რა მოეთხოვება ჰაერის კომპრესორს?

ერთხელ მაინც გვიოცნებია, რომ ჩვენი საქმე სხვას შეესრულებინა.  ამ დროს უდარდელად ვიქნებოდით და არაფერზე ვიფიქრებდით. საბოლოოდ, ყველაფერს თავად უნდა მივხედოთ, მაგრამ ზოგჯერ მსგავსი მოცემულობებიც დავუშვათ. საუბარი იქეთკენ მიგვყავს, რომ იმავე, სხვადასხვა ხელსაწყოებსაც შეგიძლიათ მოსთხოვოთ. ჰაერის კომპრესორი სწორედ ამისთვისაა. თქვენ მხოლოდ რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ. კომპრესორზე ხელსაწყოებს დაამაგრებთ და დანარჩენ სამუშაოს ინსტრუმენტი შეასრულებს. კონკრეტულად, წნევით მოამარაგებს. მთავარი საქმე უკვე ჩამოშორებული გაქვთ, სხვა კი რთული არ არის და მარტივად მოაგვარებთ.

ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი 

ჰაერის კომპრესორის მუშაობა შემდეგნაირია: ერთ ან რამდენიმე ხელსაწყოს იმაგრებს და წნევით ამარაგებს. გარკვეულ ინსტრუმენტებს სამუშაოდ ჰაერი სჭირდება. ეფექტურობისთვის ეს აუცილებელი პირობაა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ინსტრუმენტები უბრალოდ ვერ იმუშავებს. ჰაერის კომპრესორმა კი მარტივ გამოსავალს მიაგნო. ტვირთს თავად იკიდებს და არც სამუშაო განწყობას უჩივის. პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, ამიტომ, იმედიანად და ლაღად იქნებით.

სად უნდა გამოიყენოთ ჰაერის კომპრესორი ?

ინსტრუმენტის გამოყენების არეალი ფართოა. მხოლოდ ერთ ადგილას კი არა, ბევრ სივრცეს მოარგებთ. ყველაფერი დეტალიზებას მოითხოვს და მაშინ ზუსტად გეტყვით სად უნდა  გამოიყენოთ ჰაერის კომპრესორი. ხელსაწყო აუცილებლად დაგჭირდებათ: ავტოსახელოსნოებში, ავეჯის საამქროსა და სხვადასხვა ტიპის საწარმოში. ინსტრუმენტი იქ ჩნდება, სადაც ბევრი საქმეა. ყველაფერს სწრაფად აგვარებს და თქვენს გულსაც ახარებს.

რა სიმძლავრით ანაწილებს წნევას ?

წნევის სხვა ხელსაწყოებისთვის განაწილება რთულია. თუმცა, ჰაერის კომპრესორი ასე არ ფიქრობს და საქმე ემარტივება.მიწოდების სიმძლავრე განსხვავებულია. ამის განსაზღვრა კი წნევის მაჩვენებლით, მოცულობითა და ბრუნვის სიჩქარით შეიძლება. მძლავრი ჰაერის კომორესორი რამდენიმე ხელსაწყოს იმაგრებს. მთავარია ფუნქციურად გამართული იყოს. ასეთი ინსტრუმენტი ჰაერის დიდ ნაკადს უშვებს. დამაგრებული ხელსაწყოები კი სწრაფად და ეფექტურად მუშაობს.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

სტატიაში სამ განსხვავებულ ბრენდს და ოთხ ხელსაწყოს გთავაზობთ. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. დანარჩენ ინსტრუმენტებს თვალს Holst.ge - ზე შეავლებთ. გარდა ჰაერის კომპრესორისა, საიტზე ხელსაწყოსთვის საჭირო ნივთებს გადააწყდებით. მათ ცალკეც შეიძენთ. მაგალითად, კომპრესორის მილი, შლანგი, ზეთის ტუმბო და ა.შ.

ამ სამი ბრენდიდან, მაინც რომელი ?

რაიმეს შეძენისას, მსგავსი კითხვის არსებობა ბუნებრივია. გასაკვირი სულაც არ არის, რომ საუკეთესო გვსურს და ვარკვევთ თუ რომელია ასეთი. თქვენს წინაშე Schpindel, Crown და  Tolsen - ია. სამივე განსხვავებულია, მაგრამ ხარისხი გამაერთიანებელია. გამძლე მასალისგან ნაშენი ინსტრუმენტები, დროთა სვლას უძლებს. რა თქმა უნდა, დატვირთულ შრომასაც. ამიტომ, ერთის გამოყოფა რთულია, მაგრამ არჩევნის გამარტივებისთვის დეტალურად განვიხილოთ.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 200L (Hybrid)

Holst.ge - ზე განთავსებული ჰაერის კომპრესორებიდან, Schpindel - ის ხელსაწყო ყველაზე ტევადია. ავზის მოცულობა 200L - ია. ამ მაჩვენებლით ურთულეს საქმეებთან შეჭიდებას ახერხებს და რაც მთავარია, წარმატებით. ინსტრუმენტი სამ ფაზიანი და ძლიერია. გარეგნულადაც საკმაოდ დიდია. საბოლოოდ, ყველაფერი წონაში ისახება. ჰაერის კომპრესორი 100 კილოგრამია. თუმცა, ამან ხელი რატომ უნდა შეგიშალოთ ? ხელსაწყო მაინც ერთ ადგილას დგას და სხვა ინსტრუმენტებს წნევას ასე აწვდის. ამიტომ, ადგილმდებარეობის შეცვლა იშვიათად მოუწევს. სიმძიმე მოცულობიდან გამომდინარე, ლოგიკურია. სხვა შემთხვევაში, ძლიერი მონაცემები არ ექნებოდა. Schpindel - ის ჰაერის კომპრსორს თავისუფლად, დიდ საამქროებში გამოიყენებთ. გამართული ფუნქციები და პროფესიონალიზმი, უკვე საუკეთესოს ნიშნავს.

Schpindel haeris kompresori hybrid

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - Hybrid
  • მოცულობა - 200 l
  • ფაზა - 3
  • ცხენის ძალა - 3.0/6.5HP
  • წონა (კგ) - 100

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • მოცულობა
  • გარანტია

CROWN CT36031-ჰაერის კომპრესორი 100L

სანამ ხელსაწყოზე გადავალთ, ორიოდე სიტყვა ბრენდ Crown - ზე ვთქვათ. გამართული, გამძლე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფასის მქონე ინსტრუმენტები, მისთვის დამახასიათებელია. ბრენდი მხოლოდ მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.  ამიტომ, იმედგაცრუების შეგრძნება სრულიად უცხოა. კონკრეტული მოდელი დახვეწილი და მძლავრია. წნევის მაჩვენებელიც სათანადო ფორმაშია. ამ მახასიათებელს კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალასთან ერთად,წნევა საკმაოდ საყურადღებოა. მაღალი მაჩვენებლების ერთობლიობა, იდეალურ შედეგამდე მიდის. აქვე, მოცულობა არ დავივიწყოთ. Crown - ის ჰაერის კომპრესორი 100L - იანია. როგორც უკვე ვნახეთ, უმაღლესი ნიშნულის არ არის, მაგრამ არც დაბალია. საშუალო ტევადობა მაინც კარგად ამუშავებს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. რაც მთავარია, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს.

Crown haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 100 l
  • წნევა - 8 bar  
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
  • წარმადობა - 120 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • წნევა
  • მოცულობა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel - ის ხარისხიანი ჰაერის კომპრესორი, მუდმივად თქვენს განკარგულებაშია. სამუშაო განწყობა ნებისმიერ დროს აქვს. ინსტრუმენტი ფასის მხრივაც ხელმისაწვდომია. მსგავსი ხელსაწყოები საკმაოდ ძვირია და ეს ზოგჯერ დამაბრკოლებელია. Schpindel ამ მოცემულობას თავდაყირა აყენებს. გამძლე ჰაერის კომპრესორი, საშუალო მასშტაბის საამქროსთვის გამოსადეგია. მოცულობით 50L - ია. რამდენიმე ხელსაწყოს ვერ დაიმაგრებს, მაგრამ ერთს კარგად უმკლავდება. ინსტრუმენტს გარანტია მოყვება. მუშაობის პროცესში თუ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, ტალონი პრობლემას მოგიგვარებთ.Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 50 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP
  • წონა (კგ) - 29 

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • წნევა

TOLSEN TOL1793-73125 ჰაერის კომპრესორი 24L

თუ ჰაერის კომპრესორი გამძლე არ იქნება, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ამტანი და დიდხანს მომუშავე იყოს. ჰაერის კომპრესორი იაფფასიანი ხელსაწყო არ არის. შესაბამისად, ხშირად გამოცვლა ფინანსურ სირთულესთანაა კავშირში. სწორედ ამიტომ, საუკეთესო უნდა შეიძინოთ. მაგალითად, ისეთი როგორიც Tolsen- ის ჰაერის კომპრესორია. სიმართლე ითქვას, ყველაზე დაბალი მოცულობისაა. თუ შრომატევადი საქმე და დიდი საამქრო გაქვთ, მაშინ სათანადოდ ვერ გამოიყენებთ. რადგანაც მოცულობამ და სიმძლავრემ მოიკლო, დაეცა წონის მაჩვენებელიც. ხელსაწყო შედარებით მსუბუქია. ეს კი მეტად კომპაქტურს ხდის. ყველაფრის მიუხედავად, ნაკლებად გადატვირთულ საქმეებს, პროფესიონალურად უმკლავდება.

Tolsen haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 24 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 188 l/min
  • ცხენის ძალა - 2HP
  • წონა (კგ) - 23

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

სად უნდა შეიძინოთ ჰაერის კომპრესორი ?

ჰაერის კომპრესორს სრულიად კომფორტულად, Holst.ge - ზე შეიძენთ. რამდენიმე უპირატესობას აქვე გაგაცნობთ. ალბათ, ხელსწყოს სიდიდე ფოტოშიც ეტყობა. ნანახი რომ არასდროს გქონდეთ, დიზაინისა და წონის გათვალისწინებით, გათვლა მარტივია. მძიმე და სატარებლად არაკომფორტული ინსტრუმენტი, დიდ ძალას მოითხოვს. Holst.ge -დან შეძენისას სახლიდან გასვლაც კი არ გჭირდებათ. საიტიდან იწერთ და საკურიერო სერვისით სარგებლობთ. გარდა ამისა, ფართო არჩევანი და ხარისხიანი ხელსაწყოებია.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება