პერფორატორი - ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი ნგრევა-შენებისთვის

ასეა ეს ამბავი - თუ არ დაანგრიეთ, აბა, როგორ ააშენებთ და თუ დანგრევა გადაწყვიტეთ, შემდეგ რომ ააშენოთ, ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი პერფორატორი გახლავთ, თუ რა თქმა უნდა, ასეთ სტატუსს სხვა რომელიმე ხელსაწყო არ გააპროტესტებს. ერთი კია, ხმა აქვს, მსუბუქად რომ ვთქვათ, რთულად გასაძლები, მაგრამ ჯერ დანგრევისა და მერე აშენებისა არ იყოს - ვარდი უეკლოს ვის მოუკრეფია?!

რატომ გამოვყავით ასე განსაკუთრებით პერფერატორი და ყველაზე საჭიროს სტატუსი რატომ მივანიჭეთ, ქვემოთ დაწვრილებით მოგიყვებით მის შესაძლებლობებზე და კი დაგარწმუნებთ, ხოლო ვინც უკვე იცის, რაც ამ ინსტრუმენტს შეუძლია, ეგ არაფერი - გამეორება ცოდნის დედააო, გაგონილი გექნებათ.

მაინც, რა შეუძლია პერფორატორს?

ნგრევის შესაძლებლობებზე რადგან შევთანხმდით, შენების მიმართულებით რა შესაძლებლობებითაც გამოირჩევა პერფერატორი, მოდით, ჯერ ის ჩამოვთვალოთ. ასე მაგალითად, ინსტრუმენტით შესაძლებელია ხვრელების გაკეთება, მაგალითად, კედელში, რათა დაამაგროთ თარო თუ პლინტუსი. ინსტრუმენტი გახვრეტს ბეტონს, აგურს, ქვას. დანიშნულება იმაზეა დამოკიდებული, რა რეჟიმებით არის აღჭურვილი პერფერატორი.

აქვე ისიც დავამატოთ, რომ პერფორატორი სხვადასხვა ზომისა და წონის არსებობს: მსუბუქი - 4 კგ-მდე, საშუალო - 4-5 კგ და მძიმე - 5 კგ-დან. ინსტრუმენტის გაბარიტებზეა დამოკიდებული დარტყმის ძალა და სიმძლავრე.

პერფორატორის მთავარი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ბურღვაა, თუმცა წარმატებით გამოიყენება უსწორმასწორო ზედაპირების გაწმენდისთვის, კედლის ჩამოშლისთვის, ელექტროსადენების დასაკვალად, ბეტონის, აგურის, ხელოვნური თუ ნატურალური ქვების გასახვრეტად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

პერფორატორის მოდელების უმეტესობა აღჭურვილია სამი ფუნქციით. არსებობს ერთრეჟიმიანი, ორრეჟიმიანი და სამრეჟიმიანი ვარიანტებო. ბურღვის ოპერაცია ყველა მოდელს აქვს, სხვა ფუნქციები - კომპლექტაციისა და ფასის მიხედვით განისაზღვრება.

კვების ტიპები

კვების ტიპის მიხედვით პერფორატორი ორ კატეგორიად იყოფა: აკუმულატორიანი და ელექტრო.

  • ელექტრო პერფორატორი იქ გამოიყენება, სადაც ინსტრუმენტის ქსელში მიერთების საშუალება არსებობს, რისთვისაც გრძელი სადენია განსაზღვრული. ასეთი კვების ტიპის პერფორატორების უამრავი მოდიფიკაცია არსებობს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ინსტრუმენტი საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს მოარგოს. ერთი კია, თუ არ არის ელექტროენერგია, არც სამუშაოა.
  • აკუმულატორიანი პერფორატორი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გამოყენება შეიძლება იქაც, სადაც ელექტრობა არ არის. მართალია, ასეთი მოდელის პარამეტრები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ელექტროს, თუმცა ავტონომიურობა ამ ნიუანსს მთლიანად ჯაბნის. ერთი კია, 220 ვოლტი აქაც აუცილებელია, რადგან როცა ელემენტი დაჯდება, მას ხომ დატენაც დასჭირდება...

პერფორატორის კონსტრუქციის განსხვავებები

პერფერატორის ზოგიერთ მოდელზე მოტორი განლაგებულია ჰორიზონტალურად, ზოგზე - ვერტიკალურად. პირველ შემთხვევაში, ინსტრუმენტი ბევრად მსუბუქია, ვიზუალურად კი ჩვეულებრივ ბურღს ჰგავს. გამოსადეგია ისეთი სამუშაოების წარმოებისთვის, რომელსაც მაღალი სიზუსტე სჭირდება, მათ შორის, ხვრელების გაბურღვასა და ფილების დემონტაჟისას.

პერფერატორი, რომელზეც მოტორი ვერტიკალურად არის განლაგებული, ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც პროფესიონალებში, ისე სახლის პირობებში მომუშავე ხელმარჯვე ოსტატებში. მიზეზი ინსტრუმენტის სიმძლავრე და დატვირთვის მიმართ გამძლეობა გახლავთ. ასევე, ასეთი პერფერატორი კომფორტულია რთულად მისადგომ ადგილებში მუშაობისას. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ინსტრუმენტი შედარებით მძიმეა, მარტივად ხვრეტს ნებისმიერ მასალას, მოსახერხებელია ხელში ჭერა, საბოლოო ჯამში კი, მაინც უფრო გამოსადეგია პროფესიონალური გამოყენებისთვის. არსებობს ასეთი ტიპის კომპაქტური, მსუბუქი მოდელებიც, რომელთაც სახლის პირობებში მარტივად გამოიყენებთ.

სიმძლავრე

პერფერატორის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ მის სიმძლავრეს, თუმცა, ეს სწორედ ის მაჩვენებელია, რომელიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს.

  • 400-600 W - საყოფაცხოვრებო მოდელების ტიპია, თუმცა ხელოსნები მას წარმატებით იყენებენ ჭერთან მუშაობის დროს;
  • 400-1000 W - უფრო მძლავრი საყოფაცხოვრებო მოდელი და მსუბუქი პროფესიონალური;
  • 1000-2000 W - მძლავრი პროფესიონალური მოდელი 30-50 მმ-იანი ბურღებით, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ მასალას გაუმკლავდეს.

BOSCH პერფერატორი 720w SDS PLUS GBH 220

Bosch perforatori

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 720W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 06112A6020
  • წონა (კგ) - 2.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის ძალა - 2J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-4800min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 22mm/30mm/13mm 

Dewalt - D25143K-KS ელ. პერფერატორი 900W; 28mm

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 900W
  • ელემენტი - 3.2J
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048486405
  • წონა (კგ) - 4.596
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1450min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური
  • დარტყმის სისრაფე - 0-5350min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/30mm/13mm

STANLEY STHM10K-RU ელ. სანგრევი ჩაქუჩი SDS-MAX 10kg 1600W

Dewalt perforatori

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048482896
  • წონა (კგ) - 14.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • ფუნქციები - დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი
  • დარტყმის ძალა - 5-25J
  • დარტყმის სისრაფე - 900-1890min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება