პროჟექტორი თუ ლამპიონი? Holst.ge ყველაფერს მოგიყვებათ და არჩევანიც უფრო გაგიმარტივდებათ |
პროჟექტორი თუ ლამპიონი? Holst.ge ყველაფერს მოგიყვებათ და არჩევანიც უფრო გაგიმარტივდებათ |
ყველას ქუჩაზე აუცილებლად მოდის გაზაფხული და ყველა ქუჩა შესაბამისად უნდა შეხვდეს ამ საოცარ ამბავს - განათებული და გალამაზებული.
და რა არის ამისთვის საჭირო?
რა თქმა უნდა, ოპტიმიზმი, გარე განათება, ამაღლებული განწყობა, ლამპიონი, შრომა, პროჟექტორი და ასე შემდეგ.
ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი - როცა განათებაზე ვსაუბრობთ, არჩევანი, უმჯობესია, ეკონომიურ ნათურებზე გავაკეთოთ.
როგორ და რანაირად, ქვემოთ ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ.
ქუჩისა და მაგისტრალური განათების სისტემებზე რომ დიდი დატვირთვა მოდის, მარტივი მისახვედრია. ყოველდღიური ექსპლუატაცია რომ დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, ესეც არახალია. სინათლის ტრადიციულ წყაროებთან შედარებით, LED-სანათების გამოყენება, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 70 პროცენტამდე ეკონომიის საშუალებას იძლევა, რაც დაგვეთანხმებით, ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
შუქდიოდური ნათურების მთავარი უპირატესობებია:
სწორად ორგანიზებული ილუმინაცია პირდაპირ კავშირშია უამრავ მნიშვნელოვან ფაქტორთან, იქნება ეს მძღოლებისა და ქვეითების უსაფრთხოება, კომფორტი, ასევე, მყუდრო ატმოსფერო და ასე შემდეგ.
განათების მოწყობილობების შერჩევისას, პირველ რიგში, იმას უნდა მიექცეს ყურადღება, რა ფუნქციებს დააკისრებთ მათ.
გარე განათება რომ ყველასთვის მისაღები იყოს, უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, ის, რომ ქუჩებსა და ქვეითთა გადასასვლელებზე საჭიროა ლამპიონებისა და ფანრების მონტაჟი, რომლებიც გაფანტულ სინათლეს გამოსცემენ - ამ შემთხვევაში, ნახსენებ მონაკვეთებზე კარგი ხილვადობაა საჭირო.
წერტილოვანი განათება გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვის. ასევე, ის ეხმარება ყურადღების ფოკუსირებას საინფორმაციო ნიშნებზე. მსგავსი განათებისთვის გამოიყენება სხვადასხვა სიმძლავრის პროჟექტორი ნათების სხვადასხვა კუთხით.
პირველ რიგში, გარე განათება, პროჟექტორი, ლამპიონი თუ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, გამძლე უნდა იყოს, ვინაიდან მათი რემონტი და გამოცვლა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატური პირობებიც. ამ ტიპის პროდუქციის ყველა სახეობა ვერ უძლებს კონკრეტულ პირობებს და ეს საკითხი აუცილებლად გულდასმით უნდა იყოს შესწავლილი - ყინვაში ისეთი განათებაა საჭირო, რომელსაც ყინვა მარტივად ვერ დააზიანებს.
სამწუხაროდ, მწარმოებლები უკვე იმასაც ითვალისწინებენ, რომ გარე განათება დაცული იყოს ვანდალური თავდასხმებისგან და რამდენად ერჩიან მსგავს მოწყობილობებს, კი გვინახავს არც თუ სასიამოვნო საყურებელი ჩანაწერები ჩვენი ქვეყნის არაერთი ქალაქიდან.
ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სინათლის ენერგომზოგავი წყაროებიც.