ორი საყურადღებო მახასიათებელი დრელის შერჩევისას

რა მოეთხოვება იდეალურ დრელს ? თქვენ წარმოიდგინეთ და განსაკუთრებული არაფერი. მხოლოდ ერთი ჯადოსნური თვისება უნდა ჰქონდეს, კერძოდ, მაღალი სამუშაო რესურსი. ხელსაწყოს გამძლეობაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია დამოკიდებული. ამიტომ, შერჩეული ინსტრუმენტი ამით დაჯილდოვებული უნდა იყოს. Holst.ge - ის დრელები ასეთია. განსხვავება სიმძლავრესა და სხვა მახასიათებლებშია. ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ კიდეც.

რომელ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ?

დრელი ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ბურღვის სიღრმე კი ყველას სხვადასხვა აქვს. მასალასთან დამოკიდებულებაც განსხვავებულია. მაგალითად, ხესთან ბევრად ახლოს მეგობრობს, ვიდრე მეტალთან. ეს კი გასაკვირი სულაც არ არის. ხე შედარებით მარტივად და კომფორტულად დასამუშავებელია. მასალა დამყოლია და დაბრკოლებას არ ქმნის. სწორედ ამიტომ, ნებისმიეი დრელი ხეს უკეთ ერგება. თუმცა, სიღრმის მაჩვენებელი ყველას ინდივიდუალურად აქვს. ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდეთ. მეორე მნიშვნელოვანია მახასიათებელი სიმძლავრეა. ძალა ყველა ხელსაწყოსთვის აუცილებელია. ამის გარეშე შემართებით ვერ მუშაობს და საქმეს ხარისხიანად არ ასრულებს. სიმძლავრეებიც განსხვავებულია. არსებობს მძლავრი და საშუალო დონის დრელები.

STANLEY STDH8013-RU ელ.დრელი ჩაქუჩით 800W

Stanley - ის დრელის ქება თამამად შეიძლება. ამისთვის ყველაფერი აქვს, სიმძლავრიდან დაწყებული ვაზნის დიამეტრით დასრულებული. კომპლექტაციაში საჭირო ნივთები მოყვება, კერძოდ, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. ინსტრუმენტი სამი სახის მასალასთან მუშაობს. ბეტონის, ხისა და მეტალის ბურღვა შეუძლია. ხელსაწყო საკმაო სიღრმეზე ჩადის. ამიტომ, მხოლოდ ზედაპირზე კი არა, უფრო მასშტაბურად საქმიანობს.

STANLEY dreli

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 800W   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 3   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-54000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/32mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • ბურღვის სიღრმე
  • სიჩქარე
  • დიამეტრი

CROWN CT10128C-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600w

შემდეგი ელექტრო დრელი Crown - ს ეკუთვნის და ცნობილი საშუალო სიმძლავრითაა. ინსტრუმენტი მსუბუქია და კომპაქტურია. ამიტომ, მუშაობისას დისკომფორტი არასდროს იქმნება. ფუნქციურად სრულიად გამართულია. დრელს ბურღვის და ბურღვისას დარტყმის შესაძლებლობა აქვს. ორივე ფუნქცია როგორც ერთად, ასევე დამოუკიდებლადაც გამოიყენება. მაგალითად, მხოლოდ გაბურღავთ ან ამასთანავე დარტყმის ძალასაც გამოიყენებთ.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 2-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/20mm/13mm

უპირატესობები:

  • ბრუნვის სიჩქარე
  • ფუნქციები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch- ის დრელი ხარისხიანია და ამით ამაყობს კიდეც. თუმცა, სიმძლავრით თავს ვერ იწონებს. ხელსაწყო შედარებით მცირე საქმეზე გამოიყენება, გადატვირთული მუშაობა რომ არ მოუწევს. ინსტრუმენტს დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. სხვა მხრივაც ყველანაირად გამართულია. ზოგადად, Holst.ge - ზე საუკეთესო დრელები დაგხვდებათ.

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 570W   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება