პულივიზატორი - მარტივად შესრულებული საქმე |
პულივიზატორი - მარტივად შესრულებული საქმე |
ზოგიერთი საქმე ლაღია და გართულება საჭირო არ არის. ისეთივე ხალისით უნდა შეასრულოთ. მუშაობის პროცესი თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ და გაერთოთ. საქმით ისიამოვნოთ და კმაყოფილი იყოთ. ზუსტად ამ სპეციფიკით ელექტრო პულივიზატორთან ერთად იმოქმედებთ. ღებვის პროცესი, ფერებთან მუშაობა და სხვადასხვა ტონის დასმა, თავისთავად საინტერესოა. ამას კომფორტული ელექტრო პულივიზატორი ემატება და სიმარტივეს ვიღებთ. თუ გინდათ რომ საქმე არ გაირთულოთ, პულივიზატორს ხელი ჩასჭიდეთ და თავგადასავალში გადაეშვით.
სანამ ელექტრო პულივიზატორამდე მოვიდოდით, მანამდე სხვა ინსტრუმენტით ღებავდნენ. თუმცა, საკმაოდ არაკომფორტულად. ამაზე სულაც ვერ ვიტყოდით, რომ სახალისო საქმე იყო. პირიქით, დამქანცველი და ხანგრძლივი სამუშაოთ წარმოგვიდგება. ამიტომ, თუ დასაწყისში ნახსენები ხალისის შექმნა გსურთ, მაშინ უპირატესობა ელექტრო პულივიზატორს უნდა მიანიჭოთ.
პირველ რიგში, ყურადღებას სიმძლავრე იქცევს. რაც უფრო მაღალი მონაცემები აქვს, მით სწრაფად მუშაობს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ავზის მოცულობაა. საღებავის წამდაუწუმ ჩამატება რომ არ მოგიწიოთ, ტევადი ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. განსხვავებას შესაფრქვევი ლულის ზომასა და ცხვირის ტიპშიც ვაწყდებით.
ამჯერად ორი გამორჩეული ბრენდია წარმოდგენილი: Crown და Tolsen. ზოგიერთი პულივიზატორი მძლავრია, ზოგიც კი ნაკლებად. დანარჩენი მახასიათებლებიც სხვადასხვაა, ამიტომ აუცილებლად იპოვით ისეთს, როგორიც გჭირდებათ. მთავარია არცერთი დეტალი გამოგრჩეთ და თვისებები ყურადღებით გადაიკითხოთ.
Crown - ის პულივიზატორი სიმძლავრით ლიდერია. პროფესიონალიზმში ხელს არაფერი უშლის, ამიტომ ეჭვს ნუ შეიტანთ. ხელსაწყოს ტევადი ავზი და რეგულირებადი ცხვირის ტიპი აქვს. მაღალი წნევისა და ლულის მეშვეობით, საღებავს სწრაფად აფრქვევს. სწორედ ამიტომ, დიდი ტერიტორიისთვისაა ზედგამოჭრილი. წვრილმანი საქმეები მისი არ არის, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება სწადია.
უპირატესობები:
იმავე ბრენდის მეორე პულივიზატორი კი მცირე სივრციდან იწყებს. ამ ხელსაწყოს კომფორტის ზონა პატარა ტერიტორიაა. ასე იმიტომ გადავუწვიტეთ, რომ შედარებით ნაკლები სიმძლავრისა და მოცულობისაა. საქმეს კი გულდასმით ეკიდება.
უპირატესობები:
Tolsen - ის პულივიზატორი მსუბუქი და კომპაქტურია. დაბალი სიმძლავრისაა, მაგრამ დეტალებთან სამუშაოდ საუკეთესოა. ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტია აქვს. ხელსაწყო მოტივაციას აგიმაღლებთ და საქმეს თავს კარგად გაართმევთ.
უპირატესობები: