რა ფუნქციებითაა აღჭურვილი კარგი მაგიდის სანათი?

მაგიდის სანათი იმ ხელსაწყოების სიას მიეკუთვნება, რომლებსაც ბევრ ადგილას გამოიყენებთ. ინსტრუმენტი, ერთდროულად, შეიძლება გჭირდებოდეთ სახლში, სამსახურსა თუ სალონში. სრულიად განსხვავებული ადგილებია ჩამონათვალში, მაგრამ მაგიდის სანათები თითოეულს ერგება. ხელსაწყო უფრო გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას და საქმეს უფრო უკეთ შეგასრულებინებთ. ამაში მეტად რომ დარწმუნდეთ, დეტალურად განვიხილოთ, თუ რატომ დაგჭირდებათ ამა თუ იმ ადგილას ინსტრუმენტი. ბოლოს კი რამდენიმე საუკეთესო მაგიდის სანათს შემოგთავაზებთ.

სად როგორ გამოიყენებთ მაგიდის სანათებს?

სტანდარტული ნათურა ოთახის ყველა კუთხეს ვერ ანათებს და ამის გამო პრობლემები იქმნება. ზოგჯერ მკვეთრი განათება ერთ კონკრეტულ ადგილას გვჭირდება და მაგიდის სანათი სწორედ ასეთ სიტუაციებში გვეხმარება. სახლის ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ ადგილი მიუჩინოთ. მაგალითად, ლეპტოპთან ან სულაც საწერ მაგიდასთან. მოკლედ, სადაც გაგიხარდეთ და დაგჭირდეთ. სახლი გასაგებია, მაგრამ სალონი? თუ სილამაზის სალონში მუშაობთ, მაშინ სანათი აუცილებლად გამოგადგებათ. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც დეტალებზე დაკვირვებაა საჭირო. მაგიდის სანათის გარეშე კი საქმეს სანახევროდ შეასრულებთ. ხელსაწყოსთან ერთად კი ბევრად უკეთ იმუშავებთ. ინსტრუმენტი შეიძლება სამსახურშიც კი დაგჭირდეთ. მხოლოდ ეს არ არის, კიდევ ბევრი ისეთი ადგილია, სადაც მაგიდის სანათს ინატრებთ, ამიტომ, კარგი იქნება, თუ თადარიგს დაიჭერთ და ახლავე შეარჩევთ.

რა განსხვავებაა მაგიდის სანათებს შორის?

სიმართლე ითქვას, უამრავი სახის მაგიდის სანათი არსებობს და ხშირად რთულდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ძნელადაა. როცა ზუსტად იცით, თუ როგორი მონაცემების ინსტრუმენტი გჭირდებათ, შერჩევაც უფრო მარტივდება. პირველი მნიშვნელოვანი სხვაობა სიმძლავრეა. ზოგიერთი ინსტრუმენტი მძლავრია და უფრო დიდ ტერიტორიას ანათებს, ვიდრე შედარებით სუსტი. ზოგიერთს კი საშუალო მონაცემები აქვს და ნაკლები ნათებით გამოირჩევა. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ვაზნის ტიპს, სიხშირეს, კაბელის სიგრძეს, ენერგოეფექტურობასა და სხვა წვრილმან მახასიათებლებს.

რომელ ბრენდებს გთავაზობთ Holst.ge?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სავსეა უმაღლესი ხარისხის ინსტრუმენტებით. ამჯერად, Linus-ის მაგიდის სანათებს განვიხილავთ, თუმცა საიტზე ბევრად ფართო არჩევანია. სწორედ ამიტომ, თუ ბლოგში ჩამოთვლილი ხელსაწყოები თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგება, შეგიძლიათ საიტზე დანარენებს გადახედოთ. ჩვენთან განთავსებული მაგიდის სანათები მაღალი სამუშაო რესურსებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ინსტრუმენტები დიდხანს იმუშავებს და ამავდროულად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. თამამად ვიტყვით, რომ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ყველა ხელსაწყო ასეთია. საიტზე მოხვედრამდე, თითოეული მაგიდის სანათი და არამარტო, მრავალჯერად სატესტო ეტაპს გადის. წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი Holst.ge-ზე ხვდება. სწორედ ამიტომ, ხარისხს თვალდახუჭული ენდეთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ის?

ინსტრუმენტების ხარისხზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა Holst-ის უპირატესობები მხოლოდ ამ საკითხით არ შემოიფარგლება. პირველ რიგში, ონლაინ ჰიპერმარკეტს ის დადებითი მხარე აქვს, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ინსტრუმენტების საყიდლად მაღაზიაში წასვლა არ გჭირდებათ. ამ მეთოდით კი უამრავ დროსა და ენერგიას ზოგავთ. ჩვენი საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი ყველგან მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გამოწერილი ხელსაწყოები კი თქვენამდე სწრაფად მოვა. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევს, მხოლოდ რამდენიმე დღე.

Linus LSH-74488 მაგიდის სანათი

თუ მძლავრ მაგიდის სანათს ეძებთ, მაშინ Linus-ის კონკრეტული მოდელი თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და დიდხანს, უპრობლემოდ მუშაობს. ასევე, საკმაოდ გრძელი კაბელი აქვს, რაც კიდევ უფრო შორი მანძილის დაფარვის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, თუ დენის წყარო ახლოს არ გაქვთ, სანათის კაბელი შორ მანძილსაც მისწვდება.

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათები       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • კაბელის სიგრძე: - 1.5m       
  • კორპუსის ფერი - შავი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.95         
  • სიმძლავრე (W) - 40

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • კაბელის სიგრძე
  • ენერგოეფექტურობის მაღალი კლასი
  • ვაზნის ტიპი
  • კომპაქტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია

Linus LSH-74563 მაგიდის სანათი

Linus-ის ფართო არჩევანს გთავაზობთ. იმ შემთხვევაში თუ პირველი მოდელი თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგო, ალტერნატივა აქ არის. კონკრეტული ხელსაწყო ენერგოეფექტური და ძალიან კომფორტულია.

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათები       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • კაბელის სიგრძე - 1.5m         
  • კორპუსის ფერი - შავი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.95         
  • სიმძლავრე (W) - 40

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომფორტულობა
  • სიმსუბუქე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმძლავრე

Linus LSH-74433 მაგიდის სანათი

მესამე მაგიდის სანათი გამძლეობითა და ფუნქციებით გამოირჩევა. ინსტრუმენტს ხელმისავდომი ფასი აქვს და ძალიან კომპაქტურია. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათები       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • კაბელის სიგრძე - 1.5m         
  • კორპუსის ფერი - შავი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.95         
  • სიმძლავრე (W) - 15

უპირატესობები:

  • გრძელი კაბელი
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება