ორი კი ჯობია ერთს, მაგრამ როცა გენერატორი ხარისხიანია, უკვე ერთიც საკმარისია

ბაჭიის მიერ აწეული ორი ყურის ზუსტად თვლას რომ ვსწავლობთ პატარაობაში, აი, უკვე იქიდან ვიცით, რომ ორი ჯობია ერთს, სამი, ოთხი და მეტი ხომ საერთოდ, მაგრამ როცა ხარისხზე მიდგება საქმე, ერთიც აბსოლუტურად საკმარისია, დაგვეთანხმებით.

ხარისხიანი და გამართული გენერატორი უამრავი პროფესიის ადამიანს სჭირდება და საქმიანობის სფერო იქით იყოს, სოფლად თუ აგარაკზეც ნამდვილად მისწრებაა.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მონაცემების მქონე გენერატორები, რომელთაგან სასურველის შერჩევას იმის მიხედვით შეძლებთ, რა მოთხოვნები და საჭიროებებიც გაქვთ. ჰოდა, არჩევანის გაკეთება რომ უფრო გაგიადვილდეთ, ქვემოთ საინტერესო რჩევა-რეკომენდაციებსაც დავურთავთ.

გასათვალისწინებელი თავისებურებები

პირველ რიგში, ის ჩამოვთვალოთ, რა თავისებურებებია ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი გენერატორის შერჩევისას:

  • სიმძლავრე;
  • მასა;
  • გაბარიტული ზომები;
  • მუშაობის ხანგრძლივობა;
  • ხმაურის დონე;
  • ჩართვის სიმარტივე;
  • ავტომატურად ჩართვის შესაძლებლობა;
  • ღირებულება.

გენერატორის სიმძლავრე - პირველი, რასაც გენერატორის შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება. საჭირო სიმძლავრის გამოთვლა არც ისე რთულია: უნდა შეკრიბოთ ელექტრომოწყობილობების სიმძლავრე, რომელთა ერთდროულად ჩართვასაც ფიქრობთ. ელექტრომოწყობილობები, პირობითად, ასე შეგვიძლია გავყოთ:

  • გათბობისა და განათების მოწყობილობები, რომელთა კონსტრუქცია ელექტრომოტორების ქონას არ ითვალისწინებს. მაგალითად, ნათურა და ელექტროღუმელი. ელექტროენერგია სითბოდ ან სინათლედ გარდაიქმნება. მათთვის შესაბამისი სიმძლავრის ნებისმიერი გენერატორი გამოდგება;
  • ელექტრომოტორის მქონე მოწყობილობები, მაგალითად, მაცივრის კომპრესორი, ტუმბო, ელექტრო ინსტრუმენტები. ელექტრო ძრავისთვის სიმძლავრის გარკვეული მარაგი იქნება საჭირო - სასტარტო დენი, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში, ზუსტად მაშინ წარმოიქმნება, როცა ძრავს მოქმედებაში მოსვლისთვის ბევრად მეტი ენერგია ესაჭიროება. მაგალითი რომ განვიხილოთ, თუკი ჭის ტუმბოს ნომინალური სიმძლავრე 0,5-1 კვტ გახლავთ, სასტარტოდ 3-7 კვტ სჭირდება.

ძრავა - უმნიშვნელოვანესი აგრეგატია, რომლის საიმედოობასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს იმუშავებს გენერატორი.

საწვავის ტიპების მიხედვით, გენერატორები ასე იყოფა: დიზელისა და ბენზინის.

  • დიზელის გენერატორი

უპირატესობა - დიდი რესურსი და საწვავის ნაკლები  მოხმარება. კიდევ ერთი თავისებურება ფასია: დიზელის მოდელის ღირებულება საშუალოდ, ორჯერ ძვირია ბენზინის ანალოგთან შედარებით.

დიზელის გენერატორი აქტუალურია, როცა ენერგიის მუდმივი წყაროს საჭიროება დგას, რაც შეეხება შემთხვევებს, როცა დანადგარის ექსპლუატაცია მოხდება როგორც კვების ავარიული წყარო, უკეთესი უკვე ბენზინის ძრავაა.

  • ბენზინის გენერატორი

პირველ რიგში, მისი მასა შედარებით დაბალია და ასევე, ფასიც უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დიზელის ვერსიისა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ყველა მოდელს არ აქვს ერთი აუცილებელი დამცავი ფუნქცია - ზეთის დონის კონტროლის მექანიზმი, რომელიც გენერატორს საშუალებას არ მისცემს, ჩაირთოს, თუკი კარტერში ზეთის დონე დაბალია. ამდენად, მოტორის ზეთის პერიოდული კონტროლი უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს.

რას ნიშნავს ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე?

ამ ორ მახასიათებელს შორის სხვაობა ასეთია: მაგალითად, დანადგარს შეუძლია, რომ იმუშაოს ნომინალური სიმძლავრით და უზრუნველყოს აღჭურვილობა და მოწყობილობები 6 საათის განმავლობაში, შემდეგ კი აუცილებელია შესვენება.

მაქსიმალური სიმძლავრით ექსპლუატაციის პირობებში, გენერატორი საწვავს ორჯერ სწრაფად გახარჯავს, რის შემდეგაც, შესვენება ასევე ესაჭიროება. მუდმივად მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობა, ბუნებრივია, ცვეთის მაჩვენებლებსაც ზრდის.

თუკი სიმძლავრის დიდი მარაგის მქონე გენერატორს შეიძენთ, მაგრამ შესაბამისად არ დატვირთავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება: საწვავი ბოლომდე არ დაიწვება, სანთელი ჭვარტლით უფრო სწრაფად დაიფარება, მოტორის ზეთსაც უფრო ხშირად გამოცვლა დასჭირდება და ასე შემდეგ.

ამავე მიზეზით, ბენზინის დანადგარის მუშაობა დატვირთვის გარეშე „უქმი სვლით“ დასაშვებია მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში.

რამ შეიძლება დააზიანოს გენერატორი

სამწუხაროდ, მიზეზი უამრავი არსებობს, რასაც შესაძლოა, გენერატორის ნაადრევი დაზიანება მოჰყვეს, თუმცა ქვემოთ ყველაზე მთავარი რისკფაქტორების შესახებ მოგიყვებით:

  • გადატვირთვა - ამის მიზეზი გენერატორის ზედმეტად ხშირი გამოყენება ხდება. მათ შორის, თუკი დანადგარი შეუჩერებლად მუშაობს. ასევე, გადატვირთვას იწვევს მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა;
  • მექანიკური დაზიანება - ამას უკვე გარე ფაქტორები იწვევს, მათ შორის, მაგალითად, გენერატორზე სამშენებლო მასალების დაცემა, დარტყმა და სხვა ფიზიკური ზემოქმედება კორპუსსა თუ მის შიდა კომპონენტებზე;
  • არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობები - ტენიან ადგილებსა თუ ღია ცის ქვეშ ხშირი გამოყენება დამცავი მექანიზმების გარეშე, ბუნებრივია, გენერატორს დააზიანებს;
  • უხარისხო საწვავი - გენერატორის ავზში დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმა ნამდვილად არ ღირს, რადგან ამის გამო ბინძურდება ფილტრები, გაცილებით მალე ცვდება ძრავის შიდა კომპონენტები. თქვენ წარმოიდგინეთ, უხარისხო საწვავმა შეიძლება, აბსოლუტურად ახალი გენერატორიც კი მალევე დააზიანოს.

TOLSEN TOL1762-79991 გენერატორი 3000W

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 3.0kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528788904
  • წონა (კგ) - 47.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 16 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

TOLSEN TOL1763-79992 გენერატორი (START) 5500W

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528788911
  • წონა (კგ) - 87
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 27 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - ავტომატური/მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

TOL2297-79988 ბენზო გენერატორი inverter 3.5KW

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი ინვერტორული
  • სიმძლავრე - 3.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528788898
  • წონა (კგ) - 42
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 12.5 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება