პერფორატორი თუ დრელი ჩაქუჩის ფუნქციით, რომელი გჭირდებათ? |
პერფორატორი თუ დრელი ჩაქუჩის ფუნქციით, რომელი გჭირდებათ? |
ბეტონთან ან ქვასთან მომუშავე ყველა ადამიანი იცნობს პერფორატორს. ის კონსტრუქციების დასანგრევად გამოიყენება. თუმცა, პერფორატორის უმეტესობას გააჩნია ბრუნვის ფუნქცია, რითაც კიდევ უფრო ფუნქციური ხდება.
რით განსხვავდება პერფორატორი ჩაქუჩის ფუნქციის მქონე დრელისგან?
როგორც წესი, პერფერატორის მთავარი ფუნქცია ნგრევაა. შესაბამისად, მოწყობილობა მეტი ჯოული დარტყმის სიმძლავრით არის კონცენტრირებული. განსხვავებით, ჩაქუჩის ფუნქციის მქონე დრელისაგან, რომლისთვისაც დარტყმის ფუნქცია დამატებითი შესაძლებლობაა. დრელი გამოიყენება მასალის გასახვრეტად. დარტყმის ფუნქცია კი მისი დამატებითი მახასიათებელია, რომელიც ბეტონის და ქვის გახვრეტას აადვილებს.
პერფერატორი საკმაოდ მოთხოვნადი ინსტრუმენტია ბაზარზე. შესაბამისად, უამრავი ბრენდის პერფერატორი შეგხვდებათ. იმისათვის, რომ პერფერატორი მარტივად შეუსაბამოთ თქვენს მოთხოვნებს, უნდა იცნობდეთ ბრენდებს, მათ მოტივებს, წარმოების კულტურასა და სხვ. მოდი განვიხილოთ პერფერატორის ბრენდები, რომელსაც ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ.
Tolsen
ეს ბრენდი ძალიან პოპულარულია Holst.ge-ზე. ამ კომპანიის ბრენდირებით შეგხვდებათ არა მხოლოდ პერფერატორი, არამედ სხვა უამრავი ინდუსტრიული ხელსაწყო. როგორც წესი, თითოეულ ბრენდს გააჩნია სხვადასხვა ხარისხის პერფერატორი, სხვადასხვა ინტერესების მქონე მომხმარებლისთვის. თუმცა, ძირითადად Tolsen-ის პერფერატორი საშუალოზე მაღალი ხარისხისაა და აღნიშნულს აბალანსებს დაბალი ფასით. Tolsen-ის პერფორატორი მოყვერულებზე და დამწყებებზე უფროა გათვლილი, ან ნაკლები სამუშაო დატვირთვისთვის, თუმცა სულაც არ გამორიცხავს მისით პროფესიონალების დაინტერესებას.
Crown
შვეიცარიული ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული და შედეგიც შესაბამისი აქვს. Crown მაღალი ხარისხის ნაწარმი ხელმისაწვდომ ფასად გვხვდება ბაზარზე, რითაც მომხმარებლების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ბრენდად იქცა. Crown-ის წარმოებულ უამრავ ინდუსტრიულ ხელსაწყოებიდან ერთ-ერთია პერფერატორი, რომელიც ყოველთვის ამართლებს მოლოდინს.
DeWalt
ამ კომპანიის მიერ წარმოებული ხელსაწყოები პრემიუმ ხარისხისაა და ძირითადად პროფესიონალები ან ენთუზიაზმით სავსე დამწყებები ინტერესდებიან. DeWalt-ის პერფერატორი, მიუხედავად დიდი დატვირთვისა ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ და ამას უმაღლეს დონეზე შეასრულებს.
დამატებითი კომპლექტაცია:
Tolsen-ის პერფერატორი სულ რაღაც 11,5 კილოგრამს იწონის მიუხედავად მისი 5J დარტყმის ძალისა. შესაბამისად, არ გაგიჭირდებათ მისით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მუშაობა. პერფერატორი 1000W სიმძლავრისაა და რითაც ხარისხიან მუშაობას გპირდებათ. ამასთან, პერფერატორი აღჭურვილია დამატებითი კომპლექტაციით, რომელიც ფასს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Holst.ge დიდ რეკომენდაციას უწევს Tolsen-ის პერფერატორს, ვინაიდან ხშირია ამ ბრენდით მოხიბლული მომხმარებლების დადებითი უკუკავშირი.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Crown-ის პერფერატორი მაღალი ხარისხის ქვეშ 850w სიმძლავრეს აერთიანებს, რომელიც 4,2j დარტყმის ძალას იძლევა და საკმარისია პატარა კონსტრუქციების და კედლის ნაწილების დასანგრევად. ეს პერფერატორი სულ რაღაც 4,9 კილოგრამს იწონის და არ დაგღლით ნებისმიერი პოზიციით მუშაობისას. დამატებით კომპლექტაციაში მოჰყვება ქეისი - მარტივად გადასატანად, დამატებითი სახელური - კომფორტულად და ხარისხიანად მუშაობისთვის, სიღრმის მარეგულირებელი - ზუსტი მუშაობისთვის და საჭრისები - სხვადასხვა ზედაპირისთვის.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
ამჯერად DeWalt-ის პერფერატორს შემოგთავაზებთ ელემენტზე, რომელიც ელემენტის თანამედროვე ტექნოლოგიით მარტივად იღებს 2,8 ჯოულ დარტყმას და ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობაა პატარა და საშუალო სირთულის დავალებებისთვის. ამასთან, გააჩნია სიცოცხლის ძალიან დიდი ხანგრძლივობა.
უპირატესობები: