პროჟექტორი |
პროჟექტორი |
განათება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სახლში, ის განუყოფელი ნაწილია რემონტის, დიზაინისა და ინტერიერის შერჩევის პროცესში. მსოფლიოში დღესდღეობით უამრავი სხვადასხვა სახეობის განათება არის გაყიდვაში. ბაზარზე დიდი კონკურენციაა, მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ შექმნან ყველასათვის მოსაწონი და გაყიდვადი პროდუქტი.
მნიშვნელოვანია როგორ შევარჩევთ ჩვენი სახლის სხვადასხვა ოთახისთვის თუ ეზოს ან ვერანდის გარე განათებისათვის საჭირო ნივთებს. აღსანიშნავია ისიც რომ დიდი ყურადღება ეთმობა ნათების ფერს.
ძირითად შემთხვევაში გამოიყენება სამი სხვადასხვა განათება: თბილი, ნეიტრალური და ცივი ნათება.
თბილი ნათება - ძირითადად გამოიყენება სასადილო ოთახში, მისაღებში, საძინებლებში, ძალიან სასიამოვნო, მყუდრო გარემოს ქმნის, რაც თავს გაცილებით მშვიდად და კომფორტულად გაგრძნობინებთ ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
ნეიტრალური ნათება - ძირითადად გამოიყენება სამზარეულოსა და სააბაზანოში, თბილი ნათება თუ მშვიდ გარემოს ქმნის, ნეიტრალური ნათების ოთახში, საქმის კეთება შეგიძლიათ.
ცივი ნათება - დასახელება კარგად არ ჟღერს თუმცა ის საქმეს საუკეთესოდ ასრულებს, თუ შემოქმედებით აქტივობებს ეწევით გირჩევთ ცივ ნათებაზე გააკეთოთ არჩევანი.
მაშ ასე, თუ გსურთ თქვენმა განათებამ მაქსიმალური ეფექტი მოახდინოს გარემოზე, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, იყოს თქვენი საცხოვრებლისა თუ ოფისის შესაფერისი, სჯობს მაღალი ხარისხის სანათებზე შეაჩეროთ არჩევანი.
იმისათვის რომ თქვენთვის სასურველი ხარისხის და მწარმოებლის სანათი შეიძინოთ და საკუთარ გარემოს მოარგოთ, საჭიროა გაეცნოთ როგორი სახის სანათებია დღეს ბაზარზე და რა დადებითი თუ უარყოფითი მახასიათებლებით გამოირჩევა ისინი. სასურველია ზუსტად ვიცოდეთ როგორი ტონალობის განათება გვსურს, ეხება ეს შიდა - დახურულ თუ გარე სივრცეს, ყოველივეს გაითვალისწინებთ შეძლებთ თქვენთვის სასურველი განათების შერჩევას, რომელიც შეეფერება თქვენს გემოვნებასა და დიზაინს.
განათებების ერთ-ერთი მოწყობილობა პროჟექტორია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება გარე სივრცისთვის. პროჟექტორი როგორც ნებისმიერი დანიშნულების ნივთი, საჭიროებს სპეციფიკურ შერჩევას, საჭიროების მიხედვით.
იმისათვის რომ პროჟექტორმა თქვენთვის მნიშვნელოვანი სივრცის განათება უზრუნველყოს, გაითვალისწინეთ სხვადასხვა მახასიათებლები. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ სივრცის მოცულობას, რამდენად ნათელი ტონალობის განათება გსურთ, მთლიანი სივრცის განათება გსურთ თუ მხოლოდ კონკრეტულ ობიექტზე უნდა იყოს მიმართული, თითოეული ეს სურვილი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ პროჟექტორი.
თუ გადაწყვიტეთ პროჟექტორის თქვენთვის მნიშვნელოვანი სივრცე გაანათოთ, კონკრეტულ მახასიათებლებს აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ:
აღნიშნული მახასიათებლები დაგეხმარებათ ყურადღება გამოიჩინოთ შერჩევის პროცესში, შეძლებთ არჩევანი გააკეთოთ როგორც ხარისხიან, ასევე თქვენთვის სასურველ პროჟექტორზე.
მას შემდეგ რაც დაადგენთ რა ტონალობაში გსურთ გაანათოთ სივრცე, რა სიმძლავრისა და მახასიათებლების პროჟექტორი გჭირდებათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რომელი მომწოდებლისგან შეიძენთ ამა თუ იმ ნივთს. ბაზარზე უამრავი მომწოდებელი, რომელთაც ხშირ შემთხვევაში არა აქვთ ორიგინალი პროდუქცია, რადგან უშუალოდ მწარმოებლებთან არ პარტნიორობენ.
სანდო მომწოდებლის რიგებში ჰიპერმარკეტი holst.ge-ია, ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორი განთების სისტემები და პროჟექტორები. აღსანიშნავია რომ მსოფლიო ბრენდების წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია holst.ge.
სხვადსხვა ბრენდის მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროჟექტორებია წარმოდგენილი, ბრენდები რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევიან.
აქ შეხვდებით Ledex და Linus წარმოებულ მაღალი ხარისხის განათებას, მათ შორის პროჟექტორებს.
მოწყობილობის მახასიათებლები დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე, გასანათებელ სივრცეზე დაკვირვებით, შეძენის დროს გაითვალისწინეთ რა სიმძლავრისა და განათების ტონალობა გსურთ.
ჰიპერმარკეტ holst.ge-ს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია Ledex-ის ბრენდის პროჟექტორი, რომლის ფერის ტემპერატურა 6500k; ხოლო განათების სიმძლავრე 17000l; სამუშაო რესურსი გააჩნია 25000hrs; ენერგო ეფექტურობის კალის A+ ; სიმძლავრე კი 200w. აღსანიშნავია რომ ერთი წლის განმავლობაში შეძლებთ ისარგებლოთ საგარანტიო პირობებით. მოცემული ფერის სიმძლავრე და გაშლის კუთხე შესაძლებლობას მოგცემთ გაანათოთ თქვენთვის საჭირო სივრცე, რაც მეტ კომფორტს და სიმშვიდე შეგმატებთ.
დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს განათებას, რომელიც ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სანათის ტიპებიდან ბაზარზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა პროჟექტორები, ჰიპერმარკეტ holst.ge ვებ-გვერდზე შეხვდებით მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასის პროჟექტორებს, რომელთა სარგებლიანობაც გაღებულ ხარჯს მეტი იქნება.