რა არის ცირკული ხერხი |
რა არის ცირკული ხერხი |
ცირკული ხერხი ჩვეულებრივი ინსტრუმენტი არ არის. ბევრად უფრო საინტერესო და სასარგებლოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მართალია ზებუნებრივ ძალებს არ ფლობს, მაგრამ მისი საქმე ხუთი თითივით იცის. სამუშაო კი საკმაოდ რთულია. ხელსაწყოს ხისა და ბეტონის დამუშავება ევალება. ამ ყველაფერს კი სიზუსტე და სიყოჩაღე სჭირდება. ცირკულ ხერხი ორივეს ფლობს. მოკლედ, მასალის დამუშავებაში ფრიად განსწავლულია და ნამუშევრის დაწუნება გაგიჭირდებათ.
Holst.ge - ზე არსებულ ცირკულ ხერხებს კომპლექტაცია მოყვება. დამატებითი ნივთები კი ყოველთვის სასარგებლოა ინსტრუმენტის მუშაობისთვის. თითოეული ხელსაწყო რუდუნებითაა შერჩეული. ამიტომ, გამოუსადეგარ ნივთს ვერ იპოვით. ყველას თავისი მოხმარეის წესი და დრო აქვს.
სრული ნუსხის სანახავად, ცირკული ხერხების გვერდზე უნდა გადახვიდეთ. მანამდე კი სამ ბრენდს ახლოდან გაგაცნობთ. ესენია: Dewalt, Crown და Bosch.
Dewalt - ის ცირკული ხერხს მაღალი მონაცემები აქვს. სიმძლავრიდან დაწყებული სიჩქარით დასრულებული, ყველაფერში ძლიერია. კომპლექტაციაში ყველაზე მეტი ნივთი მოყვება, კერძოდ, 24 კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, პარალელური მისაბჯენი, ტორცის მისაბჯენი, მისაწოლი და გასაღები. Dewalt - ის ცირკული ხერხი ხესა და ბეტონს მაქსიმალურად ამუშავებს. კომპაქტური გამოსაყენებელია და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის ცირკული ხერხი ელემენტზე მუშაობს. დატენვის ხანგრძლივობა ერთი საათია. ძალას მოკლე დროში იკრეფს და ძველებური განწყობით მუშაობს. უნახშირო მოტორი და გამძლე ელემენტი აქვს. კომპლექტაციაში პარალელური მისაბჯენი მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
საშუალო სიმძლავრის Bosch - ის ცირკული ხერხი, შრომატევად საქმეს შეგიმსუბუქებთ. კომპლექტაციაში საჭრელი დისკი, პარალელური მისაბჯენი და გასაღები მოყვება. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, მსუბუქი და კომპაქტურია. საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომ საქმე ანდოთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: