პერფორატორი - სახვრეტ-სანგრევი ინსტრუმენტების უგვირგვინო მეფე |
პერფორატორი - სახვრეტ-სანგრევი ინსტრუმენტების უგვირგვინო მეფე |
ისე, ხანდახან რა უცნაურად ვიცით ხოლმე მობილურ ტელეფონში ზოგიერთი ნომრის ჩანიშვნა, არა? მაგალითად: „პერფერატორი მამუკა“, „ნოდარი ნგრევა“, „პერფერატორი ზაზა“, „ილია ბურღი“... თუმცა, საქმე გამოგვივიდეს, მიზანს მივაღწიოთ და რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა სახელს შევურჩევთ მობილურ ტელეფონში.
ვნახოთ, ერთი, რა შესაძლებლობები აქვს და რას წარმოადგენს თავის თავში პერფორატორი, რომელსაც ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ ხოლმე როგორც პერფერატორი. თუმცა, საქმე გაგვიკეთოს, მიზანთან მიგვიყვანოს და რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია და ვისი გორისაა.
გონება რომ ჰქონდეს, ალბათ, ეწყინებოდა, ასეთი კითხვა საერთოდ როგორ გაივლეთ თავშიო, სახვრეტ-სანგრევი ინსტრუმენტების უგვირგვინო მეფეს, როგორ არ იცით, რა შემიძლიაო. ჰო, გონება მართლაც არ აქვს, მაგრამ ძალა - თქვენი მოწონებული.
პერფორატორი ბურღის, აი, დრელს რომ ვუწოდებთ ხოლმე, არც ისე შორეული ნათესავი და რემონტისა თუ სამშენებლო სამუშაოების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც ხვრელების გაკეთებაა, როგორც წესი, ბეტონში, თუმცა არც ხეს აგდებს ნაკლებ დღეში, არც აგურის კედელია დაბრკოლება და მოკლედ, წინაღობა მისთვის არ არსებობს.
ბურღვა დარტყმებით - თუკი ხის გახვრეტა ჩვეულებრივი ბურღით შეიძლება, ბეტონის დამორჩილებას უკვე სპეციალური, განსხვავებული ფორმის ბურღი სჭირდება. ამ სპეციალური ბურღით შეიძლება ზედაპირის არა მხოლოდ გახვრეტა, არამედ დანგრევაც.
დარტყმები ბურღვის გარეშე - გამოიყენება ზედმეტად მყარი ზედაპირების შემთხვევაში, ასევე, ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაოს შესრულებისას.
მყარ მასალებთან პერფერატორი გაცილებით ეფექტიანი მუშაობით გამოირჩევა, ვიდრე, მაგალითად, „დრელი“.
კორპუსის ფორმა, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, სად არის განლაგებული მისი მოტორი.
საქმეში ჩახედულ ადამიანებს თუ დავუჯერებთ, უმჯობესია, პერფორატორით 20 წუთიანი მუშაობის შემდეგ, ხელსაწყოს მცირე ხნით ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ.
„შესანიშნავი ინსტრუმენტი“, „მსუბუქი და მძლავრი“, „ხარისხიანი“ - მომხმარებლების აი, ასეთი შეფასებები აქვს დამსახურებული პერფორატორის ამ მოდელს
CROWN-ის ეს პერფორატორი კარგად არის გამოცდილი როგორც ბეტონთან და აგურთან, ასევე, ძველ ზედაპირებთან მუშაობისას
ამ ინსტრუმენტის მსუბუქი და კომპაქტური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, მარტივად გამოიყენოს არა მხოლოდ პროფესიონალმა, არამედ მოყვარულმაც