პერფორატორი VS დრელი |
პერფორატორი VS დრელი |
ქვაზე მუშაობა გიწევთ? თუ თქვენი ძიების ობიექტი სახვრეტ-სანგრევი ინსტუმენტებია, Holst.ge გთავაზობთ არჩევანის ფართო სპექტრს.
არჩევანის სწორად გასაკეთებლად ყურადღება უნდა გაამახვილოთ პერფორატორის შემდეგ მახასიათებლებზე:
იშვიათი გამოყენება
თუ თქვენ მხოლოდ რამდენიმე ხვრელი გაქვთ გასაბურღი და/ან სამუშაო, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, გამოიყენეთ პერფორატორი, რომელსაც აქვს 3 ჯოული დარტყმის სიმძლავრე, 3000 დარტყმა წუთში და არის 900 ვატიანი. ამ ტიპის მოდელი შესანიშნავი იქნება რამდენიმე ფილის მოსახსნელად და აგურის ნაკეთობების გასასწორებლად. მაქსიმალური სიჩქარით, თქვენ ასევე შეძლებთ გაბურღოთ დაახლოებით 26მმ ბეტონი, დაახლოებით 13 მმ ფოლადი და 40 მმ-მდე ხე. უსაფრთხოების გასაზრდელად გამოიყენეთ დრელი, რომელიც აღჭურვილია ავტომატური გამორთვის ფუნქციით.
რეგულარული გამოყენება
26 მმ ნახვრეტის გაბურღვას გეგმავთ რკინაბეტონში? გსურთ გაასწოროთ აგურის ნაკეთობა ან გახვრიტოთ კედელი? თუ თქვენ აპირებთ რეგულარულად გამოიყენოთ თქვენი პერფორატორი მსუბუქი დანგრევის სამუშაოებისთვის, აირჩიეთ ისეთი პერფორატორი, რომელიც გთავაზობთ 4-დან 6-მდე ჯოულს, 4300 დარტყმას წუთში და დაახლოებით 1500 W სიმძლავრეს. 900 ბრუნი წამში მაქსიმალური სიჩქარე კი საშუალებას მოგცემთ გაბურღოთ 32მმ-მდე ბეტონში, 40 მმ-მდე ხე და 13 მმ-მდე ფოლადი. თუ შესაძლებელია, აირჩიეთ ისეთი დრელი, რომელიც აღჭირვილია ვიბრაციის საწინააღმდეგო სახელურით და ავტომატური გამორთვით.
ხანგრძლივი გამოყენება
პროფესიონალი ხარ? გეგმავთ მძიმე ქვის სამუშაოების შესრულებას და პერფერატორის ყოველდღიურ გამოყენებას, როგორც ბურღის, ასევე ჩაქუჩის რეჟიმში? მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალური ბრენდის პერფორატორი. ამგვარად, თქვენ მიიღებთ 2-დან 3-წლამდე გარანტიას, შეძენის შემდეგ მომსახურების სერვისს და გამძლე პერფორატორს. თქვენი არჩეული პერფორატორის მახასიათებლები დამოკიდებული იქნება სამუშაოების ტემპებზე, რომელთა შესრულებასაც აპირებთ. იმის გათვალისწინებით, რომ რაც უფრო მაღალია დარტყმის ძალა ჯოულებში, მით უფრო ძლიერია პერფორატორი ჩაქუჩის რეჟიმში. დარყმის ძალა, დაახლოებით 8-10 ჯოულით, 3000 ბრუნით წუთში და 1200 ვატი სიმძლავრით, პერფორატორი საკმარისად მძლავრი იქნება მათთვის, ვინც ხელსაწყოს ყოველდღიური გამოყენებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ თქვენ შეეგიძლიათ შეიძინოთ ბევრად უფრო მძლავრი პერფორატორი, 20 ჯოულზე მეტი. თუმცა, ისინი საუკეთესოდ შეეფერება მძიმე დანგრევის სამუშაოებს. თუ თქვენ პერფერატორი / დრელი ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენებისთვის გჭირდებათ, ისარგებლეთ მსუბუქი პერფორატორით, ვიბრაციის საწინააღმდეგო სისტემით, ავტომატური გაჩერების ფუნქციით და ცვლადი სიჩქარის ძრავით.
პერფორატორის რეჟიმები
პერფორატორი, როგორც დრელი: მხოლოდ ბრუნვის ფუნქციით პერფერატორი იგივეა, რაც ჩვეულებრივი დრელი. ასე შეგიძლიათ გახვრიტოთ ხე, ბეტონი, პლასტმასი და ა.შ. უმეტესად ისეთი მასალები, რომლებიც არ გვინდა რომ დაზიანდნენ მუშაობისას.
ჩაქუჩის რეჟიმი ბრუნვისას: ეს რეჟიმი გამოიყენება მასალებში დიდი ხვრელების გასაკეთებლად და არის ის, როსთვისაც არის შექმნილი ეს მოწყობილობა. ამ ფუნქციით ბეტონს, ხეს, ლითონს ძალიან ღრმად, ეფექტურად და მალე გახვრეტთ.
მხოლოდ დარტყმის რეჟიმი: ეს არის სანგრევი რეჟიმი. ამ რეჟიმით პერფორატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქი დანგრევის სამუშაოებისთვის. დარწმუნდით, რომ ბიტის სწორი ზომა შეარჩიეთ, ხელსაწყოს სიმძლავრის მიხედვით.
უამრავი ბრენდის პერფორატორი არის ბაზარზე (მათ შორის ქართულ ბაზარზე) წამოდგენილი. თითოეული მათგანს გააჩნია საკუთარი წარმოების ტექნიკა, მიზანი და ხედვა. მაგალითად, DeWalt-ის წარმოებული პერფერატორი პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია მსოფლიოში. ამ ბრენდის პერფერატორი გამოირჩევა ხარისხითა და გამძლეობით მაშინ, როცა Tolsen-ის გათვლა არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სფეროთი არის დაინტერესებული, შესაძლებლობა ჰქონდეს ინსტრუმენტი შეიძინოს. ამ ნარატივს განვავრცობთ, თუმცა იქამდე აღვნიშნოთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალის გათვალისწინების შემდეგ, ბრენდი უმნიშვნელოვანესი დეტალია.
ეს არის ბრენდი, რომელიც ინდუსტრიულ ხელსაწყოებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაბალ ფასად შეიძინოს ამ ბრენდის პერფერატორი და ადეკვატური მოხმარების შემთხვევაში, პროდუქტიულად გამოიყენოს ის. რა თქმა უნდა, ის ახლოსაც არ არის ხარისხის ისეთ გიგანტთან, როგორიც DeWalt არის, თუმცა ენთუზიასტებისა და მოყვარულებისთვის საკმარისზე მეტია.
შვეიცარული ბრენდის ფილოსოფიაც, Tolsen-ის მსგავსად ხელმისაწვდომი პროდუქციის წარმოებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ ორ ბრენდს შორის მცირედი განსხვავება ხარისხშია, რომელიც ასევე მცირედით აისახება ფასში. CROWN-ის მძლავრი პერფორატორი ხშირად გამხდარა პროფესიონალის ხელსაწყო და კმაყოფილიც დარჩენილა.
ამერიკული ბრენდი საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებზე გათვლილ, მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ ხელსაწყოებს აწარმოებს. ამ ბრენდის პერფორატორი ერთ-ერთი საუკეთესოა პროფესიონალისთვის, ამასთან საკმარისად ხელმისაწვდომია იმისთვის, რომ მოყვარულმა შეიძინოს. ამიტომაც, ნებისმიერი მყიდველისთვის, Stanley-ის დრელი, ყოველთვის კარგი არჩევანია.
DeWalt-ის პერფერატორი მაღალპროფესიონალური მოდელია, რომელიც ნებისმიერი ინტენსივობის და სიდიდის სამუშაოებს გაუმკლავდება. გარდა პრემიუმ ხარისხისა, DeWalt-ის პროდუქცია, მათ შორის პერფერატორი, გამოირჩევა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით, მათთვის კომფორტის შექმნით და ისეთი უმცირესი დეტალების გათვალისწინებით, რომელთა კომბინაცია სრულყოფილ ინსტრუმენტად აქცევს მას. DeWalt ამერიკული ბრენდია, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს და გამუდმებით ვითარდება
ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ უამრავი ბრენდით, ხარისხით, ფასით, მახასიათებლებით განსხვავებულ პერფორატორს. მათი შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, მარტივი პროცედურის გავლით. უფასო მიწოდების სერვისი ფარავს მთლიან საქართველოს, რაც ყიდვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის. წარმოგიდგენთ რამდენიმე პერფორატორის განხილვას.
თუ დრელი გჭირდებათ მსუბუქი სამუშაოებისთვის და დარტყმის ფუნქციის გარეშე, Tolsen-ის ეს დრელი შეგიძლიათ შეიძინოთ. მისი სიმძლავრე - 400 W საკმარისია ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საქმიანობების წარმოებისთვის. მსუბუქი ელექტრო დრელი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ნებისმიერ ოჯახში უნდა იდოს, რადგან არავინ იცის როდის გახდება ის საჭირო.
უპირატესოები:
კიდევ ერთი დრელი, ამჯერად Crown-ისგან, რომელიც 600W სიმძლავრის არის. ის თავისუფლად გაუმკლავდება საყოფაცხოვრებო და საშუალო ინტენსივობისა და სიდიდის სამუშაოებს. აკეთებს 3000 ბრუნვას წამში და არის საკმაოდ ეფექტური. ენთუზიასტებისთვის და მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, პროფესიონალებისთვის კი საკმაოდ გამოსადეგი ინსტრუმენტი.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Stanley-ის პერფერატორი 4,1 ჯოული დარტყმით, 850W სიმძლავრით და 3500 ბრუნვით წამში, იდეალურია რეგულარული გამოყენებისთვის საშუალო და საშუალოზე დიდი სამუშაოებისთვის. მოყვება დამატებითი კომპლექტაცია: ქეისი - მარტივად გადასატანად, დამატებითი სახელური - კომფორტული მუშაობისთვის, სიღრმის მარეგულირებელი - ზუსტი მუშაობისთვის. ეს პერფერატორი სასიამოვნო და ეფექტური საქმიანობის გარანტიაა.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
DeWalt-ის პერფერატორი პროფესიონალების არჩევანია. ის თითქმის ყველა კუთხით საუკეთესოა დანარჩენ ბრენდების პერფერატორებთან შედარებით. ამის მიზეზი კი ნახევარსაუკუნიანი გამოცდილება, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ორიენტირებული კომპანიაა.
უპირატესობები: