რა არის ნიველირი და რისთვის გამოიყენება ხელსაწყო?

არ თქვათ ახლა, ნიველირი არ მაქვსო!.. ოჯახი ხრამია, კაცო, არ გაგიგიათ? გქონდეთ სადმე ერთი კაი მშვენიერი ნიველირი, პურს ითხოვს თუ წყალს?!

სხვათა შორის, ხუმრობა იქით იყოს და ოპტიკური თარაზო ასე ხელწამოსაკრავი ხელსაწყო ნამდვილად არ გახლავთ, არავითარ შემთხვევაში!

სპეციალისტებმა შესანიშნავად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ნიველირი, თანაც, კარგი, ხარისხიანი ნიველირი და კი შეუძლიათ Holst.ge-ზე სასურველი მოდელი მოიძიონ, ხოლო ვინც ვერ ერკვევა, მაგრამ აინტერესებს, რისთვის არის საჭირო ოპტიკური თარაზო, ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ და სადაც ახლავე ყველაფერში გაგარკვევენ.

მაშ ასე, სანამ დეტალურ აღწერაზე გადავალთ, ის გავიგოთ, რას ნიშნავს ნიველირება და რა დანიშნულებით გამოიყენება ნიველირი.

ნიველირება - დედამიწის ზედაპირის წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის დონესთან შედარებით.

„ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ: ნიველირი (ფრანგ. niveler— „გათანაბრება“ < niveau — „დონე“) — გეოდეზიური ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ნიველირება, აგრეთვე, ხაზებისა და სიბრტყეების საჭირო დახრის კუთხით დაკვალვა.

არსებობს ხშული და გადასადებჭოგრიანი ნიველირები.

ხშულია რევერსიული და კონტაქტური თარაზოიანი ნიველირები; გადასადებჭოგრიანია შიმშაზე მიმაგრებული, ჭოგრაზე ჩამოკიდებული და ჭოგრაზე დასადგმელი თარაზოიანი ნიველირები. ამჟამად იყენებენ თვითმომწესობად ნიველირებსაც.

ნიველირება - დედამიწის ზედაპირის წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის დონესთან შედარებით.

როგორ უნდა გამოიყენოთ ნიველირი

ნაბიჯი 1 - დასაწყისისთვის, აუცილებელია ნიველირის განსათავსებლად შესაფერისი ადგილის მოძიება. ყველაზე ხელსაყრელი ადგილია გასაზომი სივრცის ცენტრი. შერჩეულ ადგილზე თავსდება შტატივი. თანაბარი ჰორიზონტალური პოზიციის მისაღებად, მოუშვით შტატივის დამჭერები, დააყენეთ შტატივის თავი საჭირო სიმაღლეზე და მოუჭირეთ ხრახნები.

ნაბიჯი 2 - ოპტიკური თარაზო შტატივზე ხრახნით მონტაჟდება. გამათანაბრებელი ხრახნების საჭირო კონდიციამდე ტრიალით მიიღწევა მოწყობილობის ჰორიზონტალური პოზიცია.

ნაბიჯი 3 - დარჩა ფოკუსირება. ამისათვის ოპტიკური საზვერავი მილი უნდა იყოს მიმართული ძელაკისკენ და ფოკუსირების ხრახნის შემობრუნებით, მაქსიმალურად მკვეთრი გამოსახულების მისაღებად, ოკულარული რგოლი ფოკუსს დაარეგულირებს. თუკი საჭიროა მანძილის გაზომვა ერთი წერტილიდან მეორემდე, ან შენობის ღერძია გამოსაკვეთი, გამოიყენება ცენტრირება. ამისთვის ნიველირი წერტილის თავზე უნდა განთავსდეს.

ნაბიჯი 4 - მოწყობილობის სათანადოდ განთავსების შემდეგ უკვე უშუალოდ კვლევაზე გადასვლაც შეიძლება. ნიველირი მიემართება საწყისი წერტილისკენ და იწყება ათვლა. მიღებული მონაცემები გროვდება საველე ჟურნალში. შემდეგი ნაბიჯია წერტილის შეცვლა და ნახსენები პროცედურის ხელახლა გავლა.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ნიველირი შეუცვლელი ხელსაწყოა როგორც სამშენებლო მოედანზე, ისე ყოველდღიურობაში. შესაძლოა, მხოლოდ აღწერით ვინმეს შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ნიველირის გამოყენება რთულია, თუმცა როცა ადამიანი ყველაფერში კარგად გაერკვევა, დაუძლეველი, რაღა თქმა უნდა, საერთოდ არაფერია.

ოპტიკური თუ ლაზერული თარაზოს შეძენა Holst.ge-ზე შეგიძლიათ. ასევე, სიამოცნებით დაგეხმარებით, შეარჩიოთ ნებისმიერი სასურველი მოწყობილობა.

CROWN CT44043-ოპტიკური თარაზო

Crown niveliri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 60 m
  • გარანტია -  1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422316
  • წონა (კგ) - 1.3
  • კომპლექტაცია - ქეისი
  • სიზუსტე - ±0.3 mm
  • მონაცემები - 32Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt niveliri

  • ბრენდი - Dewalt
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 100 m
  • გარანტია -  1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048144657
  • წონა (კგ) - 9.4
  • კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m
  • მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება