გამორიცხულია, კრიპტოვალუტის აღმავლობისა თუ გაუფასურების დინამიკა განსაზღვროს, ან მაგალითად, ცალმხრივი სიყვარულის ქარცეცხლს დაედოს სალბუნად, თუმცა, ყოველდღიურობაში გაჩენილი ტექნიკური პრობლემების წინაშე მის ყოვლისშემძლეობას წინ ვერაფერი აღუდგება.
აფსუს, ყური და სმენა ჰქონდეს, ნამდვილად გადაირეოდა ელექტრო სახრახნისი ასეთ ქებას რომ მოისმენდა, მაგრამ ეგ არაფერი, რისთვისაც არის შექმნილი, იქ ივარგოს და დანარჩენს კი გადავიტანთ როგორმე...
რისთვის არის შექმნილი სახრახნისი
რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ელექტრო სახრახნისი შექმნილია ხრახნების, ჭანჭიკების, თვითმჭრელების დაჭერა-მოშვებისთვის. მოდელების უმრავლესობის რესურსი ცოტა არ იყოს, შეზღუდულია და არ გამოდის, მაგალითად, გრძელი აღჭურვილობით ან მყარ მასალასთან ვიმუშაოთ. ბურღვისთვისაც, რა თქმა უნდა, განსაზღვრული არ არის, თუმცა მძლავრი პროფესიონალური მოდელებისთვის არც ეს არის პრობლემა.
მოკლედ, ყოველი ინსტრუმენტი გარკვეული ტიპის სამუშაოების შესრულებისთვის იქმნება და მისი ტექნიკური მახასიათებლებიც იდეალურია სწორედ საიმისოდ, რისთვისაც შეიქმნა.
სახრახნისი და მისი ტექნიკური მახასიათებლები
- სიმძლავრე ან ძაბვა - ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული მოწყობილობის მარგი ქმედების კოეფიციენტი. მახასიათებელი ცვალებადია და პირდაპირ დამოკიდებულია დამუხტვის დონეზე. რაც მეტად დატენილია ელემენტი, ინსტრუმენტიც მით უფრო აქტიურად და ხანგრძლივად მუშაობს;
- ელემენტის ტიპი - სულ სამი სახეობა გამოიყენება: ნიკელ-კადმიუმიანი, ჰიბრიდული ნიკელ-ლითონისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორები. პირველი ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის მხრივ. მარტივად ადაპტირდება ტემპერატურული რეჟიმების ცვლილებებთან, ხოლო ექსპლუატაციის ვადა 1000 დამუხტვით განისაზღვრება. ლითიუმ-კადმიუმიანი მოდელი ყველაზე დიდი ტევადობისაა და მცირე ზომებითაც გამოირჩევა, თუმცა ღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჰიბრიდულს, დამუხტვა შთამბეჭდავი დროით ჰყოფნის, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ექსპლუატაციის ვადა შედარებით ნაკლები აქვს;
- ელემენტის ტევადობა - მაჩვენებელი მოქმედებს ინსტრუმენტით მუშაობის დროზე. ენერგიის ხარჯვა არათანაბრად ხდება და პირდაპირ კავშირშია რეჟიმზე, რომელიც კონკრეტულ დროს არის მოწყობილობაზე დაყენებული;
- ბრუნვის მომენტი - განისაზღვრება მასალასთან შეხებისას;
- საცმის ბრუნების რაოდენობა - დამოკიდებულია სიმძლავრეზე. ამდენად, არჩევანის გაკეთებამდე, კარგად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.
სახრახნისის კომპონენტები
- აკუმულატორის ელექტრონული დაცვის სქემა. აღნიშნული კომპონენტი გამოიყენება ლითიუმიანი ელემენტების მქონე სახრახნისებში;
- რევერსის ღილაკი, რომელიც შპინდელის ბრუნვის მიმართულების გადართვის საშუალებას იძლევა;
- რედუქტორი, რომელსაც ბრუნვების რეგულირების შესაძლებლობა აქვს;
- შუქდიოდური განათება და აკუმულატორის დამუხტვის ინდიკატორი. არ გვხვდება ყველა მოდელში, თუმცა ძალიან სასარგებლო ელემენტები კი გახლავთ;
- ელექტროძრავი;
- ჩამრთველი ღილაკი;
- მთავარი კომპონენტი - ელემენტი, რომელიც როგორც ზემოთაც ვთქვით, შეიძლება იყოს იონური ან კადმიუმის;
- აკუმულატორის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებთ ინსტრუმენტს. თუკი ის იშვიათად გჭირდებათ, უმჯობესია იონურის შეძენა, ვინაიდან ის გაცილებით კომფორტული გახლავთ.
ჩაშენებული თუ მოსახსნელი ელემენტით?
ინსტრუმენტი ჩაშენებული ელემენტით ბევრად მსუბუქია, თუმცა მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მისი შეცვლა შეუძლებელია. ამდენად, უფრო მოსახერხებელი და სარფიანია მოდელი მოსახსნელი ელემენტით. უბრალოდ, ერთ სათადარიგო ბლოკსაც ყიდულობთ და როცა ერთი იტენება, ხელსაწყოს მეორით იყენებთ, რაც ჩათვალეთ, შეუფერხებელი მუშაობის საშუალებას იძლევა. ინსტრუმენტი ჩაშენებული ელემენტით კომპაქტური, მსუბუქი და იაფია, თუმცა ნაკლები სიმძლავრე აქვს.
გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში, სახრახნისი მოსახერხებელი და კომფორტული უნდა იყოს. თუკი კორპუსი რეზინით არის დაფარული, ეს დიდი პლუსია. სხვა ყველაფერთან ერთად, ასეთი მოდელი გაცილებით დაცულია დავარდნის შემთხვევაში. ასევე, რეზინი ინსტრუმენტის გამოყენებას გაცილებით მსუბუქს და ბევრად ერგონომიულს გახდის.
და კიდევ ერთი - რაც უფრო მძლავრია სახრახნისის ძრავა და ელემენტის მოცულობაც მეტია, შესაბამისად, წარმადობაც მაღალია, ვინაიდან ინსტრუმენტს მალ-მალე დატენა არ დასჭირდება.
TOLSEN TOL2204-79037 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
- სიმძლავრე - 12V
- ელემენტი - 1.5Ah
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6933528789659
- წონა (კგ) - 1.34
- კვების წყარო - ელემენტი
- ბრუნვის სიჩქარე - 0-2400min
- ბრუნვის მომენტი - 100Nm
- ვაზნის დიამეტრი - 1/4"
CROWN CT21055L - ელექტრო სახრახნისი 14,4v

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
- სიმძლავრე - 14.4V
- ელემენტი - 1.5Ah
- დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640177420022
- წონა (კგ) - 1.02
- კვების წყარო - ელემენტი
- ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
- ბრუნვის მომენტი - 19/30Nm
- ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
- მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 28mm/10mm
- ფუნქციები - რევერსი
- დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი
Dewalt - DCF840N-XJ ელ.სახრახნისი დარტყმით 18V

- ბრენდი - DEWALT
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
- სიმძლავრე - 18v
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5035048742143
- წონა (კგ) - 1
- კვების წყარო - ელემენტი
- ბრუნვის სიჩქარე - 0-900/3100min
- მოტორი - უნახშირო
- ბრუნვის მომენტი - 447Nm
- ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4"
- ფუნქციები - რევერსი