პატარაა, მაგრამ მუშა - ზუსტად იცით, რა შეუძლია მანქანის მტვერსასრუტს?

ზოგი ისეთი მძღოლია, საჭეს რომ მიუჯდება და მანქანას დაქოქავს, ნავიგატორი დანიშნულების ადგილს კი არ კარნახობს, ეგრევე ლოცვას იწყებს...

არა, ასეთები შორს ჩვენგან - ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, გარშემომყოფების ჯანმრთელობაც...

არახალი ამბავია, რომ ბევრი ადამიანი საკმაოზე მეტ დროს ავტომობილში ატარებს. ვიღაც იმ მიზეზით, რომ მანქანაა მისი სამუშაო ადგილი, სხვას ის მიზეზი აქვს, რომ სამსახურიდან შორს ცხოვრობს, დანარჩენებს კი უბრალოდ, აქეთ-იქით ხეტიალი, მოგზაურობა და ახალი ადგილების დალაშქვრა ხიბლავს.

რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ავტომობილით მგზავრობა გაცილებით სასიამოვნოა, როცა სალონი დაწკრიალებულია და თან საამო სურნელიც ტრიალებს. დიდწილად, სისუფთავე მანქანის პატრონზეა დამოკიდებული - ნარჩენებს სალონში ტოვებს, თუ ზედმეტს დაუყოვნებვლივ თავიდან იშორებს. პრინციპში, დიდი ზომის ნარჩენების მოშორება გაცილებით მარტივია, აი, მტვერსა და ნამცეცებს კი აუცილებლად მტვერსასრუტი უნდა დავუპირისპიროთ.

მანქანის მტვერსასრუტი მარტივად უმკლავდება ყველანაირ ციცქნა ნარჩენს თუნდაც ყველაზე მიუდგომელ ადგილებში. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგ შემთხვევაში, ლაქებთან ბრძოლაშიც კი შეიძლება, გამარჯვებული გამოხვიდეთ.

როგორ მუშაობს მანქანის მტვერსასრუტი?

მანქანის მტვერსასრუტის უმრავლესობა იმავე პრინციპით მუშაობს, როგორითაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტები. ღილაკზე თითს დაჭერით მოქმედებაში მოდის ელექტრომოტორი, რომელიც იკვებება ან ავტომობილის ქსელიდან, ან ჩაშენებული აკუმულატორიდან.

როგორც წესი, მანქანის მტვერსასრუტის უწყვეტი სამუშაო დრო 30 წუთია, თუმცა ეს დრო აბსოლუტურად საკმარისია, „რკინის რაში“ სრულყოფილად დააწკრიალოთ.

მოწყობილობა ასეთი კომპაქტურია და ნარჩენები სადღა გროვდება?

პრაქტიკულად, მანქანის მტვერსასრუტის ყველა მოდელს მტვრის შეგროვების უჩანთო სისტემა აქვს, რადგან ასეთი უფრო მოსახერხებელია. რეზერვუარი კორპუსზე მაგრდება და არც ისე დიდი მოცულობა აქვს (1 ლიტრამდე). გავსების შემდეგ, საჭიროა მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა, რეზერვუარის კორპუსიდან მოშორება, მტვრის ურნაში გადაყრა და ისევ თავის ადგილას დაბრუნება. მოდელების უმეტესობისთვის ნარჩენების შესაგროვებელი გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე ფერადი პლასტმასისგან მზადდება, რათა გავსების დონის ვიზუალური კონტროლი მოხერხდეს.

რას არის ფილტრაციის სისტემა?

მანქანის ყველაზე მარტივი მტვერსასრუტი ერთი გასაფილტრი ელემენტით არის აღჭურვილი, რომელიც მტვრის მოზრდილ ნაწილაკებს აკავებს და სალონში ხელმეორედ მოხვედრის შესაძლებლობას აღარ აძლევს. ფილტრაციის ორმაგი სისტემა გულისხმობს დამატებით ფილტრს, რომელიც მტვრისგან იცავს ძრავს და ამით მის ნაადრევ გაფუჭებასა და მნიშვნელოვანი სამუშაო ელემენტების დაზიანებას გამორიცხავს. ყველაზე სრულყოფილი მტვერსასრუტი აღჭურვილია სამმაგი ფილტრაციით, რაც ნახსენები ორი ფილტრის გარდა გულისხმობს კიდევ ერთ დამატებით ფილტრს. ასეთ შემთხვევაში, მოწყობილობა მტვრის 99 პროცენტის შეკავებას ახერხებს, მათ შორის, უმცირეს ნაწილაკებსაც კი უმკლავდება და შესაბამისად, სალონს კიდევ უფრო ჯანსაღი ატმოსფეროთი უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ასევე, ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ალერგია, სასუნთქი გზების დაავადებები და ასე შემდეგ.

რა სახის ნარჩენებს ისრუტავს მანქანის მტვერსასრუტი?

ყველა ასეთი მოწყობილობა გათვლილია მშრალი ნარჩენების შეგროვებაზე, როგორიც არის, მაგალითად, საკვების ნამცეცები, მტვერი, ქვიშა, ბუმბული, თმა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი დაბინძურება გვხვდება ავბომობილების უმრავლესობაში. თუმცა, არსებობს ისეთი მოდელებიც, რომელთაც, ჩამოთვლილის გარდა, სითხის შეწოვაც შეუძლიათ, რაც ძალიან დიდ პლუსად ითვლება.

მანქანის მტვერსასრუტი მხოლოდ მანქანაში გამოდგება?

ასეთი მტვერსასრუტის გამოყენების სფეროს, დიდწილად, კვების წყარო განსაზღვრავს. თუკი ის კვებას მანქანის ელექტროსანთებელადან იღებს, დასუფთავება მოხერხდება მხოლოდ იქ, სადაც სადენი მიწვდება. მაგალითად, ავტოფარეხის თაროები. უნივერსალურია აკუმულატორიანი მოდელი, რომელიც კვებას ელემენტების მეშვეობით იღებს. შესაბამისად, გამოდგება არა მხოლოდ ავტომობილსა და ფარეხში, არამედ, სახლშიც, მაშინ, როცა სავარძლებიდან მოსაშორებელია ცხოველების ბეწვი და დიდი მტვერსასრუტის გამოყენება ზედმეტ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, ეს პორტატული მოწყობილობა გამოსადეგია აგარაკზე, ლაშქრობისას, მოგზაურობისას. ერთი კია, აუცილებლად გასათვალისწინებელია, კონკრეტულად რა სახის დაბინძურებას უმკლავდება ესა თუ ის მოდელი.

რომელი უფრო მოსახერხებელია - მტვერსასრუტი შლანგით, თუ მის გარეშე?

ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად გამოიყენებთ, რამდენად დიდია თქვენი ავტომობილის სალონი, სად შეინახავთ მოწყობილობას. უშლანგო მტვერსასრუტის აშკარა უპირატესობა მისი კომპაქტურობა გახლავთ, რადგან შენახვა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელია. თუმცა, ყოველთვის როდი მოხერხდება, რომ მოწყობილობის კორპუსით ვიწრო ადგილებს მიუდგეთ, მაგალითად, სივრცეს სავარძლის ქვეშ. აი, შლანგიანი მოდელი ამ მხრივ გაცილებით პრაქტიკულია, რადგან მოქნილი შლანგი ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებსაც მისწვდება.

მანქანას ფარეხში აჩერებთ, სადაც არის დენის წყარო, ჩვეულებრივ მტვერსასრუტსაც იყენებთ და მანქანის მტვერსასრუტი მაინც უნდა იყიდოთ თუ არა?

სალონის დასასუფთავებელი კომპაქტური მოწყობილობა ნამდვილად სასარგებლო და მომგებიანი შენაძენი იქნება. პირველ რიგში, მისი კონსტრუქცია, როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მიუდგომელი სივრცეების დასუფთავების საშუალებას იძლევა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ მოწყობილობა იშვიათად აღემატება 2 კილოგრამს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასუფთავების პროცესი მარტივი და სასიამოვნო იქნება.

მესამე და ესეც ძალიან საინტერესო მიზეზი - მანქანის მტვერსასრუტის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ ფარეხში, არამედ შორეული მგზავრობის დროსაც. განსაკუთრებით აუცილებელია ეს, თუკი მგზავრებს შორის ბავშვებიც არიან. გზად ნამდვილად აღარ მოგიწევთ სამრეცხაოებში შესვლა და დამატებითი ხარჯების გაღება - თუ პატარები ზედმეტად მოსვრიან სალონს, კომპაქტური მტვერსასრუტით ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ.

საბარგულში მანქანის მტვერსასრუტის ქონით, ნებისმიერ დროსა და ნებისმერ ადგილას, სულ რაღაც 10-15 წუთში სალონი მოაწესრიგოთ და გზა კმაყოფილმა განაგრძოთ.

როგორ განსაზღვროთ, რომ მოდელი ხარისხიანი და საიმედოა?

პირველ რიგში, ყურადღებით შეათვალიერეთ მოწყობილობის გარეგნობა. კორპუსზე არ უნდა იყოს ნაჩხაპნები, დაზიანებები, ყველა ელემენტი თავის ადგილზე უნდა იჯდეს - მჭირდორ და საფუძვლიანად. ნარჩენების შესაგროვებელი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული კორპუსზე, არ უნდა ჰქონდეს ღია სივრცე, საიდანაც მტვერი მარტივად გამოაღწევს და დასუფთავების მთელი პროცესი წყალში ჩაიყრება. ამასთან, ჰერმეტულობის დარღვევა შესრუტვის ძალას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუკი სადენიან მტვერსასრუტს ყიდულობთ, ყურადღებით უნდა შეათვალიეროთ სადენიც, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებები, არ უნდა იყოს დარღვეული იზოლირება. თუკი მტვერსასრუტს დამატებითი დეტალები მოჰყვება, დარწმუნდით, რომ ყველა მათგანი საჭირო ადგილას საიმედოდ მაგრდება.

რას არ უნდა გააკაროთ მანქანის მტვერსასრუტი?

მოწყობილობა არ არის გათვლილი ადვილადაალებადი და ფეთქებადსაშიში საშუალებების შეგროვებაზე. ამდენად, კატეგორიულად არის აკრძალული მაგალითად, მიაკაროთ დაღვრილ ზეთს, ფერფლს, სიგარეტს. ასეთი დაბინძურებისთვის სპეციალური პროფესიონალური მტვერსასრუტებია განსაზღვრული, რომელთაც ელექტროდაცვის მაღალი ხარისხი გამოარჩევთ, ასევე, ფილტრაციის რთული სისტემა. ასევე, თუკი მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ მშრალი ნარჩენების მოგროვებაზე, არ შეიძლება თხევადი ნარჩენების მოწმენდა. ამას შეიძლება, სერიოზული დაზიანება მოჰყვეს.

როცა ავტომობილთან დაკავშირებულ ხელსაწყოს, მოწყობილობას განვიხილავთ, როგორც ყოველთვის, დასასრულისკენ ამჯერადაც შეგახსენებთ, რომ იაროთ ფრთხილად და დანიშნულების ადგილისკენ აუჩქარებლად გაემართოთ.

აქვე მანქანის მტვერსასრუტის რამდენიმე მოდელის შეთვალიერებაც შეგიძლიათ.

აბა, კეთილი მგზავრობა!

B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 9 W   
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048691670       
  • წონა (კგ) - 0.61         
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.37 l 
  • წარმადობა - 1122 l/m

CROWN CT63001HX-მტვერსასრუტი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown manqanis mtversasruti

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 20V     
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640186246873       
  • წონა (კგ) - 1.95         
  • კვების წყარო - ელემენტი

B&D PV1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W           
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048486849       
  • წონა (კგ) - 1.9           
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.44 l 
  • წარმადობა - 1060 l/min

B&D PD1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W           
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048486887       
  • წონა (კგ) - 1.8           
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.56 l 
  • წარმადობა - 1060 l/min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება