რა დროს შეილება დაგჭირდეთ ინსტრუმენტების ნაკრები?

გიფიქრიათ, თუ რამდენად კომფორტულია ერთ კომპლექტში მოქცეული ხელსაწყოები? ყველაფერი ბევრად დალაგებულია და უკეთ მუშაობის საშუალებასაც გაძლევთ. ზუსტად ესაა ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც სრულიად კომპაქტურია და პირობას გაძლევთ, რომ ბევრ რამეში გამოიყენებთ. ზოგადი მიმოხილვა აუცილებელია, მაგრამ დეტალებიც საჭიროა, ამიტომ ბლოგის ბოლოს სამ ხელსაწყოების ნაკრებს განვიხილავთ.

სად დაგჭირდებათ ხელსაწყოების ნაკრები?

ინსტრუმენტების ნაკრები ყველგან შეიძლება გამოგადგეთ. პროფესიონალებისთვის კომპლექტში შემავალი ნივთების ქონა აუცილებელიც კია, რადგან თუ თქვენი ყოველდღიურობა სამშენებლო სფეროს უკავშირდება, წყალი არ გაუვა იმას, რომ ხელსაწყოები ნაკრები დაგჭირდებათ. თუმცა, მხოლოდ ამ შემთხვევაში არა, კომპლექტი ნებისმიერი ჩვენგანისთვის შეიძლება რთულ დროს მშველელი იყოს. სწორედ ამიტომ, სახლისთვისაც კარგად გამოგადგებათ. თუ უეცრად კარი, ონკანი ან სხვა მსგავსი რამ იქნება შესაკეთებელი, იდეალურად გამოიყენებთ. სახელოსნოებსა და ამ ტიპის ადგილებისთვის კი აუცილებელი ატრიბუტია.

რა უპირატესობა აქვს ხელსაწყოების ნაკრებს?

პირველ რიგში, უპირატესობა მაინც კომპაქტურობაა. ინსტრუმენტების ნაკრების გადაადგილება ძალიან მარტივია. ყველაფერი ერთ ყუთშია მოქცეული და ცალ-ცალკე ტარება არ გიწევთ. ეს საქმეს ამარტივებს. მეორე კი მაღალი ხარისხია. ჩვენს საიტზე არსებულ ბრენდებზე სრულიად პასუხისმგებლები ვართ. თითოეული მათგანი მაღალ რესურსებიან ინსტრუმენტს გვთავაზობს. რაც შეეხება უშუალოდ ნაკრებს, თითოეული გამძლე მასალისგანაა დამზადებული და დიდხანს მუშაობს. გარანტია არცერთს არ მოყვება, რადგანაც ხელის ინსტრუმენტებია და შეუძლებელია, რომ ქარხხნული წუნი ან რაიმე მსგავსი აღმოაჩნდეს. ხელსაწყოების მეშვეობით საქმეს სრულიად კომფორტულად და ხარისხიანად შეასრულებთ.

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტების ნაკრები?

მანამდე, სანამ რამდენიმე კომპლექტს დეტალურად განვიხილავთ, იმას გეტყვით, რომ ნაკრებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს უცხო არავისთვის იქნება, რადგან ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ასეა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ინსტრუმენტების ნაკრებია. პირველ რიგში, ყურადღება თავად ნივთებზე გაამახვილეთ. ბევრნაირი კომპლექტი არსებობს. პირველ კატეგორიაში კი ისეთები შედის, რომლებიც ბევრ ხელსაწყოს აერთიანებს, მაგალითად, 116 ცალს. მეორე კატეგორიაში საშუალო რაოდენობაა, ხოლო მესამეში კიდევ უფრო ცოტა, მაგალითად, 9 ხელსაწყო შედის. თუ ამ სფეროში მუშაობთ და მსგავსი ტიპის საქმიანობა თქვენი ყოველდღიურობაა, მაშინ 116 ცალიანი ნაკრები დაგჭირდებათ, ხოლო თუ სახლისთვის გსურთ, ნაკლებიანიც გამოგადგებათ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რა ტიპის ხელსაწყოებს მოიცავს კონკრეტული ნაკრები, რადგან როგორც წესი, თითოეულის შემთხვევაში სხვადასხვაა. მთავარი ეს არის, დანაჩენი კი მეორეხარისხოვანია.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

საკმარისი დრო ან უბრალოდ სურვილი არ გაქვთ, მაღაზიაში წახვიდეთ, საცობში იდგეთ და კიდევ სხვა მსგავსი უსიამოვნებები გადაგხდეთ თავს? Holst-ი ამ ყველაფერს თავიდან აგარიდებთ და უკეთეს გზას გაპოვნინებთ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ, მთასა თუ ბარში, შეძენილ ნივთებს ყველგან მოგაწვდით. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თბილისში უფრო მოკლე დროში მოგიტანთ, რეგიონებში ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ უსაშველოდ დიდი მაინც არა. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. რაც შეეხება ხელსაწყოების ხარისხს, ჩვენთან მხოლოდ გამძლე მასალისა და უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ინსტრუმენტებს გადააწყდებით. 

TOLSEN TOL1953-85354 ხელსაწყოების ნაკრები 116ც-იანი

Tolsen-ის ინსტრუმენტების ნაკრები ყოვლისშემძლეა. კომპლექტში 116 ხელსაწყო შედის და თითოეული სხვადასხვა საქმეში დაგეხმარებათ. ეს ნამდვილად ის არის, რაც ყველა პროფესიონალს უნდა ჰქონდეს. მიუხედავად რაოდენობისა და წონისა, ნაკრები მაინც ინაჩუნებს კომპაქტურობას და გადაადგილებისას დისკომფორტს არ შეგიქმნით.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 9.7
  • რაოდენობა - 116 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ნაკრებში შემავალი ხელსაწყოების რაოდენობა
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL2315-85365 ინსტრუმენტების ნაკრები ელ. სახრახნისით 65ც-იანი

საშუალო რაოდენობის ნაკრებს თუ ეძებთ, თანაც სახრახნისით, მაშინ ეს კონკრეტული მოდელი გამოგადგებათ. Tolsen-ი როგორც ყოველთვის, აქაც მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ამ ხელსაწყოების ნაკრებს საშუალო წონა აქვს და გადასაადგილებლად იდეალურია.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 4.2
  • რაოდენობა - 65 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • კომფორტულობა
  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე

TOL2274-85300 ხელსაწყოების ნაკრები ნაჭრის ჩასადებით 9ც-იანი

Tolsen-ის მესამე ინსტრუმენტების ნაკრები 9 ცალიანია. კომპლექტი იდეალურია სახლისთვის. თუ უეცრად დაგჭირდებათ, გვერდით საიმედო დამხმარე გეყოლებათ. ნაკრებს ნაჭრის ჩანთა აქვს, რაც კიდევ უფრო მეტ კომპაქტურობას ანიჭებს. ბლოგში მხოლოდ სამ კომპლექტზე ვისაუბრეთ, თუმცა საიტზე, ინსტრუმენტების განყოფილებაში, ბევრად მეტს გადააწყდებით.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 1.61         
  • რაოდენობა - 9 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება