ორი მთავარი რჩევა ელექტრო გამათბობლის შესახებ |
ორი მთავარი რჩევა ელექტრო გამათბობლის შესახებ |
ზამთრის სუსხის გადასაფარად, ელექტრო გამათბობელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ინსტრუმენტი მაშინაც საჭიროა, თუ კი გაზზე მომუშავე გამათბობელი გაქვთ. თადარიგის დაჭერა აუცილებელია, იქნებ დროებით შეწყდეს და ალტერნატიული გზის ძიება მოგიხდეთ. როცა სახლში ხელსაწყო გექნებათ, ბევრი ფიქრი არ დაგჭირდებათ, მაშინვე გაიხსენებთ და გამოიყენებთ. ახლა კი უშუალოდ შერჩევის პროცესზე გადავიდეთ. იმისთვის, რომ ინსტრუმენტი სწორად შეარჩიოთ, რიგი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ. ამ ყველაფერზე კი ახლავე გიამბობთ.
ხელსაწყოები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, ამიტომ, ყურადღება გვმართებს. ცხადია, არასწორად შერჩეული ინსტრუმენტი არ გამოგადგებათ. გამათბობელი თქვენს მოთხოვნებს ზუსტად უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ დეტალებზე დაკვირვება და ჩვენი რჩევების გათვალისწინებაა საჭირო.
სიმძლავრე ის საკითხია, რომლის გვერდით გადაწევა, არასწორი იქნება. უფრო მეტიც, პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. ამ მახასიათებელზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გაათბობს ხელსაწყო ოთახს. როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში, აქაც სამი ძირითადი მიმართულებაა, კერძოდ, მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრე. პირველ კატეგორიაში შემავალი ელექტრო გამათბობლები, სწრაფად ცხელდება და დიდი რაოდენობის სითბოს ასხივებს, შესაბამისად, სივრცე მაშინვე თბება. მეორე და მესამე კატეგორიაში მოქცეულ ინსტრუმენტებს კი, ოდნავ მეტი დრო სჭირდება. ასეთი სახის გამათბობლები, უფრო მცირე სივრცისთვისაა განკუთვნილი. დიდ ოთახს ვერ მოერევა, მაგრამ პატარას კარგად გაათბობს. სულ ეს არის, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.
ელექტრო გამათბობლები როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცისთვისაც გამოიყენება. აქ კი არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მაჩვენებელი, თუ რამხელა ტერიტორიას სწვდება. ყველა ინსტრუმენტს განსხვავებული მახასიათებელი აქვს, ამიტომ, აუცილებლად გადახედეთ. ამის ცოდნით დაადგენთ, გაწვდება თუ არა კონკრეტული ელექტრო გამათბობელი დიდ ტერიტორიას. თუ პატარა სივრცისთვის გსურთ, მაშინ პირდაპირ ასეთს შეიძენთ. აქაც ყველაფერი თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული.
რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს ონლაინ ჰიპერმარკეტს? პირველ რიგში ის, რომ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. სამყარო სიმარტივისკენ მიდის და ჩვენ რატომ უნდა გავირთულოთ საქმე?! რა საჭიროა, რიგში დგომა და სხვა დამღლელი პროცედურების გავლა?! ყველაფერი სახლიდან შეგიძლია აკეთო, მარტივად და მშვიდად. გამოწერილი ნივთები კი თქვენთან მალე იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში გსურთ თუ რეგიონში, საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ კი თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. კიდევ ერთი და მთავარი უპირატესობა ხარისხია. ჩვენთან მხოლოდ საუკეთესო ინსტრუმენტებს გადააწყდებით. ამიტომ, შეგიძლიათ Holst-ს სრულად ენდოთ. დამატებითი კითვების შემთხვევაში, ჩვენს ოპერატორებსაც მარტივად დაუკავშირდებით და ამომწურავ პასუხებსაც მიიღებთ.
Schpindel-ი გერმანული ბრენდია და ხარისხი ნამდვილად არ ეშლება. ყველაფერი საათივითაა აწყობილი, ზუსტია და დიდხანს ძლებს. კონკრეტულ ელექტრო გამათბობელს რაც შეეხება, მძლავრია და სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს. საკმაოდ დიდ დახურულ და ღია სივრცეს ათბობს. ხელსაწყოს სამი მილაკი აქვს და მარტივად სამართავია. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ამ უკანასკნელს კი ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოიყენებთ.
უპირატესობები:
Luxell- ის საშუალო სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტს, კარგად გამოიყენებთ, რადგან ძალიან კომფორტულია. ინსტრუმენტს სამი რეჟიმი აქვს და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ასევე, მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და დიდხანს ძლებს.
უპირატესობები:
ბოლოს კი ოდნავ განსხვავებულ გამათბობელზე გადავიდეთ. ხელსაწყო ჰორიზონტალური და ძალიან კომპაქტურია. ასევე, მაღალი სიმძლავრე აქვს და როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეს ათბობს. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები: