პერფორატორი, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს

საბურღი ინსტრუმენტები აუცილებელია მათთვის ვინც გატაცებულია ხელობით, მუშაობს სამშენებლო პროექტებზე და მათთვისაც, ვინც სახლის საქმიანობები გამოსდის. ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც პერფორატორია, საშუალებას მოგცემთ მარტივად და ეფექტურად გაბურღოთ სხვადასხვა მასალა.

Black and Decker პერფერატორი

Tolsen პერფორატორი

Crown პერფორატორი

Stanley პერფერატორი

DeWalt პერფორატორი

პერფერატორის ძირითადი კომპონენტების გაგება და მათი ფუნქცია საშუალებას მოგცემთ ინსტრუმენტი უკეთ გამოიყენოთ.

პერფერატორის ცხვირი

  • პერფერატორს გააჩნია მექანიზმი გასაღებით ან მის გარეშე, რომელსაც უჭირავს საბურღი, იგივე სვერლო.
  • გასაღები გამოიყენება პერფერატორის ცხვირის გასაღებად ან დახურვისათვის. დახურულ მდგომარეობაში საბურღი ვიბრაციისადმი მდგრადია.
  • პერფერატორი გასაღების გარეშე უფრო პრაქტიკულია და საშუალებას იძლევა მალე შეცვალოთ საბურღი პირები.

სიჩქარის გადამრთველი

  • სიჩქარის მარეგულირებელი ნიშნავს იმას, რომ თქვენ გექნებათ საშუალება აარჩიოთ დაბალი ან მაღალი სიჩქარე პერფერატორით ბურღვისას
  • პერფორატორით ხეზე მუშაობისას გამოიყენეთ მაღალი სიჩქარე. ქვის ან ლითონის ბურღვისას კი დაბალი სიჩქარე. ეს მარტივი ფიზიკაა. მაღალი სიმტკიცის მასალის გაბურღვას მეტი სიმძლავრე სჭირდება. რაც მაღალია სიჩქარე, ნაკლებია სიმძლავრე.
  • მეტი სიზუსტისთვის აირჩიეთ დაბალი სიჩქარით ბურღვა, რათა თავიდან აიცილოთ მასალის დაზიანება, შემთხვევით არ გაბურღოთ არასაჭირო ადგილას, ან ზედმეტად ღრმად.

წინ და რევერს ფუნქცია

ეს გადამრთველი განსაზღვრავს მოძრაობას საათის ისრის მიმართულებით, ან საათის ისრის საწინააღმდეგოდ. რევერს ფუნქცია აუცილებელია პერფორატორისათვის, ვინაიდან მარტივად შეძლოთ ხვრელიდან საბურღის გამოძრობა.

პერფერატორი ჩვეულებრივი დრელისგან დარტყმის ფუნქციით განსხვავდება. სწორედ, დარტყმის ფუნქცია მატებს პერფერატორს შესაძლებლობას, რომ მარტივად გაბურღოს ქვა ან ბეტონი. დარტყმის ფუნქცია ამოძრავებს პერფერატორის საბურღს წინ და უკან, რაც ბრუნვისას გაზრდილი სიმძლავრით უტევს გასაბურღ მასალას და შედეგად, მარტივად და სწრაფად ვიღებთ სასურველ შედეგს. შესაბამისი პირის დაყენების შემთხვევაში, პერფერატორი, რომელსაც მხოლოდ დარტყმის ფუნქცია გააჩნია (ამაში იგულისხმება ბურღის ბრუნვის გარეშე დარტყმა), შეგიძლიათ კონსტრუქციების დასაშლელად, კედლის დასანგრევად და ხის ზედაპირის მოსაშორებლად გამოიყენოთ.

ვის სჭირდება პერფერატორი?

პერფერატორის თითქმის ყველა ადამიანს სჭირდება ამა თუ იმ საქმიანობისთვის. თუმცა, უმეტესად ისე იშვიათად, რომ მეზობელს ან შესაბამის სერვისს მიმართავენ ხოლმე. ხოლო მათ, ვინც მშენებლობის ინდუსტრიაშია ჩართული, პერფორატორი საბაზისო იარაღია.

სად უნდა შეიძინოთ პერფერატორი საქართველოში?

საქართველოში არსებული ყველა პერფერატორი იმპორტირებული პროდუქტია, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი ინსტრუმენტების საწარმოები. იმისათვის, რომ დიდი არჩევანის წინაშე არ დაიბნეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ ბრენდები და მათი მახასიათებლები. ის, თუ რა ხარისხის პროდუქციას აწარმოებს ესა თუ ის ბრენდი, რამდენად დიდხანს გაგიძლებთ რომელიმე ბრენდის პერფერატორი და ა.შ. ამ საკითხში ცოდნის გასაღრმავებლად, განვიხილეთ ბრენდები, რომელთა პერფერატორს Holst.ge-ზე შეხვდებით და შესაძლებლობა გაქვთ მყისიერად შეიძინოთ.

Black and Decker

ეს ბრენდი პროდუქციას ძირითადად საშუალო და დაბალშემოსავლიან ადამიანებზე თვლის. თუმცა, ხშირად აქვს კონკრეტული მოდელები, რომლებიც მაღალპროფესიონალურია და შესაბამისი ფასიც აქვთ დატანილი ეტიკეტზე. რაც არ უნდა იყოს, Black and Decker უკვე საუკუნეა რაც ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ კომპანიაზე უკეთ ალბათ არავინ იცის ინდუსტრიული ხელსაწყოების წარმოება.

Tolsen

Tolsen არის ბრენდი, რომელიც საშუალო თვითღირებულების პროდუქციას აწარმოებს, რომ მისი პროდუქტი, მათ შორის პერფორატორი, ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისათვის. შესაბამისად, ამ ბრენდის ქვეშ არსებული პერფორატორი უმაღლესი ხარისხით არ იწონებს თავს, თუმცა მისი ფასი და ფასზე მაღალი ხარისხი საშუალებას იძლევა მარტივად მიიღოთ მისი შეძენის გადაწყვეტილება.

Crown

შვეიცარული ბრენდი მაღალი ხარისხით იწონებს თავს და ამ ნიშნით აცნობს თავს მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიუხედავად მაღალი ხარისხისა Crown-ის პერფერატორის შეძენა არც თუ ისე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საბოლოო ჯამში, Crown-ის პერფერატორი და სხვა პროდუქცია, ხშირად ხდება პროფესიონალებისა თუ არაპროფესიონალების საყვარელი ბრენდი.

Stanley

ეს კომპანია მაღალხარისხიან ინდუსტრიულ ხელსაწყოებს აწარმოებს, რომელიც დროს უძლებს. ამ ბრენდირებით შეძენილი პერფორატორი აუცილებლად დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ და შეასრულებს ანოტაციაში მითითებული სიმძლავრის და ინტენსივობის სამუშაოებს.

DeWalt

როცა ბრენდებში და მახასიათებლებში დიდად ვერ ერკვევი, უმჯობესია არჩევანი DeWalt-ზე შეაჩერო, რადგან ეს კომპანია პრემიუმ ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. DeWalt ყველა პროფესიონალი საყვარელი ბრენდია. მისი უმაღლესი ხარისხი და გამძლე კორპუსი თუ შიგთავსი მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ უმაღლესი ხარისხის შესრულებით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის პერფერატორი ჩვენ ონლაინ ჰიპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ. Holst.ge-ის გუნდი თვლის, რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება არ არის საკმარისი, თავად მიწოდებაც მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ შეიძინოთ და მიუთითოთ თქვენი ადგილსამყოფელი და ჩვენი მიწოდების სერვისი უახლოეს მომავალში მოგიტანთ შეძენილ ნივთს, იქნება ეს პერფერატორი თუ ისეთივე მასიური როგორც ჰაერის კომპრესორი ან წყლის გიგანტური პომპა.

B&D KD860KA-QS-ელ. პნევმატური დრელი 600W

black and decker perforatori

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი           
  • სიმძლავრე 600W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.9       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-960min       
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS       
  • ფუნქციები დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა 1.6J     
  • დარტყმის სისრაფე 0-5100min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 20mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • სათადარიგო პირები 

როგორც წესი, Black and Decker-ის წარმოებული პროდუქცია უმაღლესი ხარისხით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ეს პერფორატორი, შეიძლება ითქვას, გამონაკლისია. ამერიკული ბრენდის პერფერატორი ძალიან პრაქტიკული და მძლავრი იარაღია. ამასთან, ძალიან გამძლე, რომელიც ინტენსიურ სამუშაოებს მარტივად გაუმკლავდება.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800W*26MM*3.0J

tolsen perforatori

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი           
  • სიმძლავრე 800W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 5         
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1100min     
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS       
  • ფუნქციები დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა 3J         
  • დარტყმის სისრაფე 0-4000min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 26mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • 5 საცვლელი პირი    

როგორც ზემოთ, ბრენდების განხილვისას უკვე აღვნიშნეთ Tolsen-ის პერფერატორი საშუალო ხარისხის და დაბალი ფასისაა. ეს პერფერატორიც ამის ნათელი მაგალითია და მიუხედავად მისი მაღალი მონაცემებისა და დახვეწილი დიზაინისა, საკმაოდ იაფია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • დარტყმის ძალა

CROWN CT18101-ელ. პნევმატური დრელი 1100W

crown perforatori

  • ბრენდი CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი           
  • სიმძლავრე 1100W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.5       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-850min       
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS       
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/დარტყმა/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა 4J         
  • დარტყმის სისრაფე 0-4200min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 26mm/40mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • საჭრისები      

მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი Crown-ის პერფერატორი, მიუხედავად დაბალი ფასისა, საკმაოდ მაღალხარისხიანია. მისი 4 ჯოული დარტყმა თავისუფლად მოანგრევს კედლებს და კედელზე დატანილ ბეტონს. მიუხედავად ამ სიმძლავრისა, სულ რაღაც 4.5 კილოგრამს იწონის.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • მაღალი დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია

STANLEY SHR264K-RU ელექტრო პნევმატური დრელი 26mm 800W

STANLEY SHR264K-RU perforatori

  • ბრენდი STANLEY
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 800W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.58
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-4300min
  • ვაზნის დიამეტრი SDS Plus
  • ფუნქციები დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის ძალა 3.4J
  • დარტყმის სისრაფე 0-1150min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 26mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • დრელის სათადარიგო ვაზნა

Stanley-ის პერფერატორი ყოველთვის მაღალხარისხიანი და გამძლეა, ისევე როგორც ეს კონკრეტული მოდელი. მაღალი სიმძლავრე და დარტყმის მაღალი ჯოული იდეალურს ხდის მძიმე სამუშაოების შესამსუბუქებლად. ამასთან, სულ რაღაც 4,6 კილოგრამს იწონის და კომპაქტურია.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • დამატებითი კომპლექტაცია

Dewalt D25033K-QS ელ. დრელი ჩაქუჩით 22mm

dewalt perforatori

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 710W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.3
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1550min
  • მოტორი უნახშირო
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS       
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა           
  • დარტყმის ძალა 2.1J     
  • დარტყმის სისრაფე 0-5680min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 22mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

პრემიუმ ხარისხის პერფერატორი, რომელიც ყველა პროფესიონალისა თუ არაპროფესიონალის საყვარელი ინსტრუმენტია, ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის სუპერვარსკვლავია. მიუხედავად არც თუ ისე დაბალი ფასისა, კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას და ერთ-ერთი გაყიდვადია Holst.ge-ზე.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სიმძლავრე
  • პრაქტიკულობა
  • კომპაქტურობა
  • დამატებითი კომპლექტაცია.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება