ორიოდე სიტყვა ხარისხიან კიბეებზე |
ორიოდე სიტყვა ხარისხიან კიბეებზე |
კიბეზე ასვლა გამბედაობას მოითხოვს. თავიდან ყვლაფერი რთულად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში მარტივია. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საფეხურზე, მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავლილია. თანდათან საგნები პატარავდება, თქვენ კი მიზანს უახლოვდებით. ამ ყველაფრისთვის საიმედო კიბე აუცილებელია. ბოლომდე ვერაფერს ენდობით, მაგრამ 99%- ით მაინც ასეთი უნდა იყოს. ამდენი იმისთვის ვილაპარაკეთ, რომ თუ კიბეზე ასვლის ოდნავი შიში მაინც გაქვთ, წარსულს ჩავაბაროთ. ორიოდე სიტყვას საუკეთესო ინსტრუმენტებზე გეტყვით და თქვენც გამბედაობას მოიკრებთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრნაირი და ვრცლადაც ახლავე გეტყვით. პირველ კატეგორიაში დიდი კიბეები მოიაზრება. ასეთი ხელსაწყო სიმაღლეების დასაპყრობად საუკეთესოა. ამასთანავე, პრაქტიკულია, ზომა ხელს არ უშლის. მეორე ადგილს საშუალო სიდიდის ხელსაწყოები იკავებს. ნორმალური რაოდენობის საფეხურები აქვს და საკმაოდ დიდ მასშტაბს წვდება. მესამე სახის კიბეები პატარაა. რამდენიმე, ოთხი ან ხუთი საფეხური აქვს და ოთახისთვის იდეალურია. მისი მეშვეობით, ფარდებს მარტივად ჩამოხნით, ჭერსაც გაასუფთავებთ და სხვა აქტივობებშიც გიერთგულებთ. დიდი კიბეების უმეტესობა იკეცება, ამიტომ მარტივი გადასაადგილებელია და მცირე ადგილს იკავებს.
ინსტრუმენტებს ბევრ ადგილას შეიძენთ, მაგრამ ჩვენი ხელსაწყოები განსაკუთრებულია. ონლაინ ჰიპერმარკეტში ყველაფერი თქვენზეა მორგებული. დროის დაზოგვაში ისე არაფერი გეხმარებათ, როგორც Holst.ge. სახლიდან გასვლა არ გიწევთ და ამ წუთებს სხვა საქმისთვის იყენებთ. მაღაზიისთვის დამახასიათებელ ქაოსსაც გადაურჩებით და ნერვულ სისტემასაც გაუფრთხილდებით. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასოა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. ინსტრუმენტებს მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღებთ.
უხარისხო რომ იყოს, ბლოგში არ მოხვდებოდა. ასეთ ხელსაწყოებს Holst.ge - ზე ვერ შეხვდებით და იმიტომ. უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია ხელსაწყო მაღალი სტანდარტების მქონე მასალისგან მზადდებოდეს. Sarayli ყველა პრინციპს იცავს და სწორედ ამიტომ აქვს ხარისხიანი კიბეები. ბრენდი მუდამ სანდოა. ამჯერად, მხოლოდ Sarayli - ის ინსტრუმენტებს წარმოგიდგენთ. დეტალურად განვიხილოთ და არჩევანიც გაგიმარტივდებათ.
პირველი კიბე ალუმინისგანაა დამზადებული და მაღალია. ერთი შეხედვით დიდია, მაგრამ იკეცება და ასე ბევრად კომპაქტურია. ამ ფუნქციის წყალობით, მცირე ადგილს იკავებს. შენახვაც არ გართულდება, რადგან პატარა სივრცეს სჯერდება. თუ კი მაღალი კიბე გჭირდებათ, კონკრეტული მოდელს კარგად გამოიყენებთ.
უპირატესობები:
Sarayli - ის მეორე კიბე ვიზუალურად განსხვავებულია. მაღალია და იმდენი საფეხური აქვს, რამდენიც წინა მოდელს, 2x7. გაშლა/ დაკეცვის ფუნქციაც აქვს, ოღონდ პირველ კიბესთან შედარებით, სხვანაირად იშლება.
უპირატესობები:
ბოლო კიბე ვარსკვლავებს ვერ წვდება, მაგრამ საშუალო სიმაღლეებს ემეგობრება. დანარჩენების მსგავსად, გამძლე მასალისგანაა დამზადებული. 5+1 საფეხური აქვს და ოთახისთვის იდეალურია. ნათურის შესაცვლელად, ფარდების ჩამოსახსნელად და მსგავსი აქტივობებისთვის ზედგამოჭრილია.
უპირატესობები: