რა არ იცით ხელსაწყოების ნაკრების შესახებ? |
რა არ იცით ხელსაწყოების ნაკრების შესახებ? |
ხელსაწყოების ნაკრები ერთ კომპლექტში გაერთიანებული ინსტრუმენტებია, რომლებიც სწორ დროსა და ადგილას მუდამ თქვენთანაა. ამ საოცარ ყუთში ბევრი ისეთი ნივთი იყრის თავს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება დაგჭირდეთ. სწორედ ამიტომ, მისი შეძენა ურიგო არასდროსაა. ამ მომენტში იქნებ არ მოიხმარდეთ, მაგრამ ხვალ ინატროთ. მოკლედ, ხელსწყოების ნაკრები არაჩვეულებრივი ინსტრუმენტებითაა სავსე. თუმცა, რა სხვაობაა მათ შორის? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენამდე? ბევრი დეტალია და ბლოგში ყველაფერზე რიგ-რიგობით ვისაუბრებთ.
ინსტრუმენტების ნაკრები ისეთ ნივთებს მოიცავს, რომელიც ყველგან შეიძლება დაგჭირდეთ. პირველ რიგში, სახლი განვიხილოთ. კომპლექტში არსებული ხელსაწყოები ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. მაგალითად, კარი გაქვთ შესაკეთებელი? რა პრობლემაა, რომელიმე ინსტრუმენტი აუცილებლად გაგიმაგრებთ ზურგს და ამ არც თუ ისე მარტივ საქმეში გულითად დახმარებას გაგიწევთ. იქნებ ონკანია შესაკეთებელი? ამ ტიპის სამუშაოსაც არ თაკილობს და პირნათლად ასრულებს. იმ შემთხვევაში თუ ხელოსანი ბრძანდებით, ხელსაწყოების ნაკრები ყოველ მიზეზ გარეშე დაგჭირდებათ. სადაც უნდა წახვიდეთ, ყველგან თან გექნებათ და დასახმარებლად ნებისმიერ დროს უხმობთ.
ერთ ყუთში უამრავი გამოსადეგი ხელსაწყოა მოთავსებული - სწორედ ეს ხდის ინსტრუმენტების ნაკრებს კომფორტულს. თითოეულ ნივთს მისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს და თუ გამოყენების შემდეგ, მაშინვე იქ დააბრუნებთ, არსად აგებნევათ და როცა ისევ დაგჭირდებათ, ძებნას არ დაუწყებთ. გარდა ამისა, გადასაადგილებლადაც ძალიან კომპაქტურია. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და ყუთიც საშუალო სიმძიმისაა. ყოველ შემთხვევაში, წონის გამო დიდი დისკომფორტი არასდროს შეგექმნებათ. მოკლედ, ინსტრუმენტების ნაკრები ყველანაირად საუკეთესოა.
თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ყველაფერს მაღალ ხარისხში გთავაზობთ. ჩვენთან მხოლოდ გამძლე ინსტრუმენტებს და საუკეთესო ბრენდებს გადააწყდებით. ასევე, კიდევ ერთი დადებითი მხარეა ფართო არჩევანი. მხოლოდ ერთი და ორი ხელსაწყო კი არა, ბევრად მეტი სახეობის ინსტრუმენტი დაგხვდებათ. კონკრეტული მოდელი შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც თქვენ გჭირდებათ, ამიტომ, ალტერნატივა ყოველთვის კარგია. რაც შეეხება უშუალოდ ინსტრუმენტების ნაკრებს, ბლოგში Tolsen-ის ხელსაწყოებს განვიხილავთ. თუმცა, საიტზე სხვა ბრენდებსაც შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ. ამჯერად კი სამ სხვადასხვა კომპლექტს გავეცნობით. ყველა მათგანი კარგად გამოსაყენებელია, თუმცა გააჩნია საქმეს. სწორედ ამიტომ, საჭიროა მახასიათებლებს გულდასმით გადაავლოთ თვალი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ სასურველი მოდელი.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა უკვე ვახსენეთ. ჩვენს ონლიან ჰიპერმარკეტში მართლაც რომ მხოლოდ ხარისხიან ინსტრუმენტებს გადააწყდებით, ნებისმიერ შემთხვევაში ასეა, მნიშვნელობა არ აქვს საქმე ნაკრებს ეხება თუ ბარგალკას. თუმცა, ყველაფერი ეს არ არის, უპირატესობების მთელი სია წინაა. იმით გავაგრძელოთ, რომ ჩვენგან ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მაღაზიაში მოსვლა, ნივთების ადგილზე შეძენა, რიგში დგომა და სხვა მსგავსი უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდა, ამ ეტაპების გავლა ბევრად მარტივად, ონლაინ მოგიწევთ. ნივთებს საიტზე არჩევთ, საყიდლების კალათში აგდებთ, მისამართსა და სხვა ასეთ დეტალებს უთითებთ, იხდით თანხას და სულ ესაა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.
Tolsen-ის ხელსაწყოების ნაკრები საკმაოდ ბევრ ინსტრუმენტს მოიცავს, კერძოდ, 216 ცალს. ფაქტობრივად, კომპლექტი ყველაფერს აერთიანებს, რაც კი საქმიანობის დროს შეიძლება დაგჭირდეთ. თუ მსგავსი ტიპის სამუშაოები თქვენი ყოველდღიურობაა, ამ უნიკალურ ნაკრებს გირჩევთ.
უპირატესობები:
მეორე ინსტრუმენტების ნაკრები საშუალო რაოდენობას მოიცავს, კონკრეტულად 116 ცალს. თითოეული ხელსაწყო დიდი რუდუნებითაა შერჩეული და ისეთი ნივთებია გაერთიანებული, რომლებიც ყველაფერში გამოგიწვდით დახმარების ხელს. გამოსადეგია როგორც დამწყებთათვის, ასევე უკვე სფეროში კარგად გაწაფული ხალხისთვისაც.
უპირატესობები:
Tolsen-ის მესამე ნაკრები 65 ინსტრუმენტს მოციავს. ამ კონკრეტული მოდელის უპირატესობა ის არის, რომ სახრახნისი მოყვება. ხარისხს კი ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ბრენდი მუდამ სანდო პროდუქტებს გვთავაზობს. ინსტრუმენტების ნაკრებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ესეც დამატებითი უპირატესობაა.
უპირატესობები: