რა არის ნიველირი და ვის სჭირდება ეს ხელსაწყო? |
რა არის ნიველირი და ვის სჭირდება ეს ხელსაწყო? |
ერთიორი კარგი მარკშეიდერი ყველას სჭირდებაო, ვაჟა ზაზაევიჩს რომ ჰკითხო „ცისფერი მთებიდან“... რამდენად მართალია ეს შეხედულება, რთული სათქმელია, თუმცა მარკშეიდერს, გეოდეზისტსა თუ მშენებელს რომ ერთიორი კი არა, სამი და ოთხი კარგი ოპტიკური თარაზო სჭირდება, ეს ცხადზე უცხადესია! პრინციპში, კარგი თუა, სამი და ოთხი რაში სჭირდება? რა, კოლეგას რომ ათხოვოს, გვარიშვილობიდან ჩამოვარდება ვითომ?
მოკლედ, გეოდეზისტები და მშენებლები თავად მოგვარდებიან, ჩვენ ის ამბავი განვიხილოთ, მაინც რა არის ნიველირი და ვის და რისთვის სჭირდება ეს ხელსაწყო?
ნიველირი პროფესიონალი გეოდეზისტებისა და მშენებლების აუცილებელი ხელსაწყოა, რომლითაც ისინი ატარებენ გაზომვით და გამოთვლით სამუშაოებს უმაღლესი სიზუსტით.
ნიველირების (ნიველირის გამოყენების) მიზანი ობიექტსა თუ ტერიტორიაზე კონკრეტული წერტილების სიმაღლეების განსაზღვრა გახლავთ. ასევე, შესაძლებელია საკვლევ ზონაში რელიეფის საერთო ფორმების შესწავლა.
ძირითარი სფეროები, სადაც ნიველირება გამოიყენება:
მოწყობილობების კლასიფიკაცია, რომელთაც ნიველირებისთვის გამოიყენებენ:
1. ოპტიკური - გამოიყენება მრავალფეროვანი გეოდეზიური სამუშაოებისთვის, მშენებლობისთვის, გზის საფარის რემონტისთვის. სპეციალისტებს ეხმარება, განსაზღვრონ სხვაობა წერტილების სიმაღლეებს შორის, ასევე, მათ შორის არსებული მანძილი;
2. ელექტრო (ციფრული) - გეოდეზიური აღჭურვილობის ბევრად თანამედროვე ვერსია, რომელიც მაღალი სიზუსტის მონაცემების მიღების საშუალებას იძლევა. მასში გაერთიანებულია როგორც ოპტიკური ნიველირი, ისე ელექტრონული მეხსიერების მქონე მოწყობილობა და ჩაშენებული პროგრამული ურზუნველყოფა, რომელიც დამოუკიდებლად ამუშავებს სხვადასხვა ტერიტორიებიდან მიღებულ ინფორმაციას;
3. ლაზერული - სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ ვერტიკალური, დახრილი და ჰორიზონტალური სიბრტყეები უმაღლესი სიზუსტით.
მოწყობილობის ციფრული მოდელები მრავალი თვალსაზრისით ჰგავს ოპტიკურს, მათი მუშაობის პრინციპი და სტრუქტურა დიდწილად კორელაციაშია, მაგრამ გამოთვლები კი ავტომატურად სრულდება, ისე, რომ გამოირიცხოს ადამიანის ფაქტორი (ანუ ოპერატორის შეცდომა). ყველა მონაცემი გროვდება თავად მოწყობილობის მიერ და შემდეგ აისახება ეკრანზე.
ლაზერული მოწყობილობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ციფრული და ოპტიკური მოწყობილობებისგან. მათი მუშაობის პრინციპი დაკავშირებულია ლაზერის სხივთან. სხივი, რომელიც აღწევს შესასწავლი ობიექტის ზედაპირს, განსაზღვრავს იქ არსებულ გადახრებს. იმისათვის, რომ ყველა დეფექტი მკაფიოდ აღიბეჭდოს, ნიველირი სპეციალურად აღჭურვილია კაშკაშა წითელი ელფერის მქონე ლაზერული სხივებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენობაში გაზომვების დროს. ღია სივრცეში მუშაობისთვის გამოიყენება მწვანე გამოსხივების მქონე მოწყობილობები. სწორედ ამ ფერს აღიქვამს უკეთ ადამიანის თვალი და სიმძლავრის მხრივ უსწრებს სხვა ფერების სხივებს.
თითოეული ოპტიკური თარაზო ერთ-ერთ ქვეკლასს მიეკუთვნება:
1. მაღალი სიზუსტე - (შეცდომა 1 კმ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მმ);
2. ზუსტი - (შეცდომა არ უნდა აღემატებოდეს 3 მმ-ს).
3. ტექნიკური - (დასაშვები შეცდომა არაუმეტეს 1 სმ).