პირი ქვისკენ მივაბრუნოთ და დენი რომ გაგეთიშოთ, რას აპირებთ, გაქვთ გენერატორი შეძენილი? |
პირი ქვისკენ მივაბრუნოთ და დენი რომ გაგეთიშოთ, რას აპირებთ, გაქვთ გენერატორი შეძენილი? |
ხელფასი ჰიბრიდული ავტომობილივით არისო - ნახევარი ბენზინზე მიდის, ნახევარი - ელექტრობაზეო, ვიღაც ამბობდა იმ დღეს და მოდი და ნუ დაეთანხმები...
კარგი და გადასარევია ავტომობილიც, ბენზინიცა და ელექტროენერგია ხომ საერთოდ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შემცვლელს ვუპოვით ვითომ? ნუ, დავუშვათ, ავტომობილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაანაცვლებს, ბენზინს - გაზი, მაგრამ ელექტროენერგიას შეცვლის რამე? სანთელი და ბუხრის სინათლე არ თქვათ ახლა, კომპიუტერს შეაერთებ, ტელევიზორს ჩართავ თუ ტელეფონს დატენი აგიზგიზებულ ნაკვერჩხალზე? ვერა! მაშ, ელექტროენერგიის მიღების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ალტერნატივა განვიხილოთ: დიახ, დიახ - გენერატორი!..
პირი ქვისკენ მივაბრუნოთ და სახლში ან აგარაკზე დენი რომ გაგეთიშოთ, სად მიდიხართ, რას აპირებთ, გაქვთ თადარიგი დაჭერილი - გენერატორს ამოქოქავთ? ნუ, თუ საკუთარი ჰესი გაქვთ, თქვენთვის გაუსროლია ავრორას, მაგრამ ვინც გაცილებით მოკრძალებულად ცხოვრობს, ალტერნატიული ელექტრომომარაგება ჰაერივით სჭირდება. ცხოვრება იქით იყოს, საქმიანობა თუ ისეთ სფეროს უკავშირდება, სადაც უწყვეტი ელექტრომომარაგებაა აუცილებელი, შეუცვლელია გენერატორი, დაგვეთანხმებით, ეჭვი გვაქვს.
მივყვეთ ახლა თანმიმდევრულად და უკეთ გავიგოთ, რა ტიპის გენერატორები არსებობს, როგორ შევარჩიოთ, როგორ მოვუაროთ და მოკლედ, ჩვენ რომ ვიცით ხოლმე, ისე გემრიელად გავეცნოთ საჭირო ინფორმაციებს.
სად შეიძლება გენერატორი გამოვიყენოთ? ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, ძირითადად მას შემდეგ ადგილებში შეხვდებით:
თითოეულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი გენერატორის სიმძლავრე გახლავთ, რათა დანადგარი დაკისრებულ მოვალეობას გაუმკლავდეს. შესაძლებელია თუ არა იმის განსაზღვრა, როგორი სიმძლავრე გვჭირდება? ახლავე მოგახსენებთ.
დააზუსტეთ თითოეული მომხმარებლის მაჩვენებლები, რომლებიც ქსელს უნდა მიუერთდნენ. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ელექტრომოწყობილობა ერთდროულად არ იმუშავებს. განსაზღვრეთ, რომელი აღჭურვილობა არ ჩაირთვება ერთდროულად სხვა აღჭურვილობასთან ერთად.
ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის 3 კილოვატიც საკმარისია. გამოიყენებთ განათებას, პირველადი აუცილებლობის მოწყობილობებს, მაგალითად, მაცივარს. თუმცა, ერთდროულად ფენის, უთოსა და სარეცხი მანქანის ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.
აგარაკის შემთხვევაში, 5 კილოვატი სიმძლავრე საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. დიდი ალბათობით, აგარაკზე, შესაძლოა, ჭაც გქონდეთ, რომელსაც ტუმბო ამუშავებს და შესაბამისად, გენერატორის ნაწილს იყენებს. ასევე, უპრობლემოდ ჩართავთ კომპიუტერსა და ტელევიზორს ისე, რომ სხვა მოწყობილობების მუშაობაზე სანერვიულო არაფერი გექნებათ.
სამშენებლო მოედანი ის ადგილია, რომელიც ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა. სამშენებლო ხელსაწყოები და აღჭურვილობა დიდ ენერგიას მოითხოვს არა მხოლოდ უშუალოდ ექსპლუატაციის, არამედ ჩართვის დროსაც, მაგალითად, შედუღების აპარატი. უმჯობესია, მშენებლობისთვის აირჩიოთ გენერატორი, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 10 კილოვატია.
მშენებლობისთვის გენერატორი რამდენიმე მიზეზით არის საჭირო:
ჰოდა, იმისთვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, აუცილებელია ელექტროენერგიის სარეზერვო წყარო. კარგი არჩევანი იქნება დიზელის გენერატორი, რომელიც მაღალ სიმძლავრეზე დიდხანს მუშაობს და საწვავსაც ეკონომიურად მოიხმარს.
არსებობს ერთფაზიანი, სამფაზიანი და ასევე, კომბინირებული გენერატორები. არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, რომელი ქსელიდან მუშაობს დანადგარი. სახლებში, როგორც წესი, ერთფაზიანი ქსელი გვხვდება, ამდენად, გენერატორიც შესაბამისი უნდა იყოს. შეცდომა რომ არ მოგივიდეთ, ეს მომენტი წინასწარ უნდა გაარკვიოთ.
თუკი სიმძლავრე და ფაზების რაოდენობა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საცხოვრებლისა თუ შენობის მოთხოვნებს, საწვავის ტიპების შერჩევა უკვე საკუთარი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ. ვნახოთ, რა პლუსები და მინუსები აქვს ბენზინზე, დიზელსა და გაზზე მომუშავე გენერატორებს.
ყველაზე პოპულარული ვარიანტი. სტატისტიკის თანახმად, გაყიდული გენერატორების დაახლოებით 60 პროცენტი სწორედ ბენზინზე მოდის. განსაკუთრებით პოპულარულია ბენზინის გენერატორი საყოფაცხოვრებო პირობებში მოხმარებისთვის.
ბენზინის გენერატორის უპირატესობები:
- ნაკლებად ხმაურიანია;
- არ არის ზედმეტად მძიმე;
- ხელმისაწვდომი ღირებულება. ერთი და იმავე სიმძლავრის დიზელისა და გაზის გენერატორებთან შედარებით, ბენზინის ვერსია გაცილებით ხელმისაწვდომია;
- დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბენზინის გენერატორის დაქოქვა ბევრად მარტივია.
ბენზინის გენერატორის მინუსები:
- 5-8 საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ, აუცილებელია, გენერატორი რამდენიმე საათით დაასვენოთ;
- ბენზინის მაღალი ფასის გამო, ყოველი კილოვატი შედარებით ძვირი გამოდის.
ბენზინის გენერატორის არც თუ ურიგო ალტერნატივა. გვხვდება როგორც მობილური, ისე მოზრდილი ვარიანტები. შედარებით მცირე ზომის დიზელის გენერატორი ჰაერით გაგრილების სისტემით მუშაობს, სტაციონარული - წყლით გაგრილების სისტემით.
დიზელის გენერატორის უპირატესობები:
- დიზელის გენერატორის მოტორესურსი 40 ათას მოტოსაათმდეა;
- უმკლავდება მნიშვნელოვან დატვირთვებს. შესვენების გარეშე ხანგრძლივად მუშაობს;
- საწვავის ხარჯვის მხრივ, დიზელის გენერატორი 20-30 პროცენტით ეკონომიურია.
დიზელის გენერატორის მინუსები:
- იმდენად ხმაურიანია, რომ უმჯობესია, დიზელის გენერატორი ცალკე შენობაში განათავსოთ;
- დიზელის გენერატორის ფასი ყოველთვის მეტია. ერთი და იმავე სიმძლავრის დიზელისა და ბენზინის გენერატორების ღირებულების სხვაობა დაახლოებით 20-40 პროცენტს შეადგენს.
ნაკლებად გავრცელებული ვარიანტია. გაზის გენერატორი ბალონს უნდა მიუერთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა ბალონის მოცულობას უკავშირდება - რაც უფრო დიდია, გენერატორიც მით მეტხანს მუშაობს.
გაზის გენერატორის უპირატესობები:
- ძრავა ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით გამოირჩევა, ვინაიდან გაზი არ აფუჭებს ლითონს და არ იწვევს კოროზიას;
- გაზი გაცილებით ეკოლოგიური საწვავია.
გაზის გენერატორის მინუსები:
- მომატებული საფრთხე, რაც გაზის ბალონების გამოყენებას უკავშირდება.
გენერატორის დამატებით ფუნქციებსა და შესაძლებლობებს შორის აღსანიშნავია მოწყობილობის დაცვისა და დაქოქვის მეთოდები.
ხარისხიანი დანადგარი გადახურებისგან დაცვის სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. კრიტიკული ტემპერატურის მიღწევის შემთხვევაში, გენერატორი ითიშება, რაც ძრავის დაცვას უზრუნველყოფს. ასეთი სისტემის არქონა დანადგარის დაზიანების რისკებს ზრდის.
დაქოქვის მეთოდებს შორის შემდეგია აღსანიშნავი:
ხელით ჩართვისთვის სტარტერის ტროსის მოქაჩვაა საჭირო. ამ მეთოდმა, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეუქმნას დიზელის გენერატორს დაბალი ტემპერატურის პირობებში. ასევე, გარკვეული ძალისხმევაც სჭირდება, თუმცა, თანამედროვე მოდელები საკმაოდ მარტივად იქოქება.
ელექტრო სტარტერი პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, ვინაიდან გენერატორი დენის მუხტით ირთვება. ასეთი მოდელი შედარებით ძვირი ღირს.
მოდელები ავტომატური ჩართვით ყველაზე ძვირადღირებულია. გამოიყენება იქ, სადაც საჭიროა ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, სისტემის ავტომატური ჩართვა. ეს ფუნქცია საჭირო და სასარგებლოა სავაჭრო ცენტრებში, ოფისებში, საწარმოებსა და კლინიკებში.
სწორად შერჩეული გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სახლს, აგარაკს, ოფისს, სავაჭრო ცენტრსა თუ კლინიკას. თუკი დანადგარს სახლში გამოიყენებთ არც ისე დიდი რაოდენობით მოწყობილობის ჩასართავად, გამოგადგებათ გენერატორი 3 კილოვატამდე სიმძლავრით. აგარაკისთვის, უმჯობესია, 5 კილოვატამდე სიმძლავრის გენერატორი შეარჩიოთ, მცირე ზომის მაღაზიისთვის - 7-8 კილოვატიანი.
აღნიშნული მონაცემების მქონე გენერატორებს Holst.ge-ზე მარტივად შეარჩევთ, მარტივად შეიძენთ და ადგილზეც მარტივად მიიღებთ.
აბა, თქვენ იცით!..