ფუნქციები, რომელიც პერფორატორს საუკეთესო არჩევანად აქცევს |
ფუნქციები, რომელიც პერფორატორს საუკეთესო არჩევანად აქცევს |
როდესაც საქმე ეხება მყარი, დაძველებული ბეტონის ან კედლების დანგრევას, ყველა მომხმარებელი იბნევა პერფორატორის არჩევანის მრავალფეროვნების გამო. მსუბუქი, ხელის, დარტყმის ფუნქციის მქონე დრელიდან დაწყებული, მოცულობითი პერფერატორით დამთავრებული, ძალიან დიდი კონკურენციაა ბაზარზე და თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქციები გააჩნია. პერფერატორი ცნობილია თავისი სიმარტივით, მრავალფეროვნებით და დარტყმის სიმძლავრით. შესაბამისად, როცა დიდი კონსტრუქციის დანგრევა გსურთ თქვენი სათავსოდან პერფერატორი უნდა გადმოიღოთ.
ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი ხართ თუ მოყვარული, თქვენ გჭირდებათ მაღალი ხარისხის პერფორატორი შესაბამისი ამოცანების შესასრულებლად. ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ საბაზისო ინფორმაციას რომელიც უნდა გაითვალისწინოთ პერფერატორის შეძენისას.
პერფერატორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც პნევმატურ ჩაქუჩს ან ელექტრო ჩაქუჩს. თუმცა, ეს მხოლოდ პერფერატორის ტიპებია. თქვენ შესაძლოა იცოდეთ ერთი რომელიმე ტიპის შესახებ და ყველა დანარჩენს მასთან აიგივებდეთ. კლასიკური პერფერატორი 30 კილოგრამზე მეტს იწონის და გამოიყენება შიდა სამუშაოებში და კედლის დასანგრევად.
უმეტესობა, თუ ყველა არა, პნევმატური ჩაქუჩები იყენებენ დასატრიალებელ მექანიზმს ცილინდრში წნევის მართვისთვის. ღილაკზე თითის დაჭერისთანავე ჰაერი კომპრესორიდან პნევმატურ ჩაქუჩში გადადის სარქველის მეშვეობით. ჰაერის წნევა აიძულებს მოძრავ პირს სივრციდან გავიდეს მძლავრად. ასე მუშაობს პნევმატური ჩაქუჩი. თუმცა, ელექტრო პერფერატორის მექანიზმი განსხვავებულია. ელექტროძრავის ბრუნვას კამერები გარდაქმნიან საპასუხო, წინ-უკან მოძრაობაში.
ხმაურის დონე
ყურების უსაფრთხოებისთვის უმჯობესია თქვენი შეძენილი პერფერატორი შედარებით დაბალ ხმას გამოსცემდეს
ვიბრაციის კონტროლი
ელექტროძრავა იწვევს ინტენსიურ ვიბრაციას, რაც უხერხულობასთან ერთად, იშვიათად, მაგრამ მაინც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ამიტომაც, უმჯობესია თქვენი პერფერატორი აღჭურვილი იყოს ვიბრაციის შემამცირებელი სახელურებით
სიმძლავრის კონტროლი
სიმძლავრის კონტროლის მექანიზმი ნამდვილად არის ის მახასიათებელი, რაც პერფერატორის მახასიათებლებში უნდა ეძებოთ.
ცვლადი სიჩქარის კონტროლი და რბილი დაწყება
ეს მახასიათებლები საშუალებას მოგცემთ ნაზად დაიწყოთ მუშაობა და გქონდეთ მაქსიმალური კონტროლი იარაღზე. აღნიშნული თვისებები განსაკუთრებით გამოგადგებათ მილებთან ახლოს მუშაობისას.
ჩაკეტვის ღილაკის კონტროლი
ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ძლიერად დაიჭიროთ ინსტრუმენტი დაღლის გარეშე.
კაბელის სიგრძე
ეს დამატებითი კომფორტია. გრძელი კაბელის შემთხვევაში არ დაგჭირდებათ დამაგრძელებელის გამოყენება.
დამატებითი კომპლექტაცია:
Tolsen-ის პერფერატორი მძლავრი მოდელია. 5,5 ჯოული დარტყმით გაუმკლავდება ძალიან მყარ კონსტრუქციებს. ამ სიმძლავრის გათვალისწინებით 8 კილოგრამი არაფერია. ეს პერფერატორი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Crown-ის მაღალხარისხიანი პერფერატორი დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. მისი გამძლეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Holst.ge-ზე. წინა მოდელთან შედარებით 1 ჯოულით ნაკლები სიმძლავრის დარტყმას გამოიმუშავებს, თუმცა სურ რაღაც ხუთ კილოგრამს იწონის.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Stanley-ის პროდუქცია ახალია ჩვენ ონლაინ მაღაზიაში. აღნიშნული ჩვენი მომხმარებლების რჩევის შედეგია, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე და ხშირად გამოუყენებიათ ამ ბრენდის პერფერატორი.
უპირატესობები: