პერფორატორი - დაანგრიეთ, რომ ააშენოთ

მარტივად თუ ვიტყვით, პერფორატორი - ეს არის სარემონტო-სამშენებლო ელექტრო ინსტრუმენტი, რომელიც კონსტრუქციების დასანგრევად, სხვადასხვა ზედაპირის დასამუშავებლად, გასახვრეტად, ხვრელების გასაფართოებლად, რაც დამრტყმელი მექანიზმის ხარჯზე მიიღწევა.

რთულად თუ ვიტყვით...

პრინციპში, იმავეს გამეორება გამოვა...

რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, პერფერატორი - ეს არის სარემონტო-სამშენებლო ელექტრო ინსტრუმენტი, რომლისთვისაც არანაირი სირთულე არ არსებობს - თქვენ ის გადაწყვიტეთ, რა სამუშაოები გჭირდებათ, დანარჩენი უკვე ამ ხელსაწყოს მიანდეთ.

პერფორატორის მუშაობის პრინციპი და შესაძლებლობები

როგორ მუშაობს, რისგან არის დამზადებული და ხომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა იყო პერფორატორის შეძენა?

პასუხი ასეთია: პერფორატორი არის ინსტრუმენტი ელექტრო ძრავითა და პნევმატიკური დამრტყმელი მექანიზმით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელსაწყო ნამდვილად უნივერსალურია, ვინაიდან შეუძლია, ისეთი ინსტრუმენტები შეცვალოს, როგორიცაა თუნდაც ბურღი, ან ვთქვათ, მცირე ზომის პნევმატიკური სანგრევი ჩაქუჩი.

კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, პერფორატორი შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენება:

  • ზედაპირის გასასუფთავებლად ძველი კაფელისგან, ცემენტის ფენისგან, ბათქაშისგან;
  • ელექტროსადენების გაყვანის მიზნით კედლებზე ღარების დატანისთვის;
  • ბეტონში, აგურის კედელში, ხელოვნურ და ნატურალურ ქვებში სხვადასხვა დიამეტრის მქონე გამჭოლი ხვრელების დატანისთვის;
  • ფიქსირებული კონსტრუქციული ელემენტების გახვრეტისთვის.

როგორ უნდა გამოიყენოთ პერფორატორი სხვადასხვა მასალასთან მუშაობის დროს

გარდა იმისა, რომ პერფერატორი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანგრევისთვის გამოიყენება, ისიც ვთქვით, რომ სხვა შესაძლებლობებიც აქვს. ამას კი ცოდნა და დაკვირვება სჭირდება და რამდენიმე საჭირო რეკომენდაციას აქვე გაგიზიარებთ:

- კერამიკულ ფილასა და მინის ზედაპირთან მუშაობას განსაკუთრებული სიფრთხილე და შემდეგი წესების გათვალისწინება სჭირდება:

1. უნდა გამოიყენოთ სპეციალური ბურღი, ე.წ. „ბალერინკა“;

2. უნდა გათიშოთ დარტყმის რეჟიმი;

3. ინსტრუმენტი დაბალ სიჩქარეზე უნდა ამუშაოთ.

- კაფელის დამუშავებისას არასოდეს გამოიყენება რევერსის რეჟიმი, განსაკუთრებული სიფრთხილე კი გადაბმების ადგილებთან მუშაობას სჭირდება.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პერფორატორი მყარი ზედაპირის მქონე მასალებთან მუშაობისთვის არის განკუთვნილი, იქნება ეს ბეტონი, აგური, ქვა. სასურველია, თუ არ გამოიყენებთ ისეთ მასალებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ხე, ლითონი. ინსტრუმენტს უამრავი ოპერაციის შესრულება კი შეუძლია, მაგრამ მისი ამგვარი გამოყენება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის:

  • ხეზე მუშაობისას საჭიროა დარტყმის რეჟიმის გათიშვა. ასევე, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური ბურღი, რომელიც მაქსიმალურ ბრუნებზე უნდა ამუშაოთ;
  • ლითონის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ თხელი ფურცლის დამუშავება და ისიც სპეციალური, ლითონის ბურღების გამოყენებით;
  • ხრახნების დაჭერა ზედმეტად მოუხერხებელია პერფორატორის სიმძლავრისა და გაბარიტების გამო. ამასთან, არსებობს ხრახნის დაზიანების რისკი, რის გამოც, ამ ინსტრუმენტისთვის ხრახნის საცმები არ მზადდება.

როგორ უნდა მოუაროთ პერფორატორს

ყველაზე საუკეთესო პერფორატორიც კი იოლად გამოვა მწყობრიდან, თუკი არ სათანადოდ არ მოვუვლით.

დავიწყოთ იმით, რომ მტვრისგან კორპუსის გაწმენდა აუცილებელია ხელსაწყოს ყოველი გამოყენების შემდეგ. ასევე, რეკომენდებულია პერფორატორის შეზეთვა ყოველი 25 საათიანი მუშაობის შემდეგ. როგორც წესი, შეზეთვისთვის, მწარმოებლები ინსტრუმენტს კორპუსზე სარქველს აყოლებენ, რომელშიც უბრალოდ, სითხე უნდა დაემატოს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეკომენდებულია საპოხის გამოყენება, რომელიც სპეციალურად პერფორატორებისთვის მზადდება.

რაღა თქმა უნდა, მოვლა-პატრონობის გარდა, პერფორატორის გამართულად მუშაობაზე გავლენას ახდენს მისი სწორი ექსპლუატაცია. იგულისხმება ინსტრუმენტის რეგულარულად შესვენება, ასევე, არაფრით შეიძლება მისი გამოყენება არადანიშნულებისამებრ, აუცილებელია სიმძლავრეების გათვალისწინება და ასე შემდეგ.

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800WX26MMX3.0J

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789581
  • წონა (კგ) - 5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 5 საცვლელი პირი
  • დარტყმის ძალა - 3J
  • დარტყმის სისრაფე - 0-4000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

Dewalt - D25143K-KS ელ. პერფერატორი 900W;28mm

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 900W
  • ელემენტი - 3.2J
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048486405
  • წონა (კგ) - 4.596
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1450min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური
  • დარტყმის სისრაფე - 0-5350min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/30mm/13mm

CROWN CT18189 BMC - ელექტრო პნევმატური დრელი 1500W;25J

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186245364
  • წონა (კგ) - 14.56
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 150-305min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + აქსესუარები
  • დარტყმის ძალა - 25J
  • დარტყმის სისრაფე - 1380-2760min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება