რა გამოყენება აქვს წყლის ტუმბოს?

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ იღებთ წყალზე მყისიერ წვდომას, მიუხედავად იმისა, რომ მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე ცხოვრობთ, ან როგორ მიეწოდება წყალი გამუდმებით მთელი წლის განმავლობაში ქალაქგარეთ? ამაზე პასუხი მარტივია. ყველა ეს შესაძლობლობა ტუმბოების გამოგონების დამსახურებაა. მეტი რომ იცოდეთ ტუმბოების მუშაობისა და სხვადასხვა ტიპის შესახებ, წაიკითხეთ!

წყლის ტუმბოები არის მაღალფუნქციური და ეფექტური მანქანები, რომლებიც მუშაობენ ჰიდრავლიკის პრინციპზე. ტუმბოს მიერ იქმნება მაღალი წნევის მდგომარეობა, რომელიც იწვევს სითხის გადაადგილებას დაბალიდან მაღალ უბნებზე. მრეწველობაში წნევით გაწმენდით დაწყებული, სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით მომარაგებამდე, თქვენი სახლებისთვის წყლის მიწოდებით საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, კანალიზაციის მენეჯმენტით და ა.შ., წყლის ტუმბოების ფუნქციები რეალურ სამყაროში უთვალავია. სწორედ ამიტომ Holst.ge გთავაზობთ წყლის ტუმბოების ექსკლუზიურ ასორტიმენტს, რომელიც შეესაბამება თქვენს ყველა საჭიროებას.

მზარდი მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ბაზარზე მრავალი სხვადასხვა ტიპის წყლის ტუმბო არსებობს. წყლის ტუმბოები იყოფა საცხოვრებელ, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ტუმბოებად. თითოეულ კატეგორიას აქვს განსაზღვრული ფუნქციები და აკმაყოფილებს მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებებს.

საქართველოს ბევრ რაიონში, წყლის ტუმბო აუცილებელია ატრიბუტია, რათა წყლის მუდმივი ნაკადი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გაგვაჩნდეს. თუ თქვენ გჭირდებათ კარგი წნევა შხაპისთვის, ჭაბურღილიდან წყლის მიღება ან თუნდაც გაზონის მორწყვა, სახლის წყლის ტუმბოს შეუძლია ამის გაკეთება. თუმცა უამრავი ტიპისა და სახის საყოფაცხოვრებო წყლის ტუმბო არსებობს და შეიძლება რთული იყოს იმის გადაწყვეტა, რომელი იქნება საუკეთესო წყლის ტუმბო თქვენი საჭიროებისთვის.

მოდით განვიხილოთ, თუ როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ წყლის ტუმბოები და რა ფაქტორები უნდა გათვალისწინოთ.

წყლის ტუმბოს ტიპი, რომელიც გჭირდებათ

წყლის ტუმბო, რომლის შეძენასაც გეგმავთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან ხდება წყალმომარაგება და რა სახის შესრულება გჭირდებათ. ეს არის წყლის ტუმბოების ძირითადი ტიპები:

  • ჩასაძირი წყლის ტუმბოები - ისინი შეიძლება მთლიანად ჩაიძიროს ჭაბურღილის წყალში.

  • კომპრესორული წყლის ტუმბოები - ისინი გამოიყენება წყლის გადასატანად და მათი გამოყენება შესაძლებელია ნიადაგის ფხვიერ ადგილებშიც კი.

  • რეგენერაციული წყლის ტუმბოები - მათი გამოყენება შესაძლებელია მიწისქვეშა ავზიდან ზედა ავზში წყლის ასატანად.

  • ცენტრიდანული წყლის ტუმბოები - ისინი უზრუნველყოფენ წყლის მუდმივ და ძლიერ ნაკადს. სიღრმიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრიდანული ღრმა ჭავლი ან ზედაპირული ჭაბურღილის ტუმბო. ამ ტუმბოებს შეუძლიათ წყლის ამოტუმბვა 10 მეტრის სიღრმიდან.

  • შიდა ცირკულაციის წყლის ტუმბოები - ეს ტუმბოები გამოიყენება სახლის შიგნით ცხელი ან ცივი წყლის მიმოქცევისთვის. ისინი ძირითადად დამონტაჟებულია წყლის გამაცხელებელთან, რათა ცხელი წყალი სახლის სხვადასხვა ნაწილს მიაწოდოს.

  • გამაძლიერებელი წყლის ტუმბოები - როდესაც საჭიროა წყლის მაღალი წნევის ნაკადი, მაგალითად გაზონებში ან აბაზანაში, გამოიყენება ამ ტიპის ტუმბო.

შეამოწმეთ სპეციფიკაციები

მას შემდეგ რაც წყილის ტუმბოს ტიპს, რომლის ყიდვაც გსურთ, გადაწყვეთ, უნდა გაეცნოთ სპეციფიკაციებს. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან თქვენი სახლის წყლის ტუმბო უნდა იყოს აღჭურილი საკმარისი სიმძლავრით რათა თქვენთვის საჭირო რაოდენობის წყლის საჭირო წნევით მოწოდება შეძლოს. აქ განხილულია რამდენიმე სპეციფიკაცია, რომელსაც უნდა გაეცნოთ და გაიგოთ თუ რას ნიშნავს ისინი:

  • წყლის პომპის სიჩქარე - ასევე ცნობილია როგორც ნაკადის სიჩქარე, ეს იზომება ლიტრებში წუთში (LPM). ეს იქნება წყლის რაოდენობა, რომელიც ამოტუმბულია კონკრეტულ დროში. რაც უფრო მაღალია, მით უფრო სწრაფად იტუმბება. 100-200 ლ/წთ დიაპაზონი, როგორც წესი, საკმარისია ოჯახისთვის.

  • სიმაღლე და დიაპაზონი - ეს ეხება შლანგის სიგრძეს - ვერტიკალურ მანძილს, რომლითაც თქვენ ამოტუმბავთ წყალს. წყლის პომპაზე მითითებული დიაპაზონი უნდა იყოს ამ მანძილის ფარგლებში, რათა წყლის ტუმბო, ეფექტურად ამოტუმბოს. ეს იზომება მეტრებში (მ).

  • სიმძლავრე - ეს არის ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელსაც მოიხმარს წყლის ტუმბო გამოყენებისას და შეიძლება გაიზომოს კილოვატში (კვტ) და ცხენის ძალაში (HP). ეს მახასიათებელი მერყეობს 0.5-1.5 HP ტუმბოების უმეტესობისთვის, ზოგიერთს, როგორიცაა შიდა ცირკულაციის ტუმბო, რომელიც მოითხოვს 0.16 HP-ს. ის იცვლება ტუმბოს სხვა სპეციფიკაციების მიხედვით, მაგრამ, როგორც წესი, თუ ტუმბოს წყლის რაოდენობა და სათავე დიაპაზონი იზრდება, იზრდება სიმძლავრეც.

შეამოწმეთ ტუმბოს გარანტია

თქვენ ასევე უნდა შეამოწმოთ გარანტია, რომელიც მოჰყვება წყლის ტუმბოს შეძენისას. იმის გამო, რომ მათ გააჩნიათ ძრავა და მათი კონსტრუქცია რთული და კომპლექსურია, თუ რამე არასწორედ მოხდება, თქვენ უნდა შეგეძლოთ დაუკავშირდეთ პროფესიონალს, რომელიც დაგეხმარებათ. Holst.ge-ზე ყველა წყლის ტუმბოს აქვს მინიმუმ 12 თვიანი გარანტია. ჩვენ ასევე გვაქვს სერვის ცენტრი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ ჩვენს წყლის ტუმბოებთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ყველა ამ ტიპის ტუმბოები Holst.ge-ზე. ჩვენი წყლის ტუმბოები არა მხოლოდ შექმნილია ამ საჭიროებების გათვალისწინებით, არამედ იმისთვის, რომ იყოს უფრო გამძლე და უზრუნველყოს სტაბილური მოქმედება დაბალი ენერგიის მოხმარებით. შეისწავლეთ ჩვენი საყოფაცხოვრებო ტუმბოების სრული ასორტიმენტი ჩვენი საიტის მეშვეობით.

Holst.ge-ზე წარმოდგენილი წყლის ტუმბოები არის მსოფლიოში წამყვანი ბრენდების წარმოებული. ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხისა და გამძლე წყლის ტუმბოები ერთ პლატფორმაზე მოვათავსოთ, რათა ყველა საქართველოში მცხოვრებ მომხმარებელს შეეძლოს მისი შეძენა.

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

ეს წყლის ტუმბო ზედაპირისაა და მისი მოთავსება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, მოწოდებისა და მიწოდების წერტილებს შორის. ეს წყლის ტუმბო არის ძალიან ეკონომიური და ამავე დროს საკმარისად მძლავრი იმისთვის, რათა თქვენი სახლი სრულად მომამარაგოს წყლის უწყვეტი ჭავლით. წყლის ტუმბოს ამოტუმბვის სიმაღლე 8 მეტს შეადგენს, ხოლო მიწოდების მაქსიმალური სიმაღლე 35 მეტრს. წყლის ტუმბოს გააჩნია საკმარისად მაღალი წარმადობა მაღალი წნევის შესაქმნელად, რათა შხაპი პრობლემების გარეშე მიიღოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

Schpindel წყლის ტუმბო QDX1.5-12-0.25TK

Schpindel QDX wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.25kw/0.37HP
  • გარანტია - 1 წელი    
  • წონა (კგ) - 8.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h
  • სიმაღლე (Max) - 12.7
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

ეს წყლის პომპა ჩასაძირი მოდელია, რომელსაც მაღალი წარმადობა აქვს. ეს წყლის პომპა უპრობლემოდ მოამარაგებს თქვენს დიდ სახლს წყლით. წყლის მიწოდების მაქსიმალური სიმაღლე 12.7 მეტრია, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც, ის სრულყოფილად ვერ იფუნქციონირებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • წარმადობა

Schpindel წყლის ტუმბო (საკანალიზაციო ფეკალიებისთვის) WQD15-15-1.5TK

Schpindel WQD wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 1.5kw/2.0HP
  • დამატებითი მახასიათებლები - საკანალიზაციო ტუმბო ფეკალური მასებისთვის
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 28.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 24m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 19   
  • გამომსვლელი - 50mm(2'')

თუ კანალიზაციისთვის გჭირდებათ მძლავრი წყლის პომპა, მაშინ Schpindel-ის ეს მოდელი აუცილებლად უნდა განიხილოთ შეძენის გადაწყვეტილების მიღებამდე. ის არის ძალიან მძლავრი და საკმაოდ ეკონომიური.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • ხარისხი

Schpindel - წყლის ტუმბო ბენზინზე 196cc 2" (50mm)

Schindel wylis tumbo benzinze

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 196cc
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 25
  • კვების წყარო - ბენზინი       
  • ავზის მოცულობა - 3.6 l       
  • წარმადობა (Max) - 30.0m3/h
  • სიმაღლე (Max) - 28   
  • შემსვლელი - 50mm(2'')         
  • გამომსვლელი - 50mm(2'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

თუ ძალიან მძლავრი, პორტატული წყლის ტუმბო გინდათ, რომელიც თქვენს ბაღ-ვენახებს წყლით მოამარაგებს, მაშინ ეს ბენზინზე მომუშავე წყლის ტუმბო უნდა შეიძინოთ.

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • პორტატულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება