ოპტიკური თარაზო და მისი ბრწყინვალე შესაძლებლობები

აბა, ჰე, აბა, ჰო - პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ჩამოვწეროთ ის ძირითადი სამუშაოები, სადაც ნიველირი გამოიყენება:

  • გეოდეზია;
  • მშენებლობა;
  • მილების გაყვანა;
  • ლანდშაფტის დიზაინი;
  • გზების დაგება;
  • არქეოლოგია.

მხოლოდ ეს მცირე ჩამონათვალიც საკმარისია, რომ ნიველირის ბრწყინვალე შესაძლებლობებით მოვიხიბლოთ. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, ზუსტად რისთვის გჭირდებათ ოპტიკური თარაზო, რა პირობებსა და ადგილებში აპირებთ მის გამოყენებას და შემდეგ უკვე ყველაფერს გაცილებით მარტივად გაუმკლავდებით.

ნიველირის და მისი სახეობები

რადგან ასე გადავწყვიტეთ, რომ პირდაპირ საქმეზე ვსაუბრობთ და დიდი შესავლები არ გვჭირდება, აქაც ასე მოვიქცეთ: არსებობს, მაგალითად, ლაზერული, ოპტიკური და ასე შემდეგ. ოპტიკური ნიველირი განკუთვნილია წერტილებს შორის არსებული სხვაობის განსაზღვრისთვის.

დანიშნულების უკვეთ განმარტებისთვის მოკლედ ვთქვათ, რომ ნიველირი გახლავთ მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ჰორიზონტალური, ვერტიკალური, დახრილი სიბრტყეებისა და სწორი კუთხეების განსაზღვრისთვის. მკვეთრი ხაზი (ან წერტილი) ზედაპირზე პროეცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს განკარგულებაშია ზუსტი აღნიშვნა.

ძირითადად, ოპტიკური თარაზო შემდეგი 4 ტიპის სამუშაოებში გამოიყენება:

1. კორექციის ჩვეულებრივი ამოცანები - ასეთი დონის სამუშაოებისთვის შექმნილი ნიველირი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია. მსგავს სამუშაოებს თითქმის ყველა ტექნიკური ნიველირი გაუმკლავდება და ფასიც ყველაზე დაბალი აქვს.

2. მომატებული სიზუსტის ამოცანები - ამ სამუშაოსთვის შექმნილი ინსტრუმენტი ბევრად ზუსტ გაზომვებს აკეთებს. მე-2 და მე-3 კლასის ოპტიკური თარაზოების უმეტესობა მსგავს სამუშაოებს უმკლავდება ყველაზე ციცაბო ფერდობებზეც კი.

3. გაფართოებული სიზუსტის ამოცანები - ასეთი სამუშაოები მოიცავს ყველა სამშენებლო პროცესს სამრეწველო მასშტაბით. ნიველირი ძალიან მაღალი სიზუსტით უნდა იყოს გამორჩეული მხოლოდ მინიმალური ცდომილებით. მსგავსი დავალებების შესრულება შეიძლება 1-ელი კლასისა და მე-2 კლასის ზოგიერთი მოდელი დამატებითი აღჭურვილობით.

4. უმაღლესი სიზუსტის ამოცანები - ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, გეოდეზია და არქეოლოგია იგულისხმება. მსგავსი ამოცანებისთვის მაქსიმალური სიზუსტის სპეციალური ხელსაწყოები იქმნება. როგორც წესი, ეს არის 1-ელი კლასის ნიველირი ყველაზე საუკეთესო მახასიათებლებით, რომლის ღირებულებაც საკმაოდ მაღალია.

დამიზნების ხაზის დაყენების მეთოდი

დამიზნების ხაზის დაყენების მეთოდის მიხედვით, ნიველირები ამგვარად იყოფა:

  • თარაზოს გამოყენებით - დამიზნების ხაზი სწორდება ცილინდრული თარაზოს დახმარებით;
  • კომპენსატორი - ხაზი კომპენსატორის მიერ ადამიანის გარეშე სწორდება, აქვს გაცილებით ზუსტი საბოლოო შედეგი.
  • გადიდება

რამდენად შორს დაინახავთ მოწყობილობის მეშვეობით, მეტად მნიშვნელოვანი მომენტია. გადიდების მინიმალური მაჩვენებელია 20X, მაქსიმალური - 38X. თუ სამუშაოები მცირე ფართობზე იწარმოება, მაშინ შეგიძლიათ, უპირატესობა 20x-დან 24x-მდე გადიდების მქონე მოწყობილობებს მიანიჭოთ. უფრო მაღალი მაჩვენებლები პროფესიონალებს სჭირდებათ, რომლებიც დიდ ფართობებზე მუშაობენ, თუმცა ხშირად, ბაზარზე 24x-და 32x გადიდების მქონე ხელსაწყოები გვხვდება.

  • პრიზმის ხარისხი

ოპტიკური თარაზოს შერჩევისას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება ოპტიკური პრიზმის ხარისხს მიაქციოთ. არსებობს მაღალი დონის მოწყობილობები მაღალი ხარისხის პრიზმით, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოსახულება დამახინჯებისა და ფოკუსის არევის გარეშე იხილოთ, თუნდაც წყლის წვეთების მიღმა. ეს ასპექტი შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან დაგიზოგავთ საკმაო დროსა და ძალისხმევას და ხელს შეუწყობს მოწყობილობის სიჩქარესა და სიზუსტეს. პრიზმის ხარისხი გავლენას ახდენს მოწყობილობის ფასზეც, მაგრამ უმჯობესია ამის გამო თანხის დაზოგვაზე არ იფიქროთ.

  • სიზუსტე

ამ კრიტერიუმის მიხედვით, ნიველირი 3 ჯგუფად იყოფა:

  • 1-ელი კლასის ნიველირი - მაღალი სიზუსტის ნიველირი 0,3 მმ-ზე ნაკლები ცდომილებით 1 კმ-ზე. შესაფერისია სამუშაოებისთვის, სადაც მცირედ შეცდომასაც კი მნიშვნელობა აქვს;
  • მე-2 კლასის ნიველირი - ზუსტი ნიველირი 1 კმ-ზე 3მმ ცდომილებით. აღჭურვილია მხოლოდ პირდაპირი გამოსახულების ტელესკოპით. გამოდგება სახლების ასაშენებლად, გზების გაყვანისთვის;
  • მე-3 კლასის ნიველირი (ტექნიკური) - ნიველირი 10მმ ცდომილებით 1 კმ-ზე. თუმცა, ის მაინც გამოსადეგია სამშენებლო და სხვა მცირე მასშტაბის სამუშაოებისთვის.

მოწყობილობის სიზუსტესთან პირდაპირ კავშირშია მისი ღირებულება. ამდენად, აუცილებლობის გარეშე მაღალი სიზუსტის მქონე ნიველირის შეძენა, ნამდვილად არ ღირს.

CROWN CT44043 - ოპტიკური თარაზო

Crown niveliri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 60 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422316
  • წონა (კგ) - 1.3
  • კომპლექტაცია - ქეისი
  • სიზუსტე - ±0.3 mm
  • მონაცემები - 32X გადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt niveliri

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 100 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048144657
  • წონა (კგ) - 9.4
  • კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m
  • მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება