ონკანი - თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და სასარგებლო ატრიბუტი

მეცნიერებს ნისლიანი ალბიონიდან ათასნაირი უცნაურობა რომ აქვთ დადგენილი, კი გეცოდინებათ. ჰოდა, ერთ-ერთი მსგავსი ამბავი ის გახლავთ, რომ როგორც ბრიტანელი სწავლულები ამტკიცებენ, პირველი სამზარეულოები დაახლოებით 60 ათასი წლის წინათ უკვე არსებობდა. და უკვე მაშინ სამზარეულო მთელ ტომებს აერთიანებდა, რომლებიც კოცონის გარშემო ისხდნენ და მამონტების ფეხებს მიირთმევდნენ.

გავიდა უამრავი წელი და ტომები ოჯახებითა და მეგობრებით შეიცვალა, კოცონი ღუმელით, მამონტების ფეხები - ტოლმით და რაც ყველაზე მთავარია, სამზარეულოებში ონკანები გამოჩნდა.

ალბათ, სულაც არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ონკანი თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და სასარგებლო ატრიბუტია.

რისთვის გჭირდებათ ონკანი?

პირველ რიგში, რაც სხვა შემთხვევებშიც ხშირად გვითქვამს ხოლმე, უნდა ჩამოყალიბდეთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ - ონკანები იმდენგვარი არსებობს, არ არის გამორიცხული, შეცდომა დაუშვათ. ამდენად, ჯერ სიტუაცია შეაფასეთ.

  • როგორც წესი, სამზარეულოსთვის იყენებენ მაღალყელიან ონკანს, რომელიც ბევრად მოსახერხებელია ჭურჭლის, ხილისა თუ ბოსტნეულის რეცხვისთვის.
  • პირსაბანისთვის უმჯობესია უფრო კომპაქტური ზომები და როგორც წესი, მას არჩევენ თავად პირსაბანის ზომების გათვალისწინებით.
  • აბაზანისა და შხაპის მოდელებს ჰორიზონტალურად ამონტაჟებენ. მათ შორის ის სხვაობაა, რომ შხაპის ონკანს გრძელი წყალსადინარი მილი არ აქვს - წყალი მხოლოდ შხაპის შლანგში მიედინება.

კონსტრუქცია და ტიპები

კონკრეტულ მოდელებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ყველა ონკანს საერთო კონსტრუქციული ელემენტები აქვს:

  • ლითონის კორპუსი ორი შემავალი მილყელით ცხელი და ცივი წყლისთვის;
  • რეგულირების ელემენტი, რომლის დახმარებითაც ხდება წყლის ჭავლისა და ტემპერატურის რეგულირება, ან მისი სრულად გადაკეტვა;

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:

  • კედელზე - ასეთ შემთხვევაში, ონკანის გამავალი მილყელი პირდაპირ ან ექსცენტრიკის გავლით უკავშირდება ცხელი ან ცივი წყლის მილს, რაც უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას;
  • სანტექნიკაზე - ასეთი სქემისას, ონკანის კორპუსი მონტაჟდება წინასწარ გამზადებულ ნიჟარაზე, აბაზანაში, კარადაზე და ფიქსირდება ხრახნით;

როგორი ონკანები არსებობს?

ონკანი არაერთი ნიშნით კლასიფიცირდება: მონტაჟის ადგილი (სააბაზანო, სამზარეულო), გამოყენების ტიპი (აბაზანისთვის, ნიჟარისთვის, სამზარეულოსთვის, ბიდესთვის). ასევე, კლასიფიკაციისას გამოიყენება მართვის მექანიზმების განსაზღვრაც: სენსორული, მექანიკური, თერმოსტატიკური.

  • სენსორული - ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;
  • მექანიკური - ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;
  • თერმოსტატიკური - ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.

საჭიროა თუ არა ფილტრი?

მართალია, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხოა, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება, რომ წყალთან ერთად არც ისე სასიამოვნო „დანამატები“ გადაგვრევენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გონივრული არჩევანია, შეარჩიოთ ონკანი, რომელზეც ფილტრის დამონტაჟება შეიძლება, ან უფრო უკეთესი, შეიძინოთ ფილტრიანი ონკანი.

ონკანების კლასიფიკაცია მასალების მიხედვით

ონკანი სხვადასხვა მასალისგან მზადდება, რომელთაც ბევრი პლუსის პარალელურად, გარკვეული მინუსებიც აქვთ.

1. თითბერი (ლატუნი) - ყველაზე გავრცელებული მასალა. ამ მასალისგან შექმნილი სანტექნიკის ნაწარმი გახლავთ მსუბუქი, ხელმისაწვდომი ღირებულების თვალსაზრისით, არ აშინებს კოროზია.

2. ანალოგიური თვისებები გამოარჩევს უჟანგავი ფოლადის ნაწარმსაც, თუმცა შედარებით მძიმე წონა ნამდვილად აქვს.

3. სპილენძი და ბრინჯაო, როგორც წესი, უფრო ძვირადღირებული მოდელების წარმოებისთვის გამოიყენება.

4. იაფფასიანი სექტორისთვის სილუმინი გამოიყენება, რომელიც თუთიის, ალუმინისა და სპილენძის ნაზავია. ეს მასალა არც ისე გამძლეა, ექსპლუატაციის ვადა - არც ისე შთამბეჭდავი.

5. პლასტიკი ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობებისთვის გამოიყენება. ნაწარმის თავისებურება დაბალი ხარისხი და არაპრეზენტაბელური ექსტერიერია.

6. ქვისგან (ხელოვნურისა თუ ნატურალურისგან) პრემიუმკლასის ნაწარმი მზადდება. ამავე კატეგორიას განეკუთვნება კერამიკული ონკანები.

KETTLER-21956 KT-2740C-4 ხელსაბანის შემრევი Hildi

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313800021956
  • წონა (კგ) - 0.92
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია - Hildi
  • მოდელი - KT-2740C-4

KETTLER-81809 KT3047SS-9 სამზარეულოს შემრევი Lucia 304

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313009281809
  • წონა (კგ) - 1.42
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)
  • სერია - Lucia
  • მოდელი - KT3047SS-9

KETTLER-15954 KT-3580B-2 აბაზანის შემრევი Jane

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8300156915954
  • წონა (კგ) - 1.59
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი
  • სერია - Jane
  • მოდელი - KT-3580B-2

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება