პერფორატორი ეს არის ხელსაწყო მბრუნავი მოტორით, რომელიც სინქრონშია პულსირებულ დარტყმასთან. პერფერატორი იგივე ბურღი, დრელი, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ მასალაზე ხვრელების გასაკეთებლად. პერფერატორი ჭრის მასალას, როგორც ჩვეულებრივი საბურღი. ასევე, სწრაფი დარტყმებით ბურღვის მიმართულებით აიძულებს ბურღს მასალაში შეაღწიოს. პერფორატორი აერთიანებს ბიტის ბრუნვასა და დარტყმებს, რაც ამარტივებს ბეტონის მასალაზე მუშაობას. პერფორატორით თქვენ შეგიძლიათ ქვაში ხვრელები მინიმუმ სამჯერ უფრო სწრაფად გააკეთოთ ვიდრე ჩვეულებრივი, სტანდარტული საბურღით. არ არსებობს ხვრელების გაკეთების უფრო სწრაფი და უკეთესი გზა ვიდრე პერფერატორია. ამდენად, პროფესიონალები მათ შორის ელექტრიკოსები და სანტექნიკები მუდმივად იყენებენ აღნიშნული ხელსაწყოს ქვაში თუ ბეტონში ხვრელების გასაკეთებლად და ხრახნების დასამაგრებლად. შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო, სარემონტო თუ საყოფაცხოვრებო საქმიანობისას პერფერატორი ერთ-ერთი ძირითადი თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ვინაიდან, არ არსებობს მასზე უფრო მრავალფუნქციური და უნივერსალური ინდუსტრიული ინსტრუმენტი მსგავსი სამუშაოების განხორციელებისას. მაგალითად, ავეჯის შეკეთებისას, კედელში ხვრელის გაკეთებისას თუ სარემონტო სამუშაოებისას კედლის ან მისი ნაწილის დანგრევისათვის პერფორატორი ზედგამოჭრილი საშუალებაა. მიუხედავად იმისა რომ მოცემული ინსტრუმენტი გამოირჩევა ხმაურიანი მუშაობის პროცესით უნდა ითქვას, რომ იგი საუკეთესო არჩევანია ქვასთან მუშაობისას, ის დაბრკოლების გარეშე მუშაობს ბეტონზეც.

Bosch პერფერატორი

Stanley პერფერატორი

Crown პერფერატორი

DeWalt პერფორატორი

პერფერატორის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ძირითადი და დამატებითი მახასიათებლები:

  • სიმძლავრე

პერფერატორის სიმძლავრე პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ რამდენად სწრაფად დაასრულებთ შესასრულებელ სამუშაოს. პერფერატორის სიმძლავრეს ძრავა განსაზღვრავს  ვინაიდან, მაღალამპერიან ძრავს შეუძლია დიდი სიმძლავრე გამოიმუშაოს. სიმძლავრის განსაზღვრას ორი კრიტერიუმი განაპირობებს : დარტყმისა და ბრუნვის სიმძლავრეები. მაგალითად, დარტყმის სიმძლავრე ჯოულებში გამოითვლება და რაც უფრო მარალი ჯოული აქვს მითითებული პერფორატორს, მით უფრო მძლავრია ის. მაღალი ჯოულის მქონე პერფორატორი უფრო მარტივად ასრულებს დანგრევით სამუშაოებს, ასევე, ბევრად სწრაფად და მარტივად შეუძლია ბეტონსა თუ ქვაში ხვრელების გაკეთება.

  • ორი სახელური

ორი სახელური საჭიროა იმისათვის, რომ თქვენი სამუშაო გახდეს მეტად მობილური და უსაფრთხო, მაგრამ, დამატებით დამხმარე სახელურის არსებობა საქმიანობას მეტად კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.

  • წონა

პერფერატორის წონა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მცირე პნევმატური დრელით უფრო მარტივია მანევრირება, ვიდრე დიდითა და მძიმეთი. დროთა განმავლობაში იხვეწება აღნიშნული მონაცემი და პერფერატორები ხდება მეტად კომპაქტური, რადგან გამარტივდეს სამუშაოს შესრულება, რაც დამატებითი კომფორტია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ორივენაირ პერფერატორს მძიმესაც და მსუბუქსაც თავისი უპირატესობები გააჩნია. მაგალითად, კედელთან მუშაობისას ნაკლებწონიანი პერფერატორი საქმეს ნამდვილად გაგიმარტივებთ. ვინაიდან, ხელში მძიმე ინსტრუმენტის დიდი ხნით ჭერა დამღლელი და მოუხერხებელია. იატაკზე მუშაობისას კი წონას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თავისუფლად შეძლებთ მძიმე პერფორატორთან მუშაობასაც.

  • აქსესუარები

პერფერატორის შეძენის პროცესში ყურადღება მიაქციეთ მოყვება თუ არა დამატებითი აქსესუარები შესაძენ ნივთს, ვინაიდან მათი არსებობა ხშირ შემთხვევაში ამარტივებს სამუშაოს. დამატებითი მოწყობილობები შეიძლება იყოს : ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი, საცვლელი პირები, საჭრისები, ქანჩები და სხვა. მაგალითად, სიღრმის საზომი დაგეხმარებათ მეტი სიზუსტითა და დაკვირვებით იმუშაოთ. ხესა და ბეტონზე ერთი და იგივე პირი ვერ იმუშავებს, ამიტომ, საჭიროა რეზერვში სხვა პირები. აქსესუარების ცალკე შეძენა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. Holst.ge კი ამ პრობლემას თავიდან აგარიდებთ ვინაიდან აქ შესაძლებელია ისეთი პერფერატორების შეძენა, რომლებსაც უკვე მოყვება  საჭირო აქსესუარები.

  • სამუშაო მასალა

საყურადღებოა ისიც, რომ მომხმარებელმა სწორად უნდა განსაზღვროს როგორ ზედაპირზე და რა მასალასთან მოუწევს მუშაობა. ვინაიდან, ამის გათვალისწინებით მოხდება უკვე სწორი პერფერატორის შერჩევა თავისი ფუნქციებით. პერფერატორები ძირითადად მუშაობენ ბეტონზე, ხესა და მეტალზე. თითოეულ მათგანს განსხვავებული სიღრმის მახასიათებლები აქვს. არასწორად შერჩეული ხელსაწყო არ იქნება ეფექტური და მისით შესრულებული სამუშაო იმ შედეგს არ მოგცემთ რასაც ელოდით.

BOSCH პერფერატორი 720w SDS PLUS GBH 220

Bosch perferatori

  • ბრენდი -BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 8720W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) – 2.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • ვაზნის დიამეტრი -  SDS PLUS
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + სიღრმის მარეგულირებელი.
  • დარტყმის ძალა - 2J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-4800min       
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 22mm/30mm/13mm

როდესაც ვსაუბრობთ Bosch-ის პერფერატორზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული ბრენდის პერფერატორები შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა. იგი ძირითადად გამოიყენება სახლის სამუშაოების შესასრულებლად. მიზანშეწონილი არაა ამ მოდელით კედლის ჩამონგრევა, მაგრამ იგი უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიღრმეზე გახვრეტას როგორც ბეტონზე, ასევე ხისა და მეტალის ზედაპირებზე. დამატებითად მოყვება ქეისი და სიღრმის მარეგულირებელი. წონით ძალიან მსუბუქია, რაც აადვილებს მის გამოყენებას. ამავდროულად, მოქმედებს 1 წლიანი გარანტია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი

STANLEY SHR264K-RU ელექტრო პნევმატური დრელი 26mm 800W

STANLEY perferatori

  • ბრენდი - STANLEY             
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 850W 
  • გარანტია - 1 წელი 
  • წონა (კგ) - 6.93
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4300min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS Plus
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა               
  • დარტყმის ძალა - 4.1J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-1150min       
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/26mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებითი სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • დრელის სათადარიგო ვაზნა   

Stanley ამერიკული კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულ კონკურენციას უწევს თავის სფეროში არსებულ კომპანიებს ბაზარზე, და ამას სრულიად დამსახურებულად ახორციელებს. ხარისხითა და მახასიათებლებით შეიძლება ითქვას რომ ის ყველაზე ახლოს Crown-თან დგას. Stanley- ის პერფერატორი ერთ-ერთი მაღალი სიმძლავრის პერფერატორია ბაზარზე. მისი შეძენა საუკეთესო ფასად შეგიძლიათ Holst.ge- ზე. აღნიშნული მოდელის სიმძლავრეს განაპირობებს დარტყმის ძალა რომელიც 4.1 ჯოულს წარმოადგენს. დამატებით კომპლექტაციად მოყვება ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და დრელის სათადარიგო ვაზნა, რაც ერთგვარი კომფორტია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხარისხი

CROWN CT18118 BMC - ელ. პნევმატური დრელი SDS-MAX 1250W

Crown perferatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1250W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 7
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-410min    
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის ძალა - 10J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-3000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 40mm/N/A/N/A

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებითი სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • საჭრისები

Crown-ი შვეიცარული ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით. ამის დასტურია ის, რომ აღნიშნულ ბრენდზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება, და მას საკმაოდ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ამას განაპირობებს მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი პროდუქციაზე. Crown-ი მრავალი წელია ინდუსტრიულ ხელსაწყოებს აწარმოებს და მათ შორის პერფერატორებსაც.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • დამატებითი კომპლექტაცია

Dewalt D25899K-QS პნევმატური ჩაქუჩი SDS-MAX 1500W

Dewalt perferatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1500W 
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048182932
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-415min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა                           
  • დარტყმის ძალა - 17.9J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-2040min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 45mm/N/A/N/A

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებითი სახელური   

პროფესიონალები ირჩევენ DeWalt-ს (პრემიუმ ხარისხი), რადგან ის წარმოადგენს მაღალი ხარისხის, დახვეწილობისა და მაღალფუნქციურობის ნაზავს. მოცემული ბრენდის პერფერატორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი პერფორატორია. DeWalt-ი მუდამ ხარისხიან და სანდო პროდუქციას ამზადებს, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. პერფერატორი კი ნამდვილად ის ხელსაწყოა, რომელმაც ძლიერი დატვირთვა უნდა აიტანოს და გამძლეობითაც გამოირჩეოდეს. მიუხედავად დიდი ზეწოლისა და დატვირთვისა ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ და ამას მაღალ დონეზე შეასრულებს. მოცემული მოდელი აღჭურვილია დამატებითი კომპლექტაციით. კერძოდ, ქეისით, რომელიც გამოიყენება ადვილად გადაადგილებისათვის ასევე, დამატებითი სახელური - ძალისმიერი სამუშაოებისთვის.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • კომფორტულობა
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება