პერფორატორი - გამრჯე და ხელმარჯვე ადამიანების უნივერსალური დამხმარე

სიმღერას ბანი ამშვენებს, წალკოტს ვაშლი წითელი, მშრომელ, გამრჯე და ხელმარჯვე ადამიანს კი პერფორატორიო. ჰო, მსგავსი რამ ჯერ არავის უთქვამს, მაგრამ რა უჭირს, ჩვენ ვთქვათ, მით უმეტეს, როგორც პირველ ორ ფაქტს არ გაუვა წყალი, ზუსტად ისევეა მესამეც - მშრომელ და გამრჯე ადამიანს პერფერატორი თან ამშვენებს, თან უამრავ რამეში ეხმარება და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეს ინსტრუმენტი ყველა მშრომელი ადამიანის უნივერსალური „თანაშემწეა“.

რა სარგებლობას მოგიტანთ პერფერატორი

პერფორატორი - ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც ხვრელების გაკეთებაა, როგორც წესი, ბეტონში, თუმცა, არც ხეს აგდებს ნაკლებ დღეში, არც აგურის კედელია დაბრკოლება და მოკლედ, წინაღობა მისთვის არ არსებობს.

ბურღვა დარტყმებით - თუკი ხის გახვრეტა ჩვეულებრივი ბურღით შეიძლება, ბეტონის დამორჩილებას უკვე სპეციალური, განსხვავებული ფორმის ბურღი სჭირდება. ამ სპეციალური ბურღით შეიძლება ზედაპირის არა მხოლოდ გახვრეტა, არამედ დანგრევაც.

დარტყმები ბურღვის გარეშე - გამოიყენება ზედმეტად მყარი ზედაპირების შემთხვევაში, ასევე, ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაოს შესრულებისას.

მოკლედ, დარტყმის ძალად გარდაქმნილი ენერგიის დახმარებით, პერფერატორს ასეთი ამბები შეუძლია: სადემონტაჟო, მოსამზადებელი, სამშენებლო-სარემონტო და ასე შემდეგ.

ასევე, პერფორატორი დაგეხმარებათ შემდეგ სამუშაოებში:

  • ზედაპირების გაწმენდა ძველი მოპირკეთებისგან, იქნება ეს - კაფელი, მინის ფილები, ცემენტით ნალესი, თაბაშირი;
  • კედლის გახვრეტა, ჩამოშლა, დაკვალვა ელექტროსადენებისთვის;
  • სხვადასხვა დიამეტრის მქონე გამჭოლი ხვრელების გაკეთება ბეტონში, აგურში, ხელოვნურსა თუ ნატურალურ ქვაში;

პერფორატორი და მისი კონსტრუქცია

პერფორატორი 2 ძირითად სახეობად იყოფა:

  • ჰორიზონტალურად განლაგებულით ძრავით;
  • ვერტიკალურად განლაგებული ძრავით.

მოდელი ძრავის ჰორიზონტალური განლაგებით გაცილებით კომფორტულია და ბევრად პოპულარულიც არის, ვიდრე ვერტიკალურები. რატომ? პირველი მიზეზი წონაა. ჩვეულებრივ, მოდელის საშუალო წონა 5 კილოგრამია, რადგან კორპუსის წინა ნაწილი, სადაც მექანიკაა განლაგებული, ზეგამძლე პოლიმერული პლასტიკისგან მზადდება.

ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არსებობს 2 ტიპის დამრტყმელი მექანიზმი. პირველია ელექტრომექანიკური, რომელიც ინსტრუმენტზე დამატებით ზეწოლას მოითხოვს, რათა დარტყმის ძალის საჭირო მაჩვენებელი გამოიმუშაოს. აღნიშნული ვარიანტი მუშაობისას შესაძლოა, ყოველთვის კომფორტული არ არის თუნდაც იმიტომ, რომ კორპუსის უფრო მეტ ვიბრირებას იწვევს. ამიტომაც, პოპულარული ეს მოდელი დაახლოებით 10 წლის წინ იყო.

მექანიზმის მეორე ტიპია ელექტრო პნევმომექანიკური. მისი წარმადობა გაცილებით მაღალია და წარმოქმნის დარტყმის ძალიან მაღალ ენერგიას იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმძლავრე არც ისე მაღალია. რაც მთავარია, ბაზარზე დღეისთვის არსებული პერფორატორების 99,9 % სწორედ ასეთი მექანიზმებით არის აღჭურვილი.

პერფორატორის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია - ელექტროძრავი ატრიალებს ლილვს, რომელზეც დამონტაჟებულია მოძრავი საკისარი, რომელიც, თავის მხრივ, ლულაში დამრტყმელთან ერთად უბიძგებს დგუშს. დარტყმის ეფექტიც სწორედ ასე წარმოიქმნება.

გასათვალისწინებელი ფაქტები

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პერფერატორი მყარ ზედაპირებზე მუშაობისთვისაა განკუთვნილი, იქნება ეს ბეტონი, აგური, ქვა. სასურველია, თუ ინსტრუმენტს არ გამოიყენებთ ისეთ მასალებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ხე, ლითონი. კი, პერფერატორი უამრავი ოპერაციისთვის არის გამოსადეგი და უდავოდ, პრაქტიკულად, ყველა დავალებას გაუმკლავდება, თუმცა ასეთი გამოყენება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი:

- პერფერატორით ხის დამუშავება ხდება დარტყმის რეჟიმის გათიშვის პირობებში, სპეციალური ბურღით, მაქსიმალურ ბრუნზე;

- ლითონის ბურღვა რეკომენდებული არ არის, შესაძლებელია მხოლოდ თხელი ფენების დამუშავება აქაც სპეციალური ბურღების გამოყენებით;

- ხრახნების მოჭერა უკიდურესად მოუხერხებელია პერფორატორის სიმძლავრისა და გაბარიტების გამო. გარდა ამისა, არის ძალიან დიდი რისკი, რომ ხრახნიც გაფუჭდეს და ის მასალაც, სადაც ხრახნის მოთავსებაც შეეცდებით.

CROWN CT18180 BMC - ელექტრო პნევმატიკური დრელი 650W; 1,7J

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186249348
  • წონა (კგ) - 5.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1800min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + საცვლელი პირები + ქანჩი + მტვრის შესაგროვებელი
  • დარტყმის ძალა - 1.7J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-5800min

STANLEY STHR272KS-RU ელ. პნევმატიკური დრელი 850W Hr kit

STANLEY perforatori

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 850W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048483329
  • წონა (კგ) - 6.93
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3400min
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის ძალა - 4.1J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-700min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/N/A/26mm

Dewalt DCH172NT-XJ პერფერატორი ელემენტის გარეშე 18V XR

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 18V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048743232
  • წონა (კგ) - 3.652
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1060min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებითი სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის ძალა - 1.4J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-4980min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/16mm/10mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება