რა ეტაპები უნდა გაიარო, ელექტრო სახრახნისის შერჩევისას?

როცა საქმე ელექტრო სახრახნისს ეხება, ყურადღება გვმართებს. თითოეული მონაცემი ზუსტად უნდა გათვალოთ და ინსტრუმენტი სწორად შეარჩიოთ. ამ ყველაფერმა არ შეგაშფოთოთ, საკმაოდ მარტივი პროცესია. ბლოგი ყურადღებით გადაიკითხეთ, მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ და სულ ესაა. ჩვენ კი ყველა საჭირო ინფორმაციას ჩამოგიწერთ. ბოლოს კი რამდენიმე ხელსაწყოს დეტალურად განვიხილავთ. მაშ, დავიწყოთ!

ელექტრო სახრახნისის შერჩევა - პირველი ეტაპი

ელექტრო სახრახნისის შერჩევისას, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სიმძლავრე. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ რამეში დაგეხმარებათ. სიმძლავრის მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, მოერევა თუ არა ინსტრუმენტი რთულ საქმეს. გირჩევთ, რომ მარტივი სამუშაოებისთვის, დაბალი ან საშუალო ძალის მქონე ელექტრო სახრახნისი შეიძინოთ. ამ ტიპის ხელსაწყო, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს, მსუბუქ საქმეებს თვალის დახამხამებაში ასრულებს. თუმცა, სულ სხვა სიტუაციაა, რთული სამუშაოს შემთხვევაში. დატვირთულ გრაფიკს მაღალი სიმძლავრის ინსტრუმენტი უმკლავდება. თუ ასეთს შეიძენთ, პრობლემა არ იქნება, საქმეს კარგად შეასრულებს, ნებისმიერ სირთულეს უკან ჩამოიტოვებს.

მეორე ეტაპი

რომელ მასალაზე მუშაობს ინსტრუმენტი და რა სიღრმით ბურღავს თითოეულს? მეორე ეტაპზე ყურადღება ამ მახასიათებლებისკენ მიმართეთ. ხელსაწყო, ძირითადად, ხესა და მეტალს ამუშავებს. თითოეულ მასალას სხვადასხვა სიღრმით ბურღავს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხში კარგად გაერკვიოთ. სხვა შემთხვევაში, პრობლემები შეიქმნება. მაგალითად, თუ მეტალის ღრმად დამუშავება გსურთ, მაგრამ ინსტრუმენტი მასალას ზედაპირულად ამუშავებს, კარგად ვერ გამოიყენებთ, საქმეს სრულყოფილად ვერ შეასრულებს. ასეთი სიტუაციისთვის მაღალი მონაცემების მქონე სახრახნისი დაგჭირდებათ.

მესამე ეტაპი

არანაკლებ მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ბრუნვის სიჩქარე, ბრუნვის მომენტი და მოტორის ტიპი. სწორედ ამიტომ, თვალ-ყურის მიდევნება ამ მონაცემებსაც სჭირდება. აქაც იგივე პრინციპია, რაც სიმძლავრესა და მუშაობის სიღრმეზე. თუ ინსტრუმენტს რთულ საქმეს ახვედრებთ, მაშინ მაღალი მონაცემების მქონე სახრახნისი უნდა შეიძინოთ. შედარებით მსუბუქი სამუშაოებისთვის კი საშუალო მაჩვენებლიანი ხელსაწყო გამოგადგებათ.

მეოთხე ეტაპი - სად უნდა შეიძინოთ ინსტრუმენტი?

ბოლო ეტაპი უშუალოდ შეძენას ეხება. როცა მახასიათებლებს ყურადღებით გაეცანი და სასურველი მოდელი შეარჩიე, სად უნდა შეიძინო, თუ არა Holst.ge-ზე? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენთან მხოლოდ ხარისხიანი ინსტრუმენტები დაგხვდებათ. მეორე უპირატესობა კი სახლიდან გაუსვლელად შეძენაა. ყველაფერს საიტიდან იწერთ, ჩვენს კურიერებს კი პირდაპირ კარის ზღურბლთან მოაქვთ. არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართელოს მასშტაბით. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი მიტანა უფასოა.

Dewalt - DCF840N-XJ ელ.სახრახნისი დარტყმით 18V

ხარისხიანი სახრახნისზე საუბრისას, ყველას Dewalt-ის ეს მოდელი გვახსენდება. ინსტრუმენტი მართლაც განსაკუთრებულია იმით, რომ მძლავრია, მაღალი სამუშაო რესურსები აქვს, გამძლე ელემენტი ახლავს, ბრუნვის სიჩქარეც არ დაეწუნება და ხარისხიც მაღალი აქვს. ზუსტად ასეთი უნდა იყოს კარგი ელექტრო სახრახნისი.

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1   
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-900/3100min   
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 447Nm 
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4"
  • ფუნქციები - რევერსი

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ძლიერი ელემენტი
  • უნახშირო მოტორი
  • რევერსის ფუნქცია
  • ერთ წლიანი გარანტია

CROWN CT21055L-ელექტრო სახრახნისი 14,4v

Crown-ის ინსტრუმენტი საშუალო სიმძლავრისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთივე ტიპის საქმისთვის გამოდგება. გადატვირთვა არ უყვარს, მაგრამ შედარებით მსუბუქ სამუშაოებს კარგად უძღვება. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი.

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 14.4V   
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.02         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 19/30Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 28mm/10mm   
  • ფუნქციები - რევერსი           

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • ბურღვის სიღრმე
  • ბრუნვის სიჩქარე

Bosch GO 2 - ელექტრო სახრახნისი 3.6V

მარტივი საქმისთვის, Bosch-ის კონკრეტული სახრახნისი იდეალურია. ხელსაწყო მსუბუქი და კომპაქტურია. ასევე, თან ახლავს კომპლექტაცია, რომელშიც დამტენი, ქეისი და საცვლელი პირები შედის. ინსტრუმენტს მოყვება ერთ წლიანი გარანტია.

Bosch eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.28         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-360min
  • ბრუნვის მომენტი - 2.5Nm/5Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 5mm      

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამტენი
  • ქეისი
  • საცვლელი პირები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • დამატებითი ნივთები
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება