რა ფუნქცია აქვს ბეწვა ხერხს? |
რა ფუნქცია აქვს ბეწვა ხერხს? |
ხერხი უნიკალური ხელსაწყოა. ხის მორებს ჭრის და მარტივად ამუშავებს. სავარაუდოდ, ყურში ხმაც უკვე ჩაგესმათ, არემარეს რომ ექოსავით ედება. შორეული მოგონებებიც გაგახსენდებოდათ, თუ კი შემოდგომობით სოფელს სტუმრობთ. ზამთრის სამზადისისთვის ხერხი განუყოფელი ნაწილია. ამჯერად, ხერხზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ ოდნავ განსხვავებულზე. ბეწვა ხერხი სხვა თვისებების მქონეა. მხოლოდ ხის მორებს კი არ ამუშავებს, არამედ უფრო სფეციფიკური საქმე აბარია.
სტანდარტული ინსტრუმენტისგან ფუნქციები განასხვავებს. პირველ რიგში, ის რომ ლობზიკი ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ინსტრუმენტია. მხოლოდ ერთთან კი არა, ორ რადიკალურად განსხვავებულ მასალასთან ურთიერთობს. გამოყენების არეალი შეზღუდული არ აქვს. შეიძლება როგორც სახლში, ასევე, პროექტებზე სამუშაოდაც დაგჭირდეთ. მოკლედ, ყველგან სადაც დასამუშავებელი ხე და ბეტონი იქნება.
სუსტი ხელსაწყო ჩამოთვლილ მასალებს ვერ მოერევა. სათანადოდ ვერ დაამუშავებს და სანახევროდ გაკეთებული საქმე არაფერში გვჭირდება. ბეწვა ხერხი მაღალი სტანდარტებით საქმიანობს. ასე იმიტომ, რომ მძლავრია და სხვა მხრივაც გამართულია. ყოველ შემთხვევაში, Holst.ge - ზე არსებული ინსტრუმენტები ასეთია. რა თქნა უნდა, თითოეულ ლობზიკი სხვადასხვა სიმძლავრისაა. ამ განსხვავებას ნებისმიერი სახის ხელსაწყოსთან ვაწყდებით. ამის მიუხედავად, სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობა, ყველა ბეწვა ხერხს აქვს. საერთო ჯამში ინსტრუმენტი მძლავრი და გამართულია. რომ არ შეეძლოს, ბეტონისა და ხის დამუშავებას არ შეეჭიდებოდა.
მნიშვნელოვან საკითხს მივადექით. როგორც სიმძლავრე, ასევე მუშაობის სიღრმეც საყურადღებოა. თითოეულ ლობზიკს სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. ზოგადად, ხეს უფრო ღრმად ამუშავებს, ვიდრე სხვა მასალას, თუმცა, მაჩვენებელი აქაც განსხვავებულია. თუ მასალის სიღრმისეულად დამუშავება გსურთ, მაქსიმალურად მაღალ მაჩვენებლიანი ლობზიკი დაგჭირდებათ. მაგალითად, ხის მასალისთვის 75 mm კარგი მაჩვენებელია. ასეთი ხელსაწყო უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ. საქმეს ხარისხიანად შეასრულებს. მეორე შემთხვევაში კი შესაძლოა, დასამუშავებელი მხოლოდ ზედაპირი იყოს. მსგავს სიტუაციაში 65 mm- იანი ინსტრუმენტი საკმარისია. ეს კონკრეტული მონაცემები, ყველა ბეწვა ხერხს აწერია. მახასიათებლებში მარტივად იპოვით. შეძენამდე კი აუცილებლად გადახედეთ. არასწორად შერჩეულმა ხელსაწყომ, შესაძლოა საქმე უკან დაწიოს. ამიტომ, უმჯობესია საფრთხე თავიდან აირიდოთ.
ტერმინი ორ მასალას მოიაზრებს. ესენია: ფერადი ლითონი და მეტალი. ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ლობზიკი ხისა და ბეტონის დასამუშავებელია, სწორედ ამას ვგულისხმობთ. როგორც ვხედავთ, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ეს კი ხელსაწყოს უპირატესობაა. სტანდარტული ხერხის საქმიანობა უფრო შეზღუდულია. ლობზიკი სირთულეებს არ უშინდება და მაქსიმალურს აკეთებს. ფერად ლითონსა და მეტალს, ნაკლები სიღრმით ამუშავებს. ხეზე ბევრად ეფექტურია, თუმცა, ყველაფერი მასალის სპეციფიკიდან გამომდინარეობს.
ონლაინ ჰიპერმარკეტში ერთმანეთზე უუკეთესი ბრენდებია თავმოყრილი. ერთი მხრივ დამაბნეველია, მეორე მხრივ კი სასიამოვნო. რომელიც არ უნდა შეიძინოთ, იცით რომ ხარისხიანია. ეს საკითხი რომ გვერდით გადავდოთ, ფართო არჩევანი სჯობს, ვიდრე ერთი ან ორი ხელსაწყო. რაც შეეხება ბრენდებს, Bosch, Stanley, Crown და Black and decker უნდა განვიხილოთ. თუ ჩამოთვლილი ინსტრუმენტები, თქვენი საქმის შესაფერისი არ იქნება, თვალი საიტს გადაავლეთ. ამდენ ლობზიკში სასურველს აუცილებლად იპოვით.
ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც Bosch - ზე ცუდს იტყვის, რთულია. ამას ხარისხი განაპირობებს. აბა, უხარისხო ლობზიკის შეძენას რა აზრი აქვს ? მარტივად გაფუჭდება და ახალი დაგჭირდებათ. კონკრეტულ ბეწვა ხერხს, ამ სიტუაციასთან საერთო არაფერი აქვს. ამასთანავე, მასალას ღრმად ამუშავებს. ხეს 70 mm - ით, ფერად ლითონს 10 - ით, ხოლო მეტალს 6 mm - ით. სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს. სიმძლავრე არ გამოგვრჩეს. 500 W სახუმარო არ არის. ასევე, მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. მოკლედ, ლობზიკი სრულყოფილად მუშაობს. შრომატევად საქმეს სერიოზულად ეკიდება და შედეგიც სახეზეა. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს კი იმისთვისაა, თუ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს.
უპირატესობები:
Stanley - თან საქმის დაჭერა ყოველთვის მომგებიანია, ამიტომ, კარგია თუ ამ შანს ხელიდან არ გაუშვებთ. წინა მოდელთან შედარებით, მეტად მძლავრია. ოღონდ მხოლოდ ხესა და მეტალს ამუშავებს. ფერადი ლითონზე უარს ამბობს, ამიტომ, თუ ამ მასალასთან ურთიერთობთ, არ გამოგადგებათ. სხვა შემთხვევაში კი საუკეთესო არჩევანია. როგორც უკვე ვთქვით, ხეს უფრო მეტად, 75 mm - ით ამუშავებს, მეტალს კი 10 - ით. საკმაოდ დიდი განსხვავებაა, მაგრამ მასალაც სპეციფიკურია. ზომითა და წონით კომფორტული გამოსაყენებელია. ამ მხრივ დისკომფორტს არ შეგიქმნით. ხერხვის კუთხე 45 გრადუსია. ხელსაწყოს ხარისხზე აღარაფერს ვამბობთ. განვმეორდებით და ვიტყვით, რომ Stanley - თან საქმის დაჭერა სასიამოვნოა.
უპირატესობები:
შემდეგი ბრენდი Crown- ია. სხვა ინსტრუმენტების მსგავსად, ლობზიკიც გამძლეა. ამას მაღალი სამუშაო რესურსი განაპირობებს. კარგი ხელსაწყო სხვანაირი ვერც წარმოგვიდგენია. ბეწვა ხერხების ერთ-ერთი უპირატესობა სიმსუბუქეა. გამონაკლისი არც Crown- ის ლობზიკია. ეს კი კომფორტულობას მატებს. მარტივი გადასაადგილებელია და ხელში ჭერაც უპრობლემოა. კონკრეტულ ბეწვა ხერხს კომპლექტაცია ახლავს. ორ ნივთს, საცმსა და მტვერსასრუტის ადაპტერს მოიცავს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ბოლოსთვის ნაკლები სიმძლავრის ლობზიკი შემოვიტოვეთ. ზედმეტად თუ არ დატვირთავთ, არაჩვეულებრივად მუშაობს. ზედაპირული საქმეებისთვის ზედგამოჭრილია. ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს ამუშავებს. კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, საცვლელი პირი. განსაკუთრებით სასიამოვნო ხელმისაწვდომი ფასია. ხარისხიან ხელსაწყოს დაბალ ფასად შეიძენთ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ფუნქციურად გამართული და მუდამ ეფექტურია. უბრალოდ როგორც ვთქვით, საშუალო დონის საქმეს უკეთ ასრულებს, ვიდრე რთულს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: