პერფორატორი - ინსტრუმენტი, რომელსაც უმჯობესია, თუ უქმეებზე უთენია არ გამოიყენებთ |
პერფორატორი - ინსტრუმენტი, რომელსაც უმჯობესია, თუ უქმეებზე უთენია არ გამოიყენებთ |
შრომამ შექმნა ადამიანი, კი ბატონო, მაგრამ თან გემრიელადაც დაღალა. ჰოდა, უქმეებზე, უთენია რომ პერფორატორი გაგაღვიძებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა რთული ამბავია. არა, ისიც შრომობს, ვინც უთენია ააგუგუნებს ხოლმე ინსტრუმენტებს, მაგრამ...
როცა იმ არჩევანს უყურებ, რომელსაც ინსტრუმენტების თანამედროვე მწარმოებლები გთავაზობენ, უნებურად შეიძლება დაიბნე კიდეც, თუმცა Holst.ge იმისთვის არსებობს, რომ ერთი, საუკეთესო შემოგთავაზოთ და მეორე - ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები გაგცეთ.
ხშირად, კედლის მიღმა, მეზობლებთან მიწისძვრაა ხოლმე, რომელსაც თან ახლავს საშინელი ხმაური, ზუზუნი და გუგუნი. კი, ვიცით, რომ დიდი ალბათობით, პერფერატორი მუშაობს, მაგრამ რას აკეთებენ მთელი საათები, დღეები და კვირები? აბა, ვცადოთ და გავარკვიოთ.
პერფერატორი - უნივერსალური ელექტროინსტუმენტია, რომელიც მშენებლობისა და რემონტის დროს იყენებენ. ძირითადი დანიშნულება - მექანიკური ზემოქმედება მყარ მასალაზე, რომელიც დამუშავებას რთულად ემორჩილება. დარტყმის ძალად გარდაქმნილი ენერგიის დახმარებით, პერფერატორის დახმარებით შემდეგი სამუშაოები სრულდება: სადემონტაჟო, მოსამზადებელი, სამშენებლო-სარემონტო და ასე შემდეგ.
პერფერატორის გამოყენებით შესაძლებელია:
პერფერატორის მიერ გამოცემული ხმაურის დონე 80-100 dB-ს შეადგენს, რაც საკმარისად მაღალი მაჩვენებელია და არასასურველია როგორც თავად სპეციალისტისთვის, ვინც ინსტრუმენტით მუშაობს, ისე, გარშემომყოფებისთვის. პერფორატორით მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, დამცავი ყურსაცმებისა და სათვალეების გამოყენება.
კერამიკულ ფილებსა და მინის ზედაპირზე მუშაობას განსაკუთრებული აკურატულობა სჭირდება და მოითხოვს:
კაფელზე მუშაობისას არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ რევერსის რეჟიმი, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შეერთების ადგილებზე.
პერფორატორით ბეტონისა და აგურის კედლებთან მუშაობა, ტიხრების ნგრევა, სამშენებლო კონსტრუქციების დემონტაჟი საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ სწრაფად შესრულებადი დავალებაა.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პერფერატორი მყარ ზედაპირებზე მუშაობისთვისაა განკუთვნილი, იქნება ეს ბეტონი, აგური, ქვა. სასურველია, თუ ინსტრუმენტს არ გამოიყენებთ ისეთ მასალებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ხე, ლითონი. კი, პერფერატორი უამრავი ოპერაციისთვის არის გამოსადეგი და უდავოდ, პრაქტიკულად, ყველა დავალებას გაუმკლავდება, თუმცა ასეთი გამოყენება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი:
- პერფერატორით ხის დამუშავება ხდება დარტყმის რეჟიმის გათიშვის პირობებში, სპეციალური ბურღით, მაქსიმალურ ბრუნზე;
- ლითონის ბურღვა რეკომენდებული არ არის, შესაძლებელია მხოლოდ თხელი ფენების დამუშავება აქაც სპეციალური ბურღების გამოყენებით;
- ხრახნების მოჭერა უკიდურესად მოუხერხებელია პერფორატორის სიმძლავრისა და გაბარიტების გამო. გარდა ამისა, არის ძალიან დიდი რისკი, რომ ხრახნიც გაფუჭდეს და ის მასალაც, სადაც ხრახნის მოთავსებაც შეეცდებით.