ონკანი მრავალი საუკუნის წინ და ონკანი დღეს - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გამოგონება |
ონკანი მრავალი საუკუნის წინ და ონკანი დღეს - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გამოგონება |
მარტივად რომ ვთქვათ, ონკანი - ეს არის წყლის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც დამონტაჟებულია წყლის მილის ბოლოს და საშუალებას გვაძლევს, ვარეგულიროთ წყლის ნაკადის ტემპერატურა და წნევა.
აი, პრინციპში, ასეთი მარტივია დახასიათება, თუმცა, მისი განვითარების მრავალსაუკუნოვან გზას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ყველაფერი არც მთლად იოლად გახლდათ. ერთი რამ კი ფაქტია, რომ ონკანი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი და პრაქტიკული გამოგონებაა, რომელიც პრინციპში, ნებისმიერ ოჯახს წყალივით სჭირდება...
კრეტის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ, შემცვლელად ძლევამოსილი ძველი ბერძნული ცივილიზაცია აღმოცენდა. სწორედ ძველმა ბერძენმა გამომგონებელმა ჰერონმა აჩუქა კაცობრიობას თანამედროვე ონკანის პროტოტიპი, რომელიც თავის თავში წარმოადგენდა ლითონის ცილინდრს ჩაშენებული დგუშითა და რეგულატორით.
ამავდროულად, სანტექნიკის თანამედროვე მოწყობილობების პროტოტიპების ძირითადი განვითარება და წარმოშობა რომაულ ეპოქას უკავშირდება, როცა ბერძნული გამომგონებლობა და რომაული გონიერება ერთმანეთს შეერწყა. მეტალურგიული სფეროს პროგრესი განისაზღვრა საწარმოო პროცესებში ტყვიის, ბრინჯაოს, სპილენძის და თქვენ წარმოიდგინეთ, თითბრის გამოყენებითაც კი.
ბუნებრივია, იმ უძველეს ხანაში ასეთ მოწყობილობებს მხოლოდ დიდებულების სახლებსა თუ სასახლეებში თუ შეხვდებოდით, დღეს კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პრაქტიკულად, არ არსებობს ოჯახი, სადაც ონკანს არ ნახავთ - სხვადასხვა ზომისას, ფორმისას, ფერისას, შესაძლებლობებისას...
სხვადასხვა ზომა, ფორმა, ფერი და შესაძლებლობები ვახსენეთ და Holst.ge-ს თვალს რომ გადაავლებთ, იმდენ და ისეთ ონკანებს ნახავთ, არ არის გამორიცხული, შერჩევაც კი გაგიჭირდეთ და ყველას ყიდვა მოგინდეთ, თუმცა, ყველა აბა, რად გინდათ - ჯერ ის განსაზღვრეთ კარგად, რისთვის გჭირდებათ - სამზარეულოსთვის, პირსაბანისთვის, აბაზანისთვის, ბიდესთვის, თუ შხაპისთვის და აი, მერე კი ყველაფერს გაცილებით მარტივად მოაკვარახჭინებთ.
შემდეგ მომენტებსაც თუ გაითვალისწინებთ, საერთოდ გადასარევი იქნება:
- როგორც წესი, სამზარეულოსთვის იყენებენ მაღალყელიან ონკანს, რომელიც ბევრად მოსახერხებელია ჭურჭლის, ხილისა თუ ბოსტნეულის რეცხვისთვის.
- პირსაბანისთვის უმჯობესია უფრო კომპაქტური ზომები და როგორც წესი, მას არჩევენ თავად პირსაბანის ზომების გათვალისწინებით.
- აბაზანისა და შხაპის მოდელებს ჰორიზონტალურად ამონტაჟებენ. მათ შორის ის სხვაობაა, რომ შხაპის ონკანს გრძელი წყალსადინარი მილი არ აქვს - წყალი მხოლოდ შხაპის შლანგში მიედინება.
სადაც ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ არაერთ მასალას ონკანის შესაქმნელად, რაღა თქმა უნდა, დღეს პროცესი გაცილებით სრულყოფილი და შეიძლება ითქვას, იდეალურიც კია და შესაბამისად, შესაძლებლობებიც მრავალფეროვანია, რამაც ინდუსტრიაზე სანათადო გავლენა იქონია. ფართოდ არის გავრცელებული, ბუნებრივია, ლითონის ონკანები, თუმცა გვხვდება მოდელები, რომლებიც სხვა მსგავსი თვისებების მქონე მასალისგან მზადდება. ყველაზე უფრო პრაქტიკულად მიიჩნევა: