი ლულით

გარანტია 5 წელი

წონა (კგ) 1.65

კარტრიჯი 35mm კერამიკული კარტრიჯი

კორპუსი SUS 304

სერია Alessia

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება
. query_insert_error