კომფორტი - კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობათა ერთობლიობა; ბინების, საზოგადოებრივ დაწესებულებათა, მიმოსვლის საშუალებათა (ავტომობილის, მატარებლის, თვითმფრინავის) და მისთ. კეთილმოწყობილობა. აი, ასე მარტივად არის განმარტებული სიტყვა კომფორტი, თუმცა, ადამიანმა ჭეშმარიტ კეთილმოწყობილ ყოფა-ცხოვრების პირობათა ერთობლიობას რომ მიაღწიოს, მარტივი საქმე სულაც არ არის. რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, კომფორტის ერთ-ერთი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ონკანი გახლავთ და ჩვენც სწორედ ამაზე საუბარს ვაპირებთ.
ონკანები და მათი კონსტრუქცია და ტიპები
კონკრეტულ მოდელებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ყველა ონკანს საერთო კონსტრუქციული ელემენტები აქვს:
- ლითონის კორპუსი ორი შემავალი მილყელით ცხელი და ცივი წყლისთვის;
- რეგულირების ელემენტი, რომლის დახმარებითაც ხდება წყლის ჭავლისა და ტემპერატურის რეგულირება, ან მისი სრულად გადაკეტვა;
კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:
- კედელზე - ასეთ შემთხვევაში, ონკანის გამავალი მილყელი პირდაპირ ან ექსცენტრიკის გავლით უკავშირდება ცხელი ან ცივი წყლის მილს, რაც უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას;
- სანტექტნიკაზე - ასეთი სქემისას, ონკანის კორპუსი მონტაჟდება წინასწარ გამზადებულ ნიჟარაზე, აბაზანაში, კარადაზე და ფიქსირდება ხრახნით;
ფართოდ არის გავრცელებული ლითონის ონკანები, თუმცა გვხვდება მოდელები, რომლებიც სხვა მსგავსი თვისებების მქონე მასალისგან მზადდება. ყველაზე პრაქტიკულად მიიჩნევა:
- თითბერი (ლატუნი) - ამ მასალის უპირატესობაა საიმედოობა, გამძლეობა და კოროზიასთან გამკლავების უნარი. სუფთა ლატუნი ვიზუალურად არც ისე ესთეტიკურია, რის გამოც მწარმოებლები ფარავენ ნიკელით ან ქრომით;
- ლეგირებული ფოლადი - ლითონის ნაკლებად მოთხოვნადი ტიპი: ფასი მაღალი აქვს, თუმცა თვისებებით ლატუნისას ბევრად ჩამოუვარდება. ამის მიუხედავად, ასეთი მოდელების შეძენაც შესაძლებელი გახლავთ;
- პლასტიკი - ეკონომიის მიზნით, ზოგიერთი მოდელის დამზადებისას გამძლე და მსუბუქი პლასტიკის დეტალები გამოიყენება. ხარისხი ნამდვილად არ დაეწუნება, ფასი კი დამოკიდებულია მასალაზე, რომლითაც პლასტიკის ონკანის ზედაპირი იფარება. ეს შეიძლება იყოს ქრომი, ნიკელი, მინანქარი, ზოგიერთი დიზაინერი კი ოქროსაც კი იყენებს;
- კერამიკა - თუკი ონკანის შექმნისას ხარისხიანი შენადნობი გამოიყენება, არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რომ მაღალი ტემპერატურის გამო მწყობრიდან გამოვა. თუმცა ხარისხიან კერამიკაზე მაინც უარის თქმა სჯობს, მით უმეტეს, თუ ონკანიდან მუდმივად ცხელი წყალი უნდა მოედინებოდეს.
როგორი ონკანები არსებობს?
შემრევი ონკანები არაერთი ნიშნით კლასიფიცირდება: მონტაჟის ადგილი (სააბაზანო, სამზარეულო), გამოყენების ტიპი (აბაზანისთვის, ნიჟარისთვის, სამზარეულოსთვის, ბიდესთვის). ასევე, კლასიფიკაციისას გამოიყენება მართვის მექანიზმების განსაზღვრაც: სენსორული, მექანიკური, თერმოსტატიკური.
- სენსორული - ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;
- მექანიკური - ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;
- თერმოსტატიკური - ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.
რა რისკები შეიძლება ახლდეს თან არასწორი ონკანის შეძენას?
არც ისე სასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუკი აბაზანაში საოცნებო რემონტი გააკეთეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ უხარისხო ონკანი შემოგატყუეს. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სულ რამდენიმე წელიწადში ხელახალი რემონტი დაგჭირდეთ - ონკანი მწყობრიდან გამოვიდეს და მეზობელი ჩარეცხოს. უჰ, ყველასგან შორს, მაგრამ შესაძლოა, რემონტი ჩარეცხილმა მეზობელმაც კი მოითხოვოს და მოდი და გაამტყუნე!.. ფაქტია, ამისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომაც, შეეცადეთ, სანტექნიკის შერჩევისას კეთილსინდისიერი რეალიზატორი შეარჩიოთ, რომელიც ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
საჭიროა თუ არა ფილტრი?
მართალია, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხოა, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება, რომ წყალთან ერთად არც ისე სასიამოვნო „დანამატები“ გადაგვრევენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გონივრული არჩევანია, შეარჩიოთ ონკანი, რომელზეც ფილტრის დამონტაჟება შეიძლება, ან უფრო უკეთესი, შეიძინოთ ფილტრიანი ონკანი.
Holst.ge-ზე მრავალფეროვანი არჩევანია არა მხოლოდ შემრევი ონკანების, არამედ ჩვენთან ფილტრებსაც შეიძენთ.
KETTLER-84585 KT-2420C-4 ხელსაბანის შემრევი Andrea

- ბრენდი - KETTLER
- პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
- შტრიხ-კოდი - 8313010284585
- წონა (კგ) - 1
- კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
- კორპუსი - ცინკი
- კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი
- სერია - Andrea
- მოდელი - KT-2420C-4
KETTLER-81809 KT3047SS-9 სამზარეულოს შემრევი Lucia 304

- ბრენდი - KETTLER
- პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
- შტრიხ-კოდი - 8313009281809
- წონა (კგ) - 1.42
- კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
- კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)
- სერია - Lucia
- მოდელი - KT3047SS-9
KETTLER-15954 KT-3580B-2 აბაზანის შემრევი Jane

- ბრენდი - KETTLER
- პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
- შტრიხ-კოდი - 8300156915954
- წონა (კგ) - 1.59
- კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
- კორპუსი - ცინკი
- კომპლექტაცია - შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი
- სერია - Jane
- მოდელი - KT-3580B-2