სამშენებლო, სარემონტო თუ ყოველდღიური საქმიანობის დროსაც კი შეიძლება დრელი დაგჭირდეთ. ამის ალბათობა კი ძალიან დიდია, რადგან არაფერია უფრო მრავალფუნქციური და უნივერსალური ინდუსტრიული ინსტრუმენტი, ვიდრე დრელი / პერფერატორი. კედელში ნახვრეტის გაკეთებისას ან ავეჯის შეკეთებისას დრელის გარეშე უძლურები იქნებით. ასევე თუ სარემონტო სამუშაოებისას კედლის ან მისი ნაწილის დანგრევაა საჭირო პერფორატორი ცალსახად საჭიროა.

რა დამატებითი სარგებელი აქვს პერფერატორს?

  • პერფერატორი, იგივე პნევმატური დრელი, არის მძლავრი და სამუშაოს სწრაფად ასრულებს. როცა ბეტონის ან ქვის გახვრეტა გსურთ ჩვეულებრივი პნევმატური დრელი გაცილებით შედეგიანია, ვიდრე უბრალო დრელი. პნევმატური დრელით თითქმის ყველაფრის გახვრეტა შეგიძლიათ.
  • პნევმატური დრელი რემონტისას გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ პერფერატორი ხმაურიანი იარაღია, მაინც საუკეთესოა ქვასთან მუშაობისას. ის შეუფერხებლად მუშაობს ბეტონზეც და აუცილებელი იარაღია. ამ მასალებთან მუშაობისას ბევრად ნაკლებად ხურდება სვერლო, ვიდრე ჩვეულებრივ დრელს.

ტოპ ბრენდები

დევალტი

კომპანია დევალტი შეიქმნა 1924 წელს ლეოლაში, პენსიში. თავიდან დევალტი აწარმოებდა ხეზე სამუშაო, სადურგლო ელექტრო უნივერსალურ ინსტრუმენტებს. კომპანია დაახლოებით 100 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ბრენდად ინდუსტრიული ინსტრუმენტების ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხით და სიცოცხლის ხანგრძლივობით. სხვა უამრავ ინსტრუმენტთან ერთად აწარმოებს დრელებს და პერფერატორსაც. დევალტის პროდუქცია უმაღლესი ხარისხის არის.

ქრაუნი

ქრაუნი ამერიკული ბრენდია და დაარსდა 1945 წელს ოჰაიოში, ოჰაიოს შტატში. ქრაუნმა მოღვაწეობა დაიწყო ქვანახშირის დაწვის ღუმელებით და განვითარდა ისე, რომ 2019 წელს ჰქონდა 4 მილიარდამდე შემოსავალი და ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო კომპანიად ითვლება ამერიკაში. ქრაუნის პროდუქცია, რომელშიც დრელი და პნევმატური დრელიც მოიაზრება, მაღალხარისხიანია.

თოლსენი

თოლსენი ორიენტირებულია ინსტრუმენტების პროფესიონალებისთვის შექმნაზე. შეიძლება ზედა ორ ამერიკულ გიგანტს ხარისხით და წარმოების ტექნიკით ვერ შეედაროს, თუმცა საკმარისად გამძლე და ეფექტურია. თოლსენის პროდუქციას ძირითადად მოყვარულები ყიდულობენ, თუმცა არც პროფესიონალები ამბობენ თოლესნის ძალის გამოცდაზე უარს.

ძირითადი მახასიათებლები

სიმძლავრე

რაც უფრო მეტია დრელის / პერფერატორის სიმძლავრე მით უფრო სწრაფად შეძლებთ სამუშაოს დასრულებას. სიმძლავრეს ინსტრუმენტის ძრავა განსაზღვრავს. მაღალ ამპერიანი ძრავი დიდ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. პერფერატორის შემთხვევაში სიმძლავრის ორი კრიტერიუმია: ბრუნვის სიმძლავრე და დარტყმის სიმძლავრე. დარტყმის სიმძლავრე ჯოულებში გამოითვლება და სტანდარტული პნევმატური დრელი 2-5 ჯოულამდეა.

ორი სახელური

პერფერატორი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების გარკვეულ მახასიათებლებს თქვენს დასაცავად. შესაბამისად, პერფერატორების უმეტესობა ორ სახელურიანია - მუშაობისას მეტი კონცენტრაციასა და მობილიზებისთვის. დამხმარე სახელური უზრუნველყოფს სტაბილურობას მუშაობის დროს და ინსტრუმენტს უფრო კომფორტულს ხდის.

რეგულირებადი სიჩქარე

თუ მეტი კონტროლი და სიზუსტე გსურთ, აირჩიეთ ჩაქუჩის საბურღი ცვლადი სიჩქარით. რაც უფრო მეტ სიჩქარის პარამეტრებთან გექნებათ წვდომა, მით უფრო მეტ ამოცანის შესრულებას შეძლებთ მრავალფუნქციური პერფორატორით.

წონა

ზოგიერთი დრელი / პნევმატური დრელი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვები. მცირე, კომპაქტური პნევმატური დრელით უფრო ადვილია მანევრირება, ვიდრე დიდით და მძიმით. წლების განმავლობაში, პერფორატორი წონით პატარაბდებოდა და მარტივდებოდა სამუშაო პროცესიც. თუ თქვენ მუშაობთ ისეთ სივრცეში, რომელშიც გადაადგილება რთულია, შეიძლება უფრო მცირე და კომპაქტური დრელი დაგჭირდეთ. ასე რომ, ეს ყოველივე შეძენისას გაითვალისწინეთ.

აქსესუარები

ინსტრუმენტებს მოჰყვებათ სხვადასხვა აქსესუარები, რომელიც მუშაობის პროცესს უფრო ზუსტს და მარტივს ხდის. მაგ: სიღრმის საზომი დაგეხმარებათ ხვრელის გარკვეულ სიღრმეში. ყველა ეს დამატებითი საშუალება აადვილებს თქვენი ბურღის გამოყენებას და შენარჩუნებას.

HOLST.GE

თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ბურღი შეიძინოთ, მაშინ ჰოლსტს უნდა ეწვიოთ. Holst.ge-ზე დიდი არჩევანია პროფესიონალური თუ არაპროფესიონალური ინსტრუმენტების. როგორც ჩვენი პროდუქციის და მათი მწარმოებლების ისტორიიდან ჩანს, ჩვენ ხარისხიანი პროდუქციის იმპორტიორები ვართ საქართველოში. Holst.ge-ზე პერფერატორის შეძენა ახლავე შეგიძლიათ და კურიერი მას სახლში მოგიტანთ - საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. ამასთან მოტანა უფასოა.

CROWN CT18101-ელ. პნევმატური დრელი 1100W

Crown perforatori

  • ბრენდი CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი           
  • სიმძლავრე 1100W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.5       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-850min       
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS       
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/დარტყმა/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა 4J         
  • დარტყმის სისრაფე 0-4200min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 26mm/40mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

საჭრისები

ქრაუნის პერფერატორი 1100 ვატი სიმძლავრით და 4 ჯოული დარტყმით მძლავრი იარაღია. მაღალხარისხიანია და დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. დამატებით კომპლექტაციაში თითქმის ყველა საჭირო დეტალი შედის, რაც მის შეძენას ერთობ მომგებიანს ხდის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • აქსესუარები

TOLSEN TOL1304-79513 ელექტრო პნევმატური დრელი 1500W 32MM

Tolsen perforatori

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 1500W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 8
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-850min
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS
  • ფუნქციები დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის ძალა 5.5J
  • დარტყმის სისრაფე 0-4150min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 32mm/42mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • 5 საცვლელი პირი

თოლსენის  1500 ვატიანი და 5,5 ჯოულის სიმძლავრის პერფერატორით კიდევ უფრო სწრაფად მოილევთ ინდუსტრიულ სამუშაოებს.  8 კილოგრამს იწონის, რაც არც ისე კომფორტულია, თუმცა თუ თქვენთვის მთავარი სიმძლავრე და სწრაფად და ხარისხიანად მორჩენილი სამუშაოა - თოლსენის ეს ბურღი შეიძინეთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

CROWN CT18108 BMC-ელექტრო პნევმატური დრელი 800W

crown CT18108 perferatori

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 800W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.8
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1200min
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/დარტყმა/ბურღვა
  • დარტყმის ძალა 3.4J
  • დარტყმის სისრაფე 0-5100min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 26mm/40mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • საჭრისები

კომპაქტური, მსუბუქი და მანევრირებადი ბურღი თუ გინდათ, ქრაუნის ამ მოდელს შემოგთავაზებთ.  800 ვატი და 3,4 ჯოული საკმარისია მცირე და საშუალო სიდიდის საქმიანობებისთვის. კომპლექტაციაც მშვენიერი აქვს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპატურობა
  • კომპლექტაცია

CROWN CT18055-ელ. პნევმატური დრელი 1050W SDS MAX

crown pnevmaturi dreli

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 1050W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.2
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-550min
  • ვაზნის დიამეტრი SDS MAX
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/დარტყმა
  • დარტყმის ძალა 10J
  • დარტყმის სისრაფე 0-3000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 38mm/22mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • საჭრისები      

ქრაუნის ეს პერფერატორი ძირითადად სანგრევი სამუშაოებისთვის გამოგადგებათ. 10 ჯოული დარტყმა მყარ საგნებს მარტივად გაუმკლავდება. წონით 3,2 კილოგრამია და შეიძლება ითქვას რომ კომპაქტურია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დარტყმის სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

Dewalt D25133K-QS ელ. პნევმატური დრელი 26mm

Dewalt perforatori

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 800W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.44
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1500min
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS
  • ფუნქციები დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის ძალა 2.9J
  • დარტყმის სისრაფე 0-5500min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 26mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

D25133K  საუკეთესო მწარმოებლის, დევალტის კომპაქტური, გამძლე და ხარისხიანი პერფერატორია. მართალია ძრავა 800 ვატზე მუშაობს და არ მოიაზრება მძლავრ ინსტრუმენტად, თუმცა მცირე და საშუალო სიდიდის სამუშაოებისთვის საუკეთესოა. აქვს დამატებითი სახელური და მოყვება სიღრმის მარეგულირებელი.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • კომპლექტაცია

CROWN CT18024-ელექტრო პნევმატური დრელი 1700W

crown eleqtro pnevmaturi dreli

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 1700W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 15.3
  • კვების წყარო 220-240V
  • ვაზნის დიამეტრი HEX-30
  • ფუნქციები დარტყმა
  • დარტყმის ძალა 45J
  • დარტყმის სისრაფე 0-1300min

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • საჭრისები

ბოლო ორ პროდუქტად მხოლოდ დარტყმის ფუნქციის მქონე პერფერატორებს წარმოგიდგენთ. ესენი ძირითადად ვერტიკალური სამუშაოების დროს გამოგადგებათ, რადგან საკმაოდ მასიურია. პერფერატორები მაღალი ჯოული დარტყმით მასიურებიც უნდა იყვნენ, რადგან დარტყმისას უკუგდებას დიდი სიმძლავრე არ ჰქონდეს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • დარტყმის ძალა
  • კომპლექტაცია

CROWN CT18095-ელ. პნევმატური დრელი 1500W

crown eleqtro pnevmaturi dreli

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 1500W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 19
  • კვების წყარო 220-240V
  • ვაზნის დიამეტრი HEX-30
  • ფუნქციები დარტყმა
  • დარტყმის ძალა 50J
  • დარტყმის სისრაფე 0-1400min
  • დამატებითი კომპლექტაცია ქეისი

ბოლოს ქრაუნის პერფერატორი - 50 ჯოული დარტყმით განვიხილოთ, რომელიც დიდი პროექტებისთვის, მათ შორის გზებზე სამუშაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. მიუხედავად მისი წონისა, ჰოლსტზე შეძენის შემთხვევაში კურიერი მას უფასოდ მოგიტანთ. არა მარტო ამ მოდელს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს. ასე რომ, დიდხანს ბჭობა არ ღირს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დარტყმის ძალა
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება