რა არის რეისმუსი და ვინ და რისთვის იყენებს? |
რა არის რეისმუსი და ვინ და რისთვის იყენებს? |
ხის ნებისმიერი ნაწარმი, კარადა იქნება, ფანჯარა, კარი, ღობე თუ იატაკი, აუცილებლად საჭიროებს გლუვ ფიცარს.
და თუკი ახლად დახერხილი ფიცრები მეტ-ნაკლებად თანაბარი ჩანს, შრობის პროცესში ნელ-ნელა ყველა ნაკლი ჩნდება.
აქედან გამომდინარე, ხის მასალის საგულდაგულოდ დამუშავება ერთ-ერთი პირველი ეტაპია, ასევე, სასურველ ზომამდე დაყვანა სიგანესა და სისქეში, რისთვისაც გამოიყენება კიდეც ინსტრუმენტი მეტად საინტერესო სახელწოდებით - რეისმუსი.
ეს არის ინსტრუმენტი ხის ზედაპირზე ზუსტი მარკირების, ხვრელებისა და სხვა ელემენტების დატანისთვის. ასევე, მისი მუშაობის პრინციპი ფიცრის თანაბრად დამუშავებაა.
რეისმუსი გამოიყენება ავეჯის დასამზადებლად, სასურველი სისქის ფიცრებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციის შესაქმნელად. დანადგარი საშუალებას იძლევა, შეიქმნას ერთმანეთის იდენტური, ერთნაირი სისქის დეტალები.
რეისმუსის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც, მაგალითად, ფიცრების დამუშავებისთვის. ძალიან დიდი სამუშაოს აღება შეუძლია თავის თავზე რემონტისას, მშენებლობისას, ხის გადამუშავების პროცესში. რაღა თქმა უნდა, მოწყობილობას ხშირად შეხვდებით სახელოსნოებში, სადაც მას კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, რეისმუსი ჩართულია ავეჯის, საჭირო სისქის დაფებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის პროცესში. სწორედ რეისმუსის წყალობით იქმნება ერთმანეთის იდენტური სისქის მქონე ნაკეთობები.
რეისმუსის მუშაობის პრინციპი ფიცრის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს. თანამედროვე რეისმუსების უმეტესობის შემთხვევაში, გამოყენებულია დეტალების გაწევის სისტემა ფიქსირებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, მასალას ფენები მაქსიმალურად თანაბრად მოსცილდეს.
აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:
მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულია რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამ და ოთხმხრივი რეისმუსები.
რეისმუსები შეგვიძლია რამდენიმე პარამეტრის მიხედვით დავყოთ: საჭრელი პირების რაოდენობით, ტექნიკური მახასიათებლებითა და მობილობით.
ეს დანადგარი განკუთვნილია დეტალის მხოლოდ ერთი მხარის დამუშავებისთვის. დამუშავების შემდეგ, ზედა ნაწილის რელიეფი ქვედას რელიეფს გაიმეორებს, ამიტომ ერთი მხარე მაინც თანაბარი უნდა იყოს.
ეს დანადგარი დეტალს ერთდროულად ორი მხრიდან ამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ რეისმუსში მოხვედრამდე, დეტალი შალაშინით იყოს დამუშავებული.
მათი გამორჩევა შემდეგი ნიშნებით არის შესაძლებელი:
საყოფაცხოვრებო დანადგარში დეტალების მოთავსება ხელით არის საჭირო. ამდენად, იგი მასშტაბური სამუშაოებისთვის ან ბევრი მასალის დამუშავებისთვის არ გამოდგება.
სამრეწველო რეისმუსის არსენალშია:
- დავიწყოთ მონტაჟის პროცესით - უმთავრესია კონსტრუქციის სტაბილური განლაგება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეისმუსი შეიძლება იყოს როგორც მაგიდის, ისე - იატაკის. ორივე შემთხვევაში, ზედაპირზე საიმედო ფიქსაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ სასურველი შედეგის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება;
- სასურველია სპეციალური სამაგრების გამოყენება რეისმუსის სრული უძრაობის უზრუნველყოფისთვის;
- მუშაობა იწყება მხოლოდ მაშინ, რაც დანებით აღჭურვილი დოლურა საჭირო სიჩქარეს აკრეფს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზედაპირზე დასამუშავებელი მასალის მოთავსება;
- მძიმე და გრძელი ობიექტების დამუშავების პროცესში საჭიროა კიდეების ორივე მხარეს ნაკეთობის წამოწევა, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება;
- ოპტიმალურია, ერთი ციკლისას ხის მასალას 0,8 მმ მოშორდეს. ასეთი სიღრმე დეფექტების გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;
- იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ფოსოები, არ დაზიანდეს ბოჭკოები, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც სიჩქარესა და ჭრის სისქეს შეეხება. ყველა რეკომენდაცია ინსტრუქციაშია მითითებული, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ;
- დანადგარში ხის მასალის მოთავსებისას აუცილებელია ბოჭკოების მიმართულების გათვალისწინება - დანების ლილვის ქვეშ უნდა მოექცნენ;
- მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქსელიდან გათიშვა და ამის შემდეგ ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ამასთან, ნახერხისა და მტვრისგან გაწმენდა სჭირდება როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე დანებს, ჯაჭვს;
- თუკი მაგიდის ზედაპირზე ფისის ნარჩენები შენიშნეთ, რეკომენდებულია მისი გამხსნელით მოშორება;
- გახსოვდეთ, რომ აპარატის სათანადოდ გამოყენება და მოვლა მისი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.