პულივიზატორით შედევრებსაც შექმნით, თქვენ ოღონდ მოინდომეთ |
პულივიზატორით შედევრებსაც შექმნით, თქვენ ოღონდ მოინდომეთ |
ამდგარიყო მალევიჩი და შავი კვადრატის დახატვის ნაცვლად, თეთრი კვადრატი შეექმნა - შავ საღებავსაც დაზოგავდა და... და მაინც ყველა გაკვირვებული იქნებოდა, ამ უცნაურობაში ფულს როგორ იხდიანო... ან თუ მაინცდამაინც შავი უნდა ყოფილიყო, ფუნჯებით რას ხატავდა, აეღო პულივიზატორი და ყველაზე ძვირფასს დაზოგავდა - დროს... შედეგი ამ შემთხვევაშიც ისეთი იქნებოდა, რაც ზემოთ ვთქვით...
უმჯობესია, მოვასვენოთ პატივცემული კაზიმირ მალევიჩი! თავისი სიტყვა ნამდვილად თქვა ამ უნიჭიერესმა ადამიანმა და თან ძალიან მაგარი სიტყვა და მთავარ სათქმელზე გადავიდეთ - ელექტრო პულივიზატორი განვიხილოთ.
ელექტრო პულივიზატორი საუკეთესო სპეციალისტების საუკეთესო დამხმარეა. თუმცა, არა, რატომ მხოლოდ სპეციალისტების? მოყვარულებიცა და რემონტის ამბებში ნაკლებაც გათვითცნობიერებული ადამიანებიც მას პრაქტიკულად, უპრობლემოდ გამოიყენებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ განსაკუთრებით მოინდომებენ, შედევრების შექმნასაც შეძლებენ, რატომაც არა?!
როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, პულივიზატორის ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა ის გახლავთ, რომ სასურველი ზედაპირის შეღებვის პროცესის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს და დროის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს. რაღა თქმა უნდა, ეს ერთადერთი პლუსი არ არის და მივყვეთ, ერთი, ყველაფერს საგულდაგულოდ გავეცნოთ.
ესე იგი, ელექტრო პულივიზატორის რამდენიმე ტიპი და უამრავი მოდელი არსებობს, რაც პრინციპში, გასაკვირი სულაც არ არის - მართლაც საჭირო ხელსაწყოა და შესაბამისად, მწარმოებლები მისი ასორტიმენტის გაზრდას მუდმივად ცდილობენ. განსაკუთრებული მოთხოვნა კი, ბუნებრივია, თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ პულივიზატორებზეა.
გამოიყოფა პულივიზატორის სამი ტიპი:
1. პნევმატური (დაბალი ან მაღალი წნევის ტექნოლოგიით);
2. მექანიკური;
3. ელექტრო.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს სპეციალიზებული ელექტრო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია, ზედაპირი მაღალი სიბლანტის შემადგენლობებით შეიღებოს.
ეჭვგარეშეა, მორიგი უპირატესობა ის არის, რომ როცა ელექტრო პულივიზატორი არსებობს, აღარ არის საჭირო ფუნჯი, სამღებრო ლილვაკი თუ სხვა ტიპის საფრქვეველი. გარდა ამისა, გამოიყოფა შემდეგი დადებითი მხარეები:
როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკა, ელექტრო პულიზივატორის შემთხვევაშიც, გარკვეული უარყოფითი მხარეები მაინც არსებობს:
ელექტრო პულივიზატორით ნებისმიერი ზედაპირის შეღებვა შეიძლება. საღებავი მცირე ზომის ავზიდან ტუმბოს დახმარებით საქშენის გავლით გამოდის. ხრახნი, რომელიც როგორც წესი, სახელურზეა განთავსებული, საღებავის რაოდენობის დარეგულირების საშუალებას იძლევა. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ჭავლის ელექტრორეგულატორით. ასევე, სპეციფიკური დეტალისთვის დამუშავებისთვის შესაძლებელია ცალკე საქშენის შერჩევა.
საღებავებისა თუ სხვა შემადგენლობების ასორტიმენტი, რომლებითაც ელექტრო პულივიზატორით მუშაობა შეიძლება, საკმაოდ ფართოა. ესენია:
ყურადღებით იყავით, ყველა ელექტრო პულივიზატორს არ შეუძლია ჩამოთვლილი შემადგენლობებით მუშაობა!
საუბრის დასაწყისში მოხმობილი კლასიფიკაციის გარდა, მოქმედების პრინციპის მიხედვით ელექტრო პულივიზატორის ტიპები შემდეგნაირად იყოფა:
ელექტრო პულივიზატორის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი დეტალია ავზი, რომელიც აუცილებლად კორპუსის განუყოფელი ნაწილია და ცალკე არ გვხვდება.
განლაგება - ავზი, როგორც წესი, განლაგებულია საქშენზე ან მის ქვემოთ. მოდელი, რომელზეც ავზი საქშენის ზედა ნაწილშია, უმნიშვნელო უპირატესობის მატარებელია ბლანტი ლაქებისა და საღებავების გამოყენებისას, თუმცა ასეთი ინსტრუმენტის ხელში დიდხანს ჭერა, როცა რეზერვუარი სავსეა, არც მთლად მოსახერხებელია. მოდელი, რომელსაც ავზი ქვედა ნაწილში აქვს, არც ისე კარგია ისეთ შემთხვევებში, როცა ჭერის შეღებვა საჭირო.
მოცულობა - მოდელიდან გამომდინარე, ავზის ტევადობა 700-დან 1800 მილილიტრამდე მერყეობს (0,7-1,8 ლიტრი). ელექტრო პულივიზატორის მექანიზმი იქმნება უწყვეტი მუშაობისთვის იმ დროის გათვალისწინებით, რაც განსაზღვრული მოცულობის ამოწურვას სჭირდება. ამის შემდეგ, ზოგჯერ გარკვეული შესვენებაა საჭირო.
მასალა - შესაძლებელია ორი ვარიანტი: პლასტმასი და ლითონი. პლასტმასის ავზი უფრო ბიუჯეტური მოდელებისთვის გამოიყენება. ერთდაერთი უპირატესობა გამჭვირვალობაა, ვინაიდან დარჩენილი საღებავის რაოდენობის კონტროლია შესაძლებელი. მინუსი ის გახლავთ, რომ ინსტრუმენტის დავარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, ავზი გატყდეს. ასევე, გარეცხვა შედარებით რთულია. ლითონის ავზი გაცილებით გამძლეც არის და გასარეცხად - ბევრად მარტივი.
ელექტრო პულივიზატორის შერჩევისას ყურადღება შემდეგ დეტალებს უნდა მიაქციოთ:
ელექტრო პულივიზატორი ყველაზე მისაღები ვარიანტია საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენებისთვის. ინსტრუმენტს არ სჭირდება შეკუმშული ჰაერი, ვინაიდან ჩაშენებული აქვს უჰაერო ტუმბო, რომელიც სითხეს ზუსტი დოზირებით ასხურებს.
პულივიზატორის დახმარებით, ერთ საათში დაახლოებით 250 კვადრატული მეტრის შეღებვაა შესაძლებელი. ასევე, ელექტრო პულივიზატორი ღებვის სხვა საშუალებებს რომ შევადაროთ, მასალის მნიშვნელოვან ეკონომიას მივიღებთ. ინსტრუმენტის წონა მოდელის ტიპზეა დამოკიდებული და როგორც წესი, 25 კილოგრამს არ აღემატება, „პისტოლეტის“ ტიპის წონა კი, ჩვეულებრივ, 2-3 კილოგრამი გახლავთ.
ელექტრო პულივიზატორის შეძენა ნამდვილად გამართლებულია, თუკი საღებავების გამოყენება ხშირად გიწევთ - დროსაც დაზოგავთ, თანხებსაც და ვინ იცის, შედევრის შექმნაც კი მოახერხოთ...