პერფერატორები სხვადასხვა ფუნქციით

რა არის პერფერატორი? რისთვის გამოიყენება ხელსაწყო და რატომ არის საუკეთესო დამხმარე ? როგორ უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტი სწორად ? რა განსხვავებაა ხელსაწყოებს შორის? ბლოგში ამ და სხვა მარავლ კითხვას გავცემთ პასუხს, ამიტომ, თქვენს ყურადღებას ვითხოვთ და საქმეს შევუდგეთ.

რა არის პერფერატორი?

მარტივით დავიწყოთ და ვთქვათ, თუ რა როლი აქვს ხელსაწყოს. პერფორატორი მძიმე საქმეს ასრულებს, მაგრამ რაც მთავარია, კარგად გამოსდის. ინსტრუმენტი კედელს ბურღავს ან სულაც შლის. კარგი პერფერატორის შემთხვევაში, სამუშაოები უპრობლემოდ მიმდინარეობს. ხელსაწყო საქმეს უხარვეზოდ ასრულებს და შედეგით ყველა კმაყოფილია.

რა უნდა გაითვალისწინოთ პერფერატორის შეძენამდე?

აქ თავს მცირედი საკითხები იყრის, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ამ ჩამონათვალში პირველი სიმძლავრეა. წინა აბზაცში ასეთი რამ ვთქვით: ინსტრუმენტი კედელს ბურღავს ან შლის. როგორ უნდა გავარკვიოთ, ესა თუ ის ხელსაწყო, რომელ საქმეს ასრულებს ? საკმაოდ მარტივია, რადგან გადამწყვეტ ფაქტორს სიმძლავრე თამაშობს. დაბალი ძალის მქონე პერფერატორი კედელს ბურღავს. უფრო დიდ სამუშაოს, როგორიცაა ჩამოშლა, ვერ ასრულებს, თუმცა, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს. იმ შემთხვევაში, თუ კედლის დაშლა გსურთ, მძლავრ პერფერატორს უნდა მიმართოთ. ასეთი ხელსაწყო უპირობოდ დაგეხმარებათ.

არსებობს თუ არა დამატებითი წესები?

დიახ, მხოლოდ სიმძლავრე საკმარისი არ არის და სხვა მახასიათებლებიც მნიშვნელოვანია. დარტყმის სისწრაფე არანაკლებ როლს ასრულებს. რაც უფრო მაღალი მონაცემები აქვს, მით უფრო მოკლე დროში მუშაობს. ასევე, აუცილებელია, რომ ყურადღება მუშაობის სიღრმეზეც გაამახვილოთ. ყველა ხელსაწყო სხვადასხვანაირდ მუშაობს. ზოგი უფრო ღრმად ბურღავს, ზოგი კი შედარებით ზედაპირულად. თქვენ როგორი გჭირდებათ ? თუ ამ კითხვის პასუხი იცით, მაშინ ყველაფერი მოგვარებულია.

რა ნივთები შედის კომპლექტაციაში ?

სასიამოვნო ამბავია, რომ პერფერატორების უმეტესობას დამატებითი ნივთები ახლავს. ხელსაწყოებთან ერთად კი ყველაფერი უფრო მარტივდება. კომპლექტაცია ისეთ ნივთებს მოიცავს, როგორებიცაა: ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი, საცვლელი პირები, ქანჩი და მტვრის შესაგროვებელი. მართალია, ეს ყველაფერი ერთად არც ერთ პერფერატორს მოყვება, თუმცა, გადანაწილებლია და ზოგს სახელური ახლავს, ზოგსაც მხოლოდ ქანჩი და ა.შ. ნაწილს რამდენიმე ინსტრუმენტიც კი მოყვება. სიმართლე ითქვას, თითოეული ხელსაწყო კარგად გამოსაყენებელია და ყველას თავისი ფუნქცია აქვს. საბოლოოდ, რთულ საქმეს მარტივად შეასრულებთ.

არის თუ არა ფართო არჩევანი ?

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქმე იდეალურადაა. მართლაც ფართო არჩევანია და ხარისხიც საუკეთესო. Holst.ge- ზე თავს გამორჩეული ბრენდების პერფერატორები იყრის. ასეთ ფართო არჩევანში კი ვფიქრობთ, სასურველი მოდელის პოვნა არ გაგიჭრიდებათ. ბოლოს მაინც იპოვით იმას, რასაც ეძებთ. ამჯერად, ოთხ ბრენდს განვიხილავთ და ესენია: Stanley, Dewalt, Bosch და Crown- ი. რომელიმეს გამოყოფა გვიჭირს, რადგან ყველა კარგია. რომელი ბრენდიც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად სანდოა.

აქვს თუ არა დამატებითი უპირატესობები Holst.ge - ის ?

ამ კითხვაზე, ცხადია, კარგი პასუხი გვაქვს. დიახ, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი დადებითი თვისება აქვს. პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. მნიშვნელობა არ აქვს ადგილმდებარეობას, ამინდს, სეზონსა და სხვა მსგავს დეტალებს, ნივთებს ყველგან უვნებლად მოგაწვდით. ამავდროულად, სრულიად უფასოდ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურების თანხას არ იხდით. ეს წესი ყველგან ვრცელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. დიდხანს ლოდინი რომ არ მოგიწევთ, ხომ უკვე იცით ? თუ არადა, ამ შესანიშნავ ამბავს ახლა გამცნობთ. დიახ, გამოწერილ ხელსაწყოებს მაქსიმალურად სწრაფად მოგაწვდით. მოკლედ, საქმე იდეალურად აწყვა. ახლა კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ინსტრუმენტები ახლოდან შევათვალიეროთ და მათზე დეტალური ინფორმაცია გავიგოთ.

STANLEY STHM10K-RU ელ. სანგრევი ჩაქუჩი SDS-MAX 10kg 1600W

Stanley- ის ხელსაწყოები დროთა სვლასა და რთულ პირობებში მუშაობას, კარგად უძლებს. თითქმის ყველანაირ საქმეს ასრულებს, რადგან მძლავრია და წინ არაფერი ეღობება. არც სხვა მონაცემებში მოიკოჭლებს და ასევე, მაღალი აქვს დარტყმის ძალა და დარტყმის სისწრაფე. ხელსაწყოს დამატებითი ნივთი მოყვება, კერძოდ, ქეისი.

Stanley perforatori

  • ბრენდი - STANLEY       
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი   
  • სიმძლავრე - 1600W   
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 14.3
  • კვების წყარო - 220-240V           
  • ფუნქციები - დარტყმა
  • დარტყმის ძალა - 5-25J             
  • დარტყმის სისრაფე - 900-1890min

დამატებითი კომპლექტაცია:             

  • ქეისი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • მაღალი რესურსები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • დარტყმის სისწრაფე

Dewalt - D25143K-KS ელ. პერფერატორი 900W;28mm

თქვენს წინაშეა ბეტონზე, ხესა და მეტალზე მომუშავე პერფერატორი. ინსტრუმენტი სამივე მასალაზე კარგად მუშაობს და ამავდროულად, თითოეულს საკმაოდ ღრმად ბურღავს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ რომ ყველაზე უკეთ მაინც ხეს. ინსტრუმენტს სხვა მონაცემებიც მაღალი აქვს, კერძოდ, სიმძლავრე, დარტყმის სისწრაფე და სიჩქარე. რაც შეეხება ფუნქციებს, დარტყმა, ბურღვის დროს დარტყმისა და მხოლოდ ბურღვის უნარი აქვს. თან ახლავს ქეისი და დამატებითი სახელური.

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT         
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი   
  • სიმძლავრე - 900W       
  • ელემენტი - 3.2J             
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 4.596             
  • კვების წყარო - 220-240V           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1450min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა             
  • დარტყმის სისრაფე - 0-5350min           
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:             

  • ქეისი
  • დამატებით სახელური

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • ფუნქციები
  • ბურღვის სიღრმე
  • გარანტია         

BOSCH პერფერატორი 720w SDS PLUS GBH 220

ამ პერფერატორის სიმძლავრე არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საშუალო ძალა აქვს. ამავე დონის საქმეს კარგად სწვდება და რთული სამუშაოებისთვის, სჯობს, რომ მეტად მძლავრი პერფორატორი შეიძინოთ. ინსტრუმენტი ხეზე, მეტალსა და ბეტონზე მუშაობს. სამივე მასალას გულდასმით ბურღავს, ყველაზე მეტად კი მაინც ხეს ემეგობრება.

Bosch perforatori

  • ბრენდი - BOSCH           
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი   
  • სიმძლავრე - 720W       
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 2.3 
  • კვების წყარო - 220-240V           
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა             
  • დარტყმის ძალა - 2J   
  • დარტყმის სისრაფე - 0-4800min           
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 22mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:             

  • ქეისი
  • სიღრმის მარეგულირებელი 

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • გარანტია
  • ფუნქციები

CROWN CT18180 BMC - ელექტრო პნევმატური დრელი 650W;1,7J

იმ პერფერატორსაც მივადექით, სახლში რომ უნდა გქონდეთ, რადგან როდის დაგჭირდებათ, არავინ იცის. მაღალი სიმძლავრე აქვსო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით, რომ სახლის წვრილმანი საქმეებისთვის არაჩვეულებრივია. კედელს სრული სიზუსტით ბურღავს და საქმესაც არასდროს თაკილობს. მოკლედ, ხელსაწყოს სახით, გვერდით მარჯვენა ხელი გეყოლებათ. რთულ მომენტებში კი სულ შეგიძლიათ მისი იმედი გქონდეთ. პერფერატორი მართლაც რომ საუკეთესო დამხმარეა.

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN         
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი   
  • სიმძლავრე - 650W       
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 5.3 
  • კვების წყარო - 220-240V           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1800min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა             
  • დარტყმის ძალა - 1.7J
  • დარტყმის სისრაფე - 0-5800min

დამატებითი კომპლექტაცია:             

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • საცვლელი პირები
  • ქანჩი
  • მტვრის შესაგროვებელი

უპირატესობები:

  • გამძლე მასალა
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია             

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება