რა აქვს მოტობლოკს სატრაბახო?

როგორც ყველა პატარა მანქანა ოცნებობს, რომ გავიზრდები, ჯიპი უნდა გამოვიდეო, ზუსტად ასეა მოტობლოკი - გავიზრდები და ტრაქტორი გავხდებიო, წაიოცნებებს ხოლმე...

გამოდის, როგორც ადამიანების უმეტესობა არ აფასებს სათანადოდ საკუთარ შესაძლებლობებს, მოტობლოკიც ასე ყოფილა - დიდ ტრაქტორზე ნაკლები შესაძლებლობები სულაც არ აქვს და რიგ შემთხვევაში, ისეთ დავალებებსაც კი უმკლავდება, „მამაპაპური“ ტრაქტორისთვის შეუძლებელი რომ არის.

ღირებულებას აღარ იკითხავთ? თუკი ტრაქტორი ბევრი ათასი ღირს, აი, მოტობლოკი, იგივე ხელის ტრაქტორი, გაცილებით ხელმისაწვდომია და როგორც უკვე ვთქვით, შესაძლებლობების მხრივ საკვეხარიც ნამდვილად ბევრი აქვს.

რით შეუძლია დაიტრაბახოს მოტობლოკმა? ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ:

- რისთვის არის საჭირო მოტობლოკი?

მოტობლოკი საუცხოო დამხმარეა ნებისმიერი მიწათმოქმედისთვის - მას აგრარული სამუშაოების ფართო სპექტრთან გამკლავება შეუძლია, ასევე, გარკვეული მოდიფიკაციები საქონლის ტრანსპორტირებისა და გადაადგილებისთვისაც გამოიყენება.

ხელის ტრაქტორი გამოიყენება, მაგალითად, ნიადაგის კულტივაციისთვის, მცენარეების დარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის, ითავსებს აერატორისა და სკარიფიკატორის ფუნქციებს. დამატებითი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, მოტობლოკი გაზონის საკრეჭად გადაკეთდეს, ასევე, თოვლის საწმენდად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი ზომის ჯაგრისით მოტობლოკი ასფალტს მტვრისგან დაასუფთავებს, მიწას - ფოთლებისგან. მოკლედ, ასეთი უნივერსალური დანადგარია მოტობლოკი და რაც უფრო მძლავრია მოდელი, მით ეფექტიანი და ფაქტობრივად, ყოვლისშემძლეა.

- რა კატეგორიებად იყოფა მოტობლოკი?

მოტობლოკის მოდელები წონის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველში შედის ზემსუბუქი და მსუბუქი მოდელები, რომელთა წონა 40 კილოგრამამდე მერყეობს. საშუალო კატეგორიაა მოდელები 40-დან 80-90 კილოგრამამდე, ხოლო მესამე, მძიმე კატეგორიაში უკვე ადგილს იკავებენ მოდელები, რომელთა წონაც 90 კილოგრამს აღემატება. მძიმე ტექნიკის მასა შესაძლოა, 350 კილოგრამსაც აღწევდეს და როგორც წესი, დიდ მეურნეობებში, საკმაოდ რთული დავალებების შესასრულებლად გამოიყენება.

- რა ტერიტორიების დასამუშავებლად არის განკუთვნილი ტრაქტორების თითოეული კატეგორია?

ზემსუბუქი და მსუბუქი მოტობლოკები 4,5 ცხენის ძალის სიმძლავრით შედარებით მცირე ზომის ნაკვეთების დამუშავებისთვის იქმნება. ასეთი მოდელი გაცილებით მანევრირებადია, გამოირჩევა კომპაქტური და კომფორტული მართვით.

საშუალო მასის მქონე მოტობლოკი, რომელსაც დაახლოებით 7 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს მიღებული, დამატებითი აღჭურვილობის მრავალფეროვან სახეობას ირგებს. გამოიყენება განსხვავებული ნიადაგების დასამუშავებლად და უამრავ სამუშაო ოპერაციას ასრულებს.

მძიმე მოტობლოკი პროფესიონალური დონის ტექნიკაა, ამასთან ერთად, სიმძლავრითაც გამორჩეული - 16 ცხენის ძალამდე. ფლობს დიდ მოტორესურსს და ურთულეს დავალებებსაც წარმატებით უმკლავდება, მათ შორის, შეუძლია დაახლოებით 45 ჰექტარი ტერიტორიის დამუშავება. ასევე, შეუძლია ტვირთის გადატანა და ხშირად გამოიყენება როგორც გადაადგილების საშუალება.

- რატომ არის მოტობლოკის მუშაობაში მნიშვნელოვანი მისი წონა?

მძიმე მოტობლოკი უფრო მდგრადია, ვიდრე მსუბუქი მოდელები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო პროცესში მათი მართვა ბევრად ადვილია. წონა ხელს უწყობს ნიადაგის ღრმა დამუშავებას და შესაბამისად, ნიადაგის დამუშავებას უფრო ეფექტიანს ხდის.

ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ მოტობლოკის ნაკლები წონა ნაკლი შეიძლება იყოს. არავითარ შემთხვევაში!  მცირე ზომის ნაკვეთსა და რთულ რელიეფს მსუბუქი ხელის ტრაქტორი ჩინებულად ერგება და უმკლავდება.

ყურადღება მიაქციეთ წონის განაწილებას. თუ მოტობლოკის ძრავა შედარებით წინა ნაწილშია, მაშინ დატვირთვა ოპერატორის ზურგზე მოდის, ხოლო თუკი მოტორი უფრო უკან, ოპერატორთან ახლოსაა, მაშინ დატვირთვა ხელებზე ნაწილდება. საუკეთესო ვარიანტია, როცა ძრავა მოტობლოკის შუა ნაწილშია განლაგებული.  

- ბენზინი თუ დიზელი?

რთული საქმისა და დიდი ტერიტორიის კულტივაციისთვის იდეალურია მძლავრი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ დიზელის მოტობლოკი ბენზინისაზე მძლავრია ხოლმე, უფრო ხშირად მაინც ბენზინზე მომუშავე მოდელს ყიდულობენ. სეზონური გამოყენებისთვის და ასევე, საშუალო ფართობის დამუშავებისთვის სწორედ ბენზინის მოდელია უმჯობესი და ფასითაც ბევრად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება აქტიურ და ყოველდღიურ საქმიანობას, დიდი ფერმებისთვის დიზელის ვერსია ჯობიაო, საქმეში ჩახედული ხალხის რჩევაა...

- როგორი რედუქტორები მონტაჟდება მოტობლოკებზე?

იმის მიხედვით, რომელ კატეგორიას განეკუთვნება მოტობლოკი - მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე, შესაბამისი რედუქტორები გამოიყენება: ჭიახრახნული, ჯაჭვური, კბილანური ან კბილანურ-ჯაჭვური.

რედუქტორის დახმარებით მოტორის სიმძლავრე გადაეცემა ბორბლებსა და აღჭურვილობას. გადაცემათა კოლოფი რამდენიმე გადაცემათა კოლოფი არის მნიშვნელოვანი ტექნიკური ელემენტი, რომელიც საფუძვლად უდევს ტრაქტორის გადაცემას. რედუქტორი რამდენიმე გადაცემით ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური ელემენტია, რომელიც საფუძვლად უდევს მოტობლოკის ტრანსმისიას.

ჭიახრახნული რედუქტორით აღიჭურვება მსუბუქი მოტობლოკი, რომელიც მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობისთვის რეკომენდებული არ არის.

ჯაჭვური რედუქტორი ოპტიმალური სამუშაო მაჩვენებლებით არის გამორჩეული. ასეთი მოდელი გაცილებით კომფორტულია როგორც ექსპლუატაციის, ისე - სერვისის მხრივ.

კბილანური და კომბინირებული კბილანურ-ჯაჭვური რედუქტორები, როგორც მიხვდით, მძიმე მოტობლოკის „საბედოა“ და ხანგრძლივი სამუშაო რესურსითაც გამოირჩევა. ამასთან ერთად, შეუძლია ყველა რთული სამუშაოების ეფექტიანად შესრულება.

- რამდენად მოქმედებს მუშაობის ხარისხზე მოტობლოკის სიჩქარეების რაოდენობა?

მოტობლოკის სიჩქარეების დიდი რაოდენობა საშუალებას იძლევა გარკვეული სამუშაოები კიდევ უფრო იოლად და კომფორტულად შესრულდეს. მაგალითად, პირველი სიჩქარე უნდა იყოს ნელი და რაც შეიძლება მაღალი ბრუნვის, მყარი და მკვრივი ნიადაგის ხარისხიანი დამუშავებისთვის.

მოტობლოკის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფებს შეიძლება ჰქონდეს: 2+1 - ორი წინა და ერთი უკანა სიჩქარე, 3+1 - სამი წინა სიჩქარე და ერთიც - უკანა. ასეთი ვარიანტი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ასევე, 4+2 - ანუ ოთხი წინა და ორი კი - უკანა სიჩქარე, რაც ყველაზე უფრო რთული ოპერაციების შესრულების საშუალებას იძლევა.

უკანა სიჩქარის არსებობა მოტობლოკს უფრო მანევრირებადს ხდის და ხელს უწყობს შეზღუდულ სივრცეებშიც იმუშაოს.

- რომელი ზეთი და საწვავია საჭირო მოტობლოკისთვის?

ზეთი, რომელიც მოტობლოკისთვის არის საჭირო, ტექნიკის ექსპლუატაციის სხვა რეკომენდაციებთან ერთად, აუცილებლად არის მითითებული ინსტრუქციაში. ზეთი მოტორის დეტალების გამართულად მუშაობისთვის არის აუცილებელი. ზოგიერთ მოდელს, მაგალითად, ზეთისა და საწვავის სწორი პროპორციებით შერევა სჭირდება. ორტაქტიანი ძრავა ზეთისა და ბენზინის ნარევზე მუშაობს, ოთხტაქტიანი - სუფთა ბენზინზე.

რომელ საწვავზე მუშაობს მოტობლოკი, ეს ინფორმაციაც ინსტრუქციაშია მითითებული. უმრავლეს შემთხვევაში, აი-92 ტიპის ბენზინია გამოსადეგი. რეკომენდაციების უგულებელყოფა და იაფფასიანი ბენზინის გამოყენება ადრე თუ გვიან დანადგარს დააზიანებს.

- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მოტობლოკის შერჩევისას?

მოტობლოკის შერჩევის დროს, როგორც წესი, შემდეგ ძირითად პარამეტრებს ითვალისწინებენ: მიწის ფართობი და სამუშაოების სახეობა.

ტექნიკის არასათანადო ექსპლუატაცია მოტორის სწრაფად ცვეთას იწვევს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრუნტის ტიპსაც. ზედმეტად მყარი ნიადაგი, რომელიც მრავალი წელი დამუშავების გარეშე იყო მიტოვებული, მძიმე ტექნიკით უნდა დამუშავდეს, ვინაიდან დიდია ალბათობა, რომ მოტობლოკს ძალიან მალე დააზიანებს.

ყურადღება უნდა მიექცეს მოტორს, გადაბმულობას (ე.წ. სცეპლენია), სიჩქარეს, მართვას, წონას. გრუნტის დამუშავების ხარისხზე მოქმედებს ფრეზის ჩაღრმავება და კულტივაციის სიგანე. ასევე, დანადგარის შერჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ნაკვეთის ფართობი, არამედ ხეებს შორის არსებული მანძილი.

საბოლოო ჯამში, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შესაძლებლობების გათვალისწინებით, აბსოლუტურად მისაღები ფასი აქვს. ამასთან ერთად, გამორჩეულია წარმადობით, შეუძლია უამრავი ფუნქციის შეთავსება, რაზეც ზემოთ, პრინციპში, საკმაოდ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ.

ასე და ამგვარად, მოტობლოკის შესაძლებლობებში რაკი გავერკვიეთ, უკვე შეძენაც შეიძლება მარტივად და ხელსაყრელ ფასად, Holst.ge-ზე, რაღა თქმა უნდა.

LEO-მოტობლოკი ფრეზით 99CC-3HP :LPT36-A

LEO motobloki (xelis traqtori)

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - მოტობლოკი
  • სიმძლავრე - 3HP
  • დამატებითი მახასიათებლები - ნიადაგის დამუშავების სიგანე & სიღრმე: 36cm & 130mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი  - 6941814745913
  • წონა (კგ) - 31
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 1 l
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 260mm
  • წარმადობა (Max) - 99cc

LEO-მოტობლოკი ფრეზით LPT45-A :79CC-3HP

LEO motobloki (xelis traqtori)

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - მოტობლოკი
  • სიმძლავრე - 3HP
  • დამატებითი მახასიათებლები - ნიადაგის დამუშავების სიგანე & სიღრმე: 45cm & 5-20cm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6941814711734
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 1.8 l
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 260mm
  • წარმადობა (Max) - 79cc

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება