ოპტიკური თარაზო რომ არ არსებობდეს... აი, წარმოდგენაც არ ღირს!.. |
ოპტიკური თარაზო რომ არ არსებობდეს... აი, წარმოდგენაც არ ღირს!.. |
რა სწრაფად გადის დრო - ჯერ კარგად გაღვიძებულიც არ ხარ, რომ უკვე სამსახურში გაგვიანდება... უჰ, არა, საქმე იყოს და ძილს კიდევ მოასწრებ. მით უმეტეს, როცა ისეთი ხელსაწყო არსებობს, რომელიც ერთი შეხედვით რუტინულ და ხანგრძლივ საქმეს უმოკლეს დროში უმკლავდება.
აბა, წარმოიდგინეთ, ოპტიკური თარაზო რომ არ არსებობდეს, რა დრო დასჭირდებოდა თუნდაც ძალიან მცირე ოთახის აზომვას.
რემონტში სიზუსტე უმნიშვნელოვანესია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილები დახრილი გამოვა, შპალერზე ნახატი ერთმანეთს არ დაემთხვევა, საძირკველი კი არათანაბარი იქნება. ჰოდა, იმისთვის, რომ სწორი პარამეტრების გამოთვლა მოხერხდეს, ნიველირი გამოიყენება.
ეს არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ობიექტამდე სიმაღლეებისა და მანძილების განსხვავების გასაზომად, ან წერტილების აღსანიშნავად, მაგალითად, ბურღვისთვის.
ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოდელია წარმოდგენილი - მარტივიდან პროფესიონალურამდე და ასეთი სიმრავლის გამო, შერჩევა ადვილი ნამდვილად არ არის: მახასიათებლები და ფასები დიდად განსხვავებულია.
ნიველირი შეიძლება იყოს:
1. წერტილოვანი. მოწყობილობა აპროეცირებს წერტილებს ერთსა და იმავე მანძილსა და დონეზე, რის შემდეგაც ხაზების შეერთება ხელით ხდება. ხაზების მიხედვით შპალერის გაკვრა შეიძლება, ხოლო წერტილების მიხედვით - გაბურღვა. წერტილოვანი ნიველირის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია. გამოიყენება ბინის ან აგარაკის რემონტისთვის, მაგრამ მოდელი გამარტივებულად ითვლება და ასეთ მოწყობილობებზე ნაკლები მოთხოვნაა, რადგან წერტილების ხელით შეერთება მოუხერხებელია. გაცილებით ადვილია წრფივი ნიველირის გამოყენება, რომელსაც მეტი შესაძლებლობა აქვს.
2. წრფივი. მოწყობილობა აპროეცირებს სხივებს - ჰორიზონტალურს, ვერტიკალურ ან ორივეს ერთად, რომლებიც ერთ წერტილში იკვეთება. წრფივი ნიველირით მუშაობა ბევრად მოსახერხებელია, რადგან არ არის საჭირო ხაზების ხელით გავლება. ამ მიზეზით, იგი გამოიყენება ნახევრად პროფესიონალური რემონტისას, მოპირკეთების ან სამონტაჟო სამუშაოების დროს, მაგალითად, თუ საჭიროა შეკიდული ჭერის გამართვა. მარკირების დატანა რამდენიმე კედელზეა შესაძლებელი.
არსებობს ხაზოვანი მულტიპრიზმის მქონე ნიველირი, რომელსაც შეუძლია დახუროს ყველა სიბრტყის პროექციის შეკვრა შეუძლია - მუშაობს360 გრადუსით. ასეთი მოწყობილობა განსაკუთრებული პოპულარულით სარგებლობს.
3. როტაციული - მოწყობილობა ლაზერის სხივის ერთ წერტილზე ფოკუსირებას ახდენს და წრეზე ძალიან დიდი სიჩქარით ბრუნავს. შედეგად, წერტილი იქცევა უწყვეტ, თანაბარ წრედ 360 გრადუსით. როტაციული ნიველირი პროფესიონალურია, ამიტომ ფასიც უფრო მაღალია. იშვიათად გამოიყენება სახლის რემონტისთვის.
- სხივის ფერი - ოპტიკური თარაზოს სხივის ფერი მწვანე ან წითელია. შენობაში მუშაობისას სხივის ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ქუჩაში კი უკეთ მწვანე ფერი ჩანს. მზის შუქზე წითელი, ფაქტობრივად, უხილავი ხდება.
- სხივების რაოდენობა და მიმართულება - ნიველირს 16 სხივამდე შეიძლება ჰქონდეს. თითქოს, ბევრია, თუმცა საამისოდ არაერთი მიზეზი არსებობს.მაგალითად, თუ საჭიროა მოდულური კარადის დაკიდება, ბევრად მოსახერხებელია,კედელზე ყველა წერტილი ერთდროულად მოინიშნოს. ასევე, როცა საჭიროა კიბის საფეხურების განლაგება - რაც უფრო მეტია სხივი, შესაბამისად, მით მეტი საფეხურის ერთდროულად დაგეგმარება მოხერხდება.
შეგიძლიათ, ნიველირი სხივების რაოდენობის გათვალისწინებით, შემდეგი პრინციპით შეარჩიოთ:
- ფანჯრების, ნიშების, ღიობებისა და თაღების დასაყენებლად საკმარისია 2-4 სხივი;
-რთული სამუშაოებისთვის, მაგალითად, რამდენიმე როზეტის ერთდროულად მოსანიშნად საუკეთესოა 5-დან 10-მდე;
- 11 და მეტი სხივი საჭიროა, როცა რამდენიმე მშენებელი განსხვავებულ სამუშაოს ასრულებს: პლინთუსს ამაგრებს, კარნიზს ჰკიდებს, კედლებში ხვრელების დატანაა საჭირო.