პერფორატორის უნიკალურ შესაძლებლობებსა და კნინობით-ალერსობით სახელებზე ხომ არ გვესაუბრა?

სიტყვას დიდი ძალა აქვს, ძალიან დიდი ძალა! სულ ერთ სიტყვას შეუძლია, ადამიანს ფრთები შეასხას და მთები გადაადგმევინოს, ან პირიქით, ყოველგვარი მოტივაცია მოუსპოს...

პერფერატორსაც დიდი ძალა აქვს, ძალიან დიდი ძალა! არც პერფორატორი ჩამოუვარდება, მასაც დიდი ძალა აქვს, დიახ, დიახ, ძალიან დიდი ძალა - ეს ორივე სიტყვა ერთსა და იმავე ხელსაწყოს აღწერს და იმიტომ, უბრალოდ, ზოგი ამბობს - პერფერატორი, დანარჩენებს ურჩევნიათ, თქვან - პერფორატორი. ან შესაძლოა, კი არ ურჩევნიათ, უბრალოდ, არ იციან, რომელია მართებული ფორმა, თუმცა როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისევე არაფერი აკლდება ამ საოცარ ხელსაწყოს - თავის საქმეს მაინც ჩინებულად ასრულებს, თუნდაც კნინობით-ალერსობითი სახელები მოვუფიქროთ და „პერფორატორუშკა“ დავარქვათ, ან უფრო მოკლედ - „პერფო“...

პერფორატორის შესაძლებლობები

გამოცდილებმა იციან, გამოუცდელებმა კი უნდა იცოდნენ, რომ პერფორატორი ერთნაირი წარმატებით გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეურნეობაში, მშენებლობაში. მისი დახმარებით შესაძლებელია ხვრელების გაკეთება, მაგალითად, კედელში, რათა დაამაგროთ თარო თუ პლინტუსი. ინსტრუმენტი გახვრეტს ბეტონს, აგურს, ქვას. დანიშნულება იმაზეა დამოკიდებული, რა რეჟიმებით არის პერფერატორი აღჭურვილი.

აქვე ისიც დავამატოთ, რომ პერფორატორი სხვადასხვა ზომისა და წონის არსებობს: მსუბუქი - 4 კგ-მდე, საშუალო - 4-5 კგ და მძიმე - 5 კგ-დან. ინსტრუმენტის გაბარიტებზეა დამოკიდებული დარტყმის ძალა და სიმძლავრე.

პერფორატორის მთავარი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ბურღვაა, თუმცა ასევე წარმატებით გამოიყენება უსწორმასწორო ზედაპირების გაწმენდისთვის, კედლის ჩამოშლისთვის, ელექტროსადენების დაკვალისთვის, ბეტონის, აგურის, ხელოვნური თუ ნატურალური ქვების გასახვრეტად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

პერფორატორის მოდელების უმეტესობა აღჭურვილია სამი ფუნქციით. არსებობს ერთრეჟიმიანი, ორრეჟიმიანი და სამრეჟიმიანი ვარიანტებო. ბურღვის ოპერაცია ყველა მოდელს აქვს, სხვა ფუნქციები - კომპლექტაციისა და ფასის მიხედვით განისაზღვრება.

სჭირდება თუ არა განსაკუთრებული მოვლა პერფორატორს

ახლა, ყვავილების ჩუქება და დილაობით საწოლში საუზის მირთმევა რომ არ უნდა ამ ძალიან საჭირო ინსტრუმენტს, ისედაც ცხადია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე საუკეთესო პერფორატორიც კი იოლად გამოვა მწყობრიდან, თუკი არ სათანადოდ არ მოვუვლით.

დავიწყოთ იმით, რომ კორპუსის მტვრისგან გაწმენდა აუცილებელია ხელსაწყოს ყოველი გამოყენებისთანავე. ასევე, რეკომენდებულია პერფორატორის შეზეთვა ყოველი 25 საათიანი მუშაობის შემდეგ. როგორც წესი, შეზეთვისთვის, მწარმოებლები ინსტრუმენტს კორპუსზე სარქველს აყოლებენ, რომელშიც უბრალოდ, სითხე უნდა დაემატოს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეკომენდებულია საპოხის გამოყენება, რომელიც სპეციალურად პერფორატორებისთვის მზადდება.

რაღა თქმა უნდა, მოვლა-პატრონობის გარდა, პერფორატორის გამართულად მუშაობაზე გავლენას ახდენს მისი სწორი ექსპლუატაცია. იგულისხმება ინსტრუმენტის რეგულარულად შესვენება, ასევე, არაფრით შეიძლება მისი გამოყენება არადანიშნულებისამებრ, აუცილებელია სიმძლავრეების გათვალისწინება და ასე შემდეგ.

მძიმე ჯობს თუ მსუბუქი?

პერფორატორის საიმედოობა და გამძლეობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია დამრტყმელი მექანიზმის კონსტრუქციის სრულყოფილებაზე, მასალის ხარისხზე, რისგანაც დეტალებია დამზადებული და იმით, რამდენად დაცულია ეს დეტალები მტვრისგან. ამასთან ერთად, მწარმოებლები ცდილობენ, ხელსაწყო ხარისხიანთან ერთად, მსუბუქიც იყოს. ამდენად, თუკი გჭირდებათ პერფორატორი მახასიათებლების, შესაბამისი სიმძლავრისა და დარტყმის ძალის მიხედვით, შედარებით მსუბუქი უნდა აირჩიოთ. როგორც წესი, მძიმე კლასს განეკუთვნება ერთრეჟიმიანი ხელსაწყო და რამდენადაც ცნობილია, რაც ნაკლებია ფუნქციები, მით მეტად გამძლეა იგი.

აქვე შეავლეთ თვალი პრეფორატორის რამდენიმე გამორჩეულ მოდელს, თუმცა არანაკლებ გამორჩეულებს Holst.ge-ს შესაბამის განყოფილებაში იხილავთ.

BOSCH GBH 240 - ელ. პერფერატორი 790W,2.7J

Bosch perforatori

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 790W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 0611272100
  • წონა (კგ) - 2.8
  • კვების წყარო - 220-240V
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის ძალა - 2.7J
  • დარტყმის სისრაფე - 0-4200min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/30mm/13mm

STANLEY STHM10K-RU ელ. სანგრევი ჩაქუჩი SDS-MAX 10kg 1600W

STANLEY perforatori

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048482896
  • წონა (კგ) - 14.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • ფუნქციები - დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი
  • დარტყმის ძალა - 5-25J
  • დარტყმის სისრაფე - 900-1890min

Dewalt - DCH172P2-QW პერფერატორი ელემენტზე;18V XR Ultra

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 18V
  • ელემენტი - 1.4J
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048741931
  • წონა (კგ) - 5.433
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1060min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებითი სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 2x ელემენტი + დამტენი
  • დარტყმის სისრაფე - 0-4980min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/16mm/10mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება