ორიოდ სიტყვა შედუღების აპარატის ისტორიისა და ვრცლად მისი შესაძლებლობების შესახებ |
ორიოდ სიტყვა შედუღების აპარატის ისტორიისა და ვრცლად მისი შესაძლებლობების შესახებ |
თქვენ თუ იცით, რომ გამოცდილი შემდუღებელი, სანამ ფოტოაპარატიდან „ჩიტი გამოფრინდება“ და წამიერი სინათლე გაიელვებს, ნიღბის მორგებას ასწრებს? ჰოდა, აფერუმ მის ამ ჩვევას - შედუღების აპარატთან ურთიერთობა, სხვა ყველაფერთან ერთად, უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვასაც გულისხმობს.
სხვათა შორის, ფოტოაპარატის იმ მოწყობილობას, რომელიც ფოტოს გადაღების წინ წამიერად გაანათებს ხოლმე, ბლიცი ჰქვია... და კიდევ ერთი სხვათა შორის - მოწყობილობას, რომელზეც ქვემოთ უნდა ვისაუბროთ, სვარკის აპარატი კი არა, შედუღების აპარატი ეწოდება. არა, თუ სვარკის აპარატი გირჩევნიათ, თქვენი ნებაა, მაგრამ ქართული შესატყვისი გაცილებით ჩინებულად არ ჟღერს?
იმის გათვალისწინებით, რომ შედუღების აპარატები თანამედროვე ყოფაში პრაქტიკულად, ნებისმიერ სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებში გამოიყენება, Holst.ge მის შესახებ მაქსიმალურად დეტალურ და გამოსადეგ ნიუანსებზე მოგიყვებათ. მაგალითად, გაგაცნობთ ისტორიას, ასევე, მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რა სახის შედუღების სამუშაოები არსებობს, როგორი აპარატით ჯობს მათი შესრულება. გეტყვით იმასაც, რომელი შედუღების აპარატის გამოყენებაა რეკომენდებული სხვადასხვა სახის ლითონზე მუშაობის დროს და ასე შემდეგ.
ბევრი ფიქრობს, რომ თითქოს შედუღება სულ ცოტა ხნის წინ გამოიგონეს, რომ თითქოს ეს თანამედროვე ტექნოლოგიაა. სინამდვილეში, შედუღება ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა კაცობრიობამ ლითონის დამუშავება ისწავლა. შედუღების პირველი იარაღის სტატუსს სპეციალისტები, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, უროს აკუთვნებენ. უროს, რომელიც უხსოვარ დროში მცხოვრები მჭედლების ხელში სასწაულებს ახდენდა...
გავიდა დიდი დრო და მთავარი გარდატეხაც მოხდა - 1903 წელს აცეტილენ-ჟანგბადის ტიპის სანთურა გამოიგონეს. ელექტროდების საფარი პირველად 1912 წელს გამოიყენეს. რაც შეეხება ვოლფრამის ტიპის ელექტროდებს, ის 1940 წელს გამოჩნდა. შედუღება ერთდროულად რამდენიმე ელექტროდით 20 წლის შემდეგ, 1960 წლიდან დაიწყო.
რაც დრო გადის, შედუღების აპარატები სულ უფრო მეტად იხვეწება, ჩნდება უამრავი ახალი მოდელი, რომელიც ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
შედუღების აპარატის თითოეული სახეობა კონკრეტულ დავალებას ასრულებს. ამდენად, საშემდუღებლო სამუშაოები შეგვიძლია, შემდეგნაირად დავყოთ:
1) შედუღების პირველი ტიპი, პლაზმური, პლაზმის ჭავლის ხარჯზე ხორციელდება. შედუღების ეს ტიპი გამოიყენება ყველა ლითონზე და ნებისმიერი სირთულის დავალებას უმკლავდება. ეს არის უმძლავრესი მოწყობილობა, რომელიც მაღალი სიჩქარითა და წარმადობით გამოირჩევა.
2) რკალური შედუღების პრინციპი გულისხმობს ლითონის შედუღებას ელექტროდების დახმარებით. სამუშაოების ეს ტიპი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან აგრეგატი მსუბუქი, მარტივი და მობილურია. ერთადერთი მინუსი დაბალი სიჩქარეა. ყველაზე მეტად გამოსადეგია უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის.
3) რაც შეეხება მესამე ტიპს, სადაც მთავარ როლს გაზი ასრულებს, მარტივი მისახვედრია, რომ საქმე გვაქვს ცეცხლთან, რომელიც გაზისა და ჟანგბადის კონტაქტის შედეგად წარმოიშვება. ცეცხლის ძალა დასამუშავებელი მასალის სისქიდან გამომდინარე განისაზღვრება: რაც უფრო სქელია, წვის სიმძლავრეც მით მეტი უნდა იყოს. ეს ტექნოლოგია გამოიყენება მაშინ, როცა დასამუშავებელია ნახშირბადოვანი, სპეციალური ფოლადი.
4) ლაზერული ტიპი - ყველაზე მძლავრი და მაღალი წარმადობის გახლავთ. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დამუშავების შემდეგ მასალის ზედაპირი არ ზიანდება, კონსტრუქცია კი იდეალურ ნაკერს დიდი ხნით ინარჩუნებს. გამოსადეგია ნებისმიერი სახის ლითონზე მუშაობისთვის.
5) ელექტროწიდური შედუღება წარმოებს შესადუღებელზედაპირებს შორის მოთავსებული წიდით. გაცხელებული წიდა ადნობს შესადუღებელ ელემენტებს და მავთულს. გამოიყენება სქელკედლიან ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერებისთვის.
თუკი იცით, უბრალოდ, შეგახსენებთ, ხოლო თუ არ იცით, ახლავე გაიგებთ შედუღების აპარატების სახეობებს:
1) პირველი სახეობის საფუძველი მძლავრი ტრანსფორმატორია, რომელზეც მოწყობილობაა მიერთებული. აგრეგატი პასუხისმგებელია, ქსელის ძაბვისგან მიიღოს ძაბვის ის მაჩვენებელი, რომელიც შედუღების პროცესისთვის არის საჭირო. ტრანსფორმატორული ტიპის აპარატის მუშაობისთვის საჭიროა სულ რაღაც 50-60 ვოლტი, ქსელში კი, მოგეხსენებათ, გაცილებით მაღალი ძაბვაა, რასაც შემცირება სჭირდება.
2) ინვერტორები - ეს არის პირველის, ანუ ტრანსფორმატორის გაუმჯობესებული სახეობა, სადაც მუდმივი დენის ცვლად დენში გადაყვანა ხდება დატექნოლოგია საკმაოდ მარტივია.
თავის მხრივ, არსებობს ამ სახეობის რამდენიმე ქვესახეობა. ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მოწყობილობებია არგონ-რკალური შედუღების აპარატები, რომელსაც ჩვეულებრივ, უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის იყენებენ.
შედუღების ამ ტიპს არაერთი უპირატესობა აქვს:
3) ნახევრადავტომატები - პროცესი მიმდინარეობს მისადუღი ღეროს ხარჯზე. ლითონების შედუღება ხდება დამცავ, ინერტული აირის გარემოში.
4) ბოლო ტიპის შედუღების აპარატიც ასევე გარდაქმნის ქსელის ძაბვას იმ ძაბვად, რაც სამუშაოების შესრულებას სჭირდება. გარდა ამისა, აქაც გამოიყენება ტრანსფორმატორი.
შედუღების აპარატის არჩევისას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორიცაა:
დანადგარის შერჩევისას არ უნდა დაივიწყოთ და უფრო მეტიც, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შედუღების აპარატის მარკაც. იმისთვის, რომ აგრეგატი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია საიმედო და წლების მანძილზე გამოცდილი მწარმოებელი. Holst.ge-ზე კი ასეთს არაერთს ნახავთ. მაგალითად, აქვე შეგიძლიათ, იხილოთ Schpindel-ის რამდენიმე მოდელი, თუმცა შედუღების აპარატების კატეგორიაში გადასვლით კიდევ უფრო მეტს მოიძიებთ.