პერფორატორები, რომლებიც სირთულეს სიმარტივედ გიქცევთ |
პერფორატორები, რომლებიც სირთულეს სიმარტივედ გიქცევთ |
ერთხელ მაინც მოგნდომებიათ, თქვენს წინ აღმართული კედლების ნგრევა? შეიძლება ბრაზისგან ან საჭიროებისამებრ. მეორე შემთხვევაში პერფორატორი დაგეხმარებათ. ან იქნებ თქვენი ოთახისთვის ახალი ნახატი გაქვთ და არ იცით, როგორ ჩამოკიდოთ, კედლის ზედმეტი დაზიანების გარეშე ?მისი მეშვეობით ადვილად შეძლებთ ყველანაირი ტიპის კედლის გახვრეტას. სირთულეებთნ შეჭიდებისას საუკეთესო დამხმარეა, ამიტომ, ნურაფერს შეუშინდებით. თუ ეს აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ, დროა დაივიწყოთ და ცხოვრება გაიმარტივოთ. მთავარია თქვენთვის სასურველი ბრენდი და მოდელი სწორად შეარჩიოთ, ამაში კი ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ.
პერფორატორების კუთხით, საიტზე საკმაოდ დიდი არჩევანი იხილავთ. აქ შეგიძლიათ ნახოთ, განსხვავებული ფუნქციის, ბრუნვის სიჩქარის, კვების წყაროსა და სიმძლავრის პერფერატორი. განსხვავებების მიუხედავად, ხარისხი და გამძლეობა, თითოეული მათგანის საერთო თვისებაა. კონკურენციის პირობებეში ხარისხის გაუმჯობესებას, ყველა მაქსიმალურად ცდილობს. Dewalt, Stanley, Crown და Tolsen - წამყვანი ბრენდები, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებენ.
Dewalt- ის ბრენდს თქვენთვის განსაკუთრებული შემოთავაზება აქვს. ის 22mm- იან პერფორატორს, ერთწლიანი გარანტიით, ხელსაყრელ ფასად გთავაზობთ. კომპლექტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი შედის. შეუძლია ხის, მეტალისა და ბეტონის ბურღვა. გამოირჩევა ფუნქციებით კერძოდ, სიმძლავრით, უნახშირო მოტორის ტიპითა და ბრუნვის სიჩქარით. ამ მონაცემებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ფუნქციებიდან გამომდინარე, მარტივად აღწევს ნებისმიერ კედელში და მას უპრობლემოდ ბურღავს. მისი შეძენა უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ და ნებისმიერ საქმეს მარტივად დაგაძლევინებთ.
უპირატესობები:
Stanley – ის ბრენდი მძლავრ და ხარისხიან პროდუქტს ქმნის. მათ შორის, გამონაკლისი არც პერფორატორია. დარტყმის სისწრაფე, სიმძლავრე და ფუნქციები, სასურველ შედეგს დებს. ამ პერფერატორის შეძენის შემთხვევაში კომპლექტაციაში ქეისს, დამატებით სახელურსა და სიღრმის მარეგულირებელს მიიღებთ. ამ ყველაფერთან ერთად, სახლში დიდი ბრუნვის სიჩქარისა და კვების წყაროს მქონე ძლიერი პერფორატორი გექნებათ. შეუძლია ბეტონის, ხისა და მეტალის ბურღვაა. მისი დახვეწილი დიზაინიდან გამომდინარე, კომფორტული და მარტივად მოხმარებადია. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ გაშინებთ რთულ საქმეებთან შეჭიდება, მაშინ Stanley- ის პერფერატორის შეძენის და პრობლემების დავიწყების დროა.
უპირატესობები:
Crown იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც წამყვან პოზიციებს დამსახურებულად იკავებენ. ამას ხელსაწყოების ხარისხი, გამძლეობა, ხელმისაწვდომი ფასი და მრავალფუნქციურობა განაპირობებს. Crown- ს ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც გამართულად მუშაობაში ხელს შეგიწყობთ. ქარხნული პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, ერთწლიანი გარანტია ყველაფერს მარტივად მოგიგვარებთ. წინა ორი მოდელისგან განსხვავებით, Crown- ის პერფერატორს ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და საჭრისები მოყვება.
უპირატესობები:
Tolsen - ყველასთვის ცნობილი და გამორჩეული კიდევ ერთი ბრენდი, რომელსაც პერფერატორების ხარისხიანი არჩევანი აქვს. ძლიერი კონკურენციის პირობებშიც კი ინარჩუნებს მის პოზიციას,ჩამონათვალის სათავეში. როგორც დანარჩენებს, მასაც ჩვეულებრივ, კომპლექტაცია მოყვება: ქეისით, ორი საცვლელი პირითა და ქანჩით. ასევე, აქვს ძლიერი დარტყმის ძალა, ბრუნვის სიჩქარე და კვების წყარო. ხელსაყრელი ფასი, კარგი შანსია მის შესაძენად. მუშაობის დროს გამოყენება მარტივია და თქვენგან დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს.
უპირატესობები:
სასურველი მოდელის შერჩევისას ყურადღებით გადაიკითხეთ ჩამოთვლილი მახასიათებლები და ერთმანეთს შეადარეთ. განსხვავებულია ბრენდები, კომპლექტაცია, ფუნქციები, ბრუნვის სიჩქარე, სიმძლავრე, კვების წყარო და დარტყმის ძალა. ყველა მათგანს აქვს ერთ წლიანი გარანტია, რაც მნიშვნელოვანია მსგავსი პროდუქტის შეძენისას. წარმოდგენილი ოთხივე მოდელი ხეზე, მეტალსა და ბეტონზე თავისუფლად მუშაობს. ეს კიდევ ერთი უპირატესობაა. ამ პერფერატორებს ისეთ რთულად მისადგომ მასალასთან მუშაობაც თავისუფლად შეუძლია, როგორიცაა ბეტონი და პარალელურად, შედარებით რბილ ხის მასალასაც ჩეული ჟინით უმკლავდება. განსხვავებული დიზაინებიც არჩევნის საშუალებას იძლევა. შეარჩიეთ თქვენთვის კომფორტული მოდელი და მიიღეთ სახლიდან გაუსვლელად Holst.ge - დან.
თქვენს მიერ შესრულებული ნებისმიერი სამუშაოს დროს უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ფაქტორია. კედლის ბურღვისას ერთმა პატარა ასხლეტილმა ნაწილმაც, შეიძლება დაგაზიანოთ. ამიტომ, დაზღვევის მიზნით სასურველია თუ სპეციალურ სამუშაო სათვალეს გამოიყენებთ.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ კონკრეტული ნივთის ყიდვისას, მისთვის საჭირო დამატებითი მოწყობილობების შეძენა ცალკე გიწევთ. რა თქმა უნდა, ამ დროს ბევრად მეტს იხდით, ამავდროულად, კი ცალ-ცალკე ეძებთ. ასე რომ არ იყოს, ჩამოთვლილ პერფერატორებს უხვად დატვირთული კომპლექტაცია მოყვება. მასში შეიძელბა შედოდეს: ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი, საჭრისები, ორი საცვლელი პირი და ქანჩი. სხვადასხვა პერფორატორს, საჭიროებისამებრ, განსხვავებული კომპლექტი აქვს. Hoslt.ge -ზე ყიდვას კი მრავალ სხვასთან ერთად, ეს უპირატესობაც გააჩნია: ყველა საჭირო ნივთი მოყვება და ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, საიტიდან გამოწერის მეშვეობით მარტივად ხორციელდება.
კედლის ან სხვა რამის ბურღვა შრომატევადი პროცესია. განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სიძლიერეს მოითხოვს. ერთი არასწორი ნაბიჯით მთელი საქმის არევაა შესაძლებელი. თუ სამუშაოდ სხვა ხელსაწყოებს გამოიყენებთ, ამან შესაძლოა მთლიანი კედლის ჩამონგრევა გამოიწვიოს. გამოწვეული მძიმე შედეგი კი თვალსაჩინოა. ამ ყველაფერს პერფორატორი თავიდან აგაცილებთ. მისი სწორი გამოყენება ყველა რისკს ამცირებს. შესაბამისად, სამუშაოდ მაქსიმალურ კომფორტს გიქმნით, თქვენც ნაკლებად იღლებით, იკლებს საფრთხეებიც და თავს მეტად დაცულად გრძნობთ. მსგავს სამუშაო პროცესში კი, როგორც უკვე ვახსენეთ, უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ამიტომ, სამუშაო ხელსაწყოების ნუსხას პერფორატორიც დაამატეთ.