რა კავშირია ჭიპონს, დიპლიპიტოსა და ლობზიკს შორის?

ჭიპონი და დიპლიპიტო თუ გეგონათ უცნაური საკრავი ინსტრუმენტები, რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ საკრავი ინსტრუმენტის როლს ხშირად ასრულებს... ხერხი. დიახ, დიახ, სწორედ იმ ხერხს, უამრავი რამის გახერხვაში რომ გვეხმარება ხოლმე, ხშირად იყენებენ როგორც საკრავ ინსტრუმენტს, ძირითადად, ქუჩის მუსიკოსები და ახლა რომ ძალიან მოდაშია, ის სიტყვა გამოვიყენოთ - პერფორმანსებსაც აწყობენ, ჩინებულს და მშვენიერს, თურმე...

სხვათა შორის, ხერხი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამუშაო ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენს ერამდე 7000-დან 5000 წლებში უკვე არსებობდა. დღეს კი მისი იმდენი ვარიაცია არსებობს, რომელ ერთზე ვისაუბროთ? პრინციპში, ამ კითხვაზე პასუხი ძალიანაც მარტივია - ბეწვა ხერხი გამოვარჩიოთ და ვთქვათ, მაგალითად, როგორ და რისთვის გამოიყენება, კიდევ რა სახელით არის ცნობილი, როგორ შევარჩიოთ და ასე შემდეგ.

ზოგადი ინფორმაცია

ბეწვა ხერხი, ასევე ცნობილი, როგორც ლობზიკი, გახლავთ ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა მასალის უზუსტესად ჭრა-დამუშავება დიდი წარმატებით შეიძლება: ხის, რბილი მასალების, პლასტმასის, კერამიკული ფილების, გიფსოკარდონის და ასე შემდეგ. ასევე, ლობზიკის გამოყენება შესაძლებელია სწორი და გრეხილი ჭრილების გასაკეთებლად, თხელი ლითონის საჭრელად, წრეების ამოჭრისთვის, მრგვალი კუთხეებისთვის...

რისთვის არის საჭირო ლობზიკი

ყველაზე აქტიურად ლობზიკი, როგორც წესი, ხის მასალების გადამუშავების სფეროში გამოიყენება:

  • ჭრიან ხის მასალას, ე.წ. დევეპეს, დეესპეს, ფანერას;
  • იყენებენ მინიატურული დეტალების მოსამზადებლად;
  • აქტიურად გამოიყენება დეკორატიული ელემენტების შესაქმნელად.

უზუსტესი და აკურატული ჭრის წყალობით, ლობზიკი შეუცვლელი ინსტრუმენტია სადურგლო სახელოსნოებში, ავეჯის წარმოებაში და რაღა თქმა უნდა, ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. საცვლელი პირის სწორად შერჩევის შემთხვევაში, ინსტრუმენტს წარმატებით გამოიყენებთ ლამინატთან, პლასტიკთან, კერამიკულ ფილასთან, თხელ ლითონთან მუშაობისას. როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში, აქაც საკვანძო როლს თამაშობს სიმძლავრე.

შევუდგეთ საქმეს: როგორ ჩავრთოთ და გამოვიყენოთ ლობზიკი?

  • მუშაობის დაწყებამდე ინსტრუმენტის ვიზუალურად შემოწმება აუცილებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ სადენისა და კორპუსის მთლიანობა დარღვეული არ არის, რომ ქსელზე საიმედოდ არის მიერთებული;
  • შეარჩიეთ შესაფერისი საცვლელი პირი (რომელიც მუშაობის დასრულების შემდეგ, ინსტრუმენტიდან აუცილებლად უნდა მოხსნათ);
  • შეამოწმეთ საცვლელი პირის მთლიანობა და დარწმუნდით, რომ ლობზიკს საიმედოდ დაუმაგრეთ;
  • გამართეთ ინსტრუმენტი და შეარჩიეთ ჭრის საჭირო სიხშირე;
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ პარალელური საყრდენი;
  • მიუერთეთ მტვერსასრუტი, თუკი სამუშაოს შედეგად დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება;

რა არის საჭირო სწორხაზოვანი ჭრისთვის

სწორხაზოვანი ჭრისთვის, პირველ რიგში, რეკომენდებულია ფართო საცვლელი პირი. მისი მართვა ბევრად იოლია, რადგან არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა და მოითხოვს მხოლოდ მიმართულების კორექტირებას.

  • სამუშაოს დაწყებამდე აუცილებელია მარკირება-დახაზვა;
  • დასამუშავებელი მასალა საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული;
  • მუშაობის პროცესის გამარტივებაში პარალელური საყრდენი დაგეხმარებათ.

რა არის საჭირო მრუდე ჭრისთვის

მრუდე ჭრის შემთხვევაში წვრილი საცვლელი პირის გამოყენება ჯობს. სწორხაზოვანი ჭრის მსგავსად, სამუშოს დაწყებამდე აქაც მარკირებაა საჭირო. ჭრის სიზუსტეს ცირკული დამჭერი კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის. ასევე, აუცილებელია მაქსიმალური სიჩქარის გამოყენება.

რა არის საჭირო წრეების ჭრისთვის

სამუშაოს დაწყებამდე მასალაზე შესაბამისი ნახაზის დატანაა აუცილებელი. ხშირ შემთხვევაში, წრეების ამოჭრამდე მასალას ხვრეტენ, საიდანაც იწყება კიდეც ჭრის პროცესი. საჭიროა წვრილი პირი, რომელიც ლითონის დამუშავებისთვის არის განკუთვნილი.

როგორ უნდა დამუშავდეს ლითონი

საყოფაცხოვრებო და ნახევრადპროფესიონალური ინსტრუმენტები გაუმკლავდებიან ლითონს, რომლის მაქსიმალური სისქე 10 მმ შეიძლება იყოს. ამ პროცესისთვის საჭიროა სპეციალური საცვლელი პირი წვრილი კბილებით.

  • სასურველია, დასამუშავებელი მასალა წინასწარ საიმედოდ დაამაგროთ;
  • ჭრის სიჩქარე მაქსიმალურად დაბალი უნდა იყოს;
  • პროცესში ინსტრუმენტი ნელა უნდა ამოძრაოთ, დაწოლის გარეშე;
  • აუცილებელია პაუზები, რათა ინსტრუმენტი გაგრილდეს.

რა არის საჭირო ხის თხელი და სქელი მასალის ჭრისთვის

როგორც ლითონის ჭრის შემთხვევაში, ხეზე მუშაობის დროსაც საჭიროა სპეციალური საცვლელი პირი, რომლებიც განსხვავდებიან სიგრძით, ზომითა და კბილების სიხშირით. რაც უფრო თხელია დასამუშავებელი მასალა, კბილებიც მით მცირე ზომის და ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული უნდა იყოს.

  • მაღალი სიჩქარის რეჟიმია საჭირო, თუკი დასამუშავებელია ხის რბილი ჯიში. რაც უფრო მტკიცეა სამალა, მით დაბალი უნდა იყოს სიჩქარე;
  • კრიტიკულად აუცილებელია, ზედაპირს ლობზიკი თანაბრად ეხებოდეს.

როგორ უნდა დაიჭრას პლასტიკი

დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ პლასტიკისა და მსგავსი მასალის დამუშავება არც ისე ადვილია, რადგან არსებობს დეფორმაციისა თუ დაბზარვის რისკები. ამდენად, ასეთ მასალასთან მუშაობისას ისეთი პირის გამოყენებაა საჭირო, რომელსაც მცირე ზომის კბილები აქვს. ამასთან, სიჩქარე აუცილებლად დაბალი უნდა იყოს.

როგორ უნდა დაიჭრას კერამიკული ფილა

იმისთვის, რომ ჭრა თანაბარი გამოვიდეს, აქაც სპეციალური პირია საჭიროა - კბილების გარეშე.

  • ჭრის პროცესი უნდა წარიმართოს აკურატულად, თანაბრად და შეჩერებების გარეშე;
  • სიჩქარე მინიმალური უნდა იყოს;
  • ინსტრუმენტზე დაწოლა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.

ლობზიკთან მუშაობის 5 ოქროს წესი

  1. ხელსაწყოს გამოყენებამდე აუცილებლად გულისყურით შეამოწმეთ მისი და სახარჯი მასალების მდგომარეობა;
  2. სხვადასხვა სამუშაოს დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ის პირები, რომლებიც კონკრეტული მასალისთვის არის განკუთვნილი, სხვა შემთხვევაში, შედეგი მიუღებელი იქნება;
  3. გაითვალისწინეთ და დაიცავით მწარმოებლის ინსტრუქციები და რეკომენდაციები როგორც სახარჯი მასალების შერჩევის, ისე რეჟიმების დაცვის მხრივ;
  4. მოამზადეთ სამუშაო ადგილი და დასამუშავებელი ზედაპირი - ხელსაწყოსთან ახლოს უცხო საგნები არ უნდა იყოს;
  5. მუშაობის პროცესში აუცილებლად გამოიყენეთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები.

გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ამ ოქროს წესებისა და ყველა სხვა რეკომენდაციის დაცვაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კომფორტულად მუშაობის პროცესი, არამედ შედეგის ხარისხიც.

აქვე ლობზიკის რამდენიმე მოდელისთვის თვალის შევლებაც შეგიძლიათ, რომლებსაც Holst.ge გთავაზობთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შესაბამის ინფორმაციას დიდი სიამოვნებით მოგაწვდით.

B&D KS501- QS ელ. ხერხი 400W

BlackDecker bewva xerxi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 400W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048545768
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცვლელი პირი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 5mm

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 550W
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177420671
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

STANLEY bewva xerxi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5056174500087
  • წონა (კგ) - 2.672
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm

BOSCH ბეწვა ხერხი ,,ლობზიკი" 500W GST 700

Bosch bewva xerxi

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 500W
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06012A7020
  • წონა (კგ) - 2.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 1450-3200min
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 70mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 6mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება