მეტალთან მუშაობა რთული და სპეციფიკური პროცესია. აუცილებელია, რომ გვერდით მარჯვე ხელსაწყოები გქონდეთ. მასალას მხოლოდ ასე თუ დაამუშავებთ, სხვა შემთხვევაში საქმე გართულდება. ამ ყველაფრის უბადლო მცოდნე კი ბარგალკაა. მეტალთან ურთიერთობა ნამდვილად არ ეშლება, მეტიც, მცირე გადაცდენასაც კი ვერ უპოვით.

რამდენად მნიშვნელოვანია სიმძლავრე ბარგალკისთვის ?

სიმძლავრე ნამდვილად საყურადღებო საკითხია. შერჩევისას აუცილებელია, რომ ამ მახასიათებელს თვალი მიადევნოთ. ძირითადად, მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე კუთხსახეხები არსებობს. პირველი ტიპის ბალგარკა რთული საქმისთვის გამოიყენება, კერძოდ, ისეთი სამუშაოებისთვის, სადაც დიდი ძალისხმევაა საჭირო. მსგავს სიტუაციებში მაღალი სიმძლავრე მნიშვნელოვანია და ასეთ დროს პირველი სახის ხელსაწყოები უკეთ მუშაობს. საშუალო ძალის მქონე კუთხსახეხი, ასეთივე საქმისთვის გამოდგება. არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი სამუშაოსთვისაა განკუთვნილი. თავის საქმეს არაჩვეულებრივად ასრულებს, მთავარია ზედმეტად არ გადაღალოთ და მთელი დღით არ ჩართოთ. მესამე კატეგორიაში კი დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები შედის. კარგი იქნება, თუ მხოლოდ მსუბუქ საქმეს მიანდობთ, რადგან დიდი მონაცემები არ აქვს და შრომატევად სამუშაოს ვერ ეჭიდება. დაკისრებულ მოვალეობას კი თავს არაჩვეულებრივად ართმევს.

უნდა მიაქციოთ თუ არა ყურადღება ბრუნვის სიჩქარეს ?

სიმართლე რომ ვთქვათ, უყურადღებოდ არცერთი საკითხი არ უნდა დატოვოთ. წვრილმანებშიც კი ბევრი გასათვალისწინებელი რამ იმალება. ამ ყველაფრის ფონზე, მაინც არსებობს ისეთი მახასითებლები, რომლებსაც მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ბრუნვის სიჩქარე სწორედ ამ კატეგორიაში გადის. ძირითადად, იგივე წესი უნდა დაიცვათ, რომელიც სიმძლავრის შემთხვევაში. მაღალი სიჩქარის მქონე ბარგალკა, რთულ საქმეზე უკეთესი იქნება, ვიდრე მსუბუქზე. საქმეს სწრაფად შეასრულებს და ბევრ დროს არ წაიღებს. საშუალო სიჩქარეც კარგია და ასეთი ხელსაწყოები საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მესამე ადგილი კი დაბალი ბრუნვის სიჩქარის მქონე კუთხსახეხებმა დაიმსახურა. ამ ტიპის ინსტრუმენტები შედარებით ნელა მუშაობს და მეტი დრო სჭირდება, თუმცა, მცირე საქმისთვის იდეალურია.

როგორი ფორმისაა ბალგარკა ?

ცოტა რამ ხელსაწყოს ფორმაზეც ვთქვათ. კუთხსახეხი ორგვარია, მოკლე და გრძელ ტარიანი. თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს, ამიტომ, რომელია კარგი და ცუდი, გადაჭრით ვერ ვიტყვით. ეს ყველაფერი უფრო თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ადამიანების ნაწილს მოკლე ტარიანი ურჩევნია, ზოგი კი პირიქით, უპირატესობას გრძელ ტარს ანიჭებს. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ფართო არჩევანია და ორივე სახის ხელსაწყოს იპოვით.

მოყვება თუ არა კომპლექტაცია ?

კარგი პასუხი გვაქვს. დიახ, ბალგარკას დამატებითი ნივთები მოყვება და ცალკე შეძენა აღარ  მოგიწევთ. ის ყველაფერი რაც სამუშაოდ სჭირდება, თან ახლავს. ეს შეიძლება იყოს: დამატებითი სახელური, ქანჩი და დამცავი. ზოგჯერ სამივე ნივთი მოყვება, ზოგიერთს კი მხოლოდ ორი. მახასითებლების ველში ყველა ინფორმაციას დეტალურად იხილავთ, მათ შორის იმას, თუ რა ნივთები ახლავს კუთხსახეხს.

ბრენდები, რომლებიც Holst.ge - ზე დაგხვდებათ

Dewalt, Stanley, Crown, Gws და სხვა მრავალი ხარისხიანი ბრენდი, ბინას ჩვენთან იდებს. Holst.ge - ზე მუდამ ასეთ ბრენდებს გადააწყდებით. არა მხოლოდ ბალგარკების, არამედ სხვა ინსტრუმენტების შემთვევაშიც ასეა. დაზუსტებით შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში თავმოყრილი სანდო ბრენდებია.

რატომ Holst.ge ?

ერთი მიზეზი უკვე ვთქვით, კერძოდ, ბრენდების შესახებ, თუმცა, ყველაფერი ეს არ არის და წინ კიდევ ბევრი უპირატესობაა. მაშ ასე, დავიწყოთ და ნელ-ნელა მივყვეთ. ის თუ იცით, რომ ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ?! დიახ, ყველაფერი მარტივადაა. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან, ნივთები პირდაპირ თქვენთან მოხვდება. სწორად მიხვდით, ხელსაწყოები საიტიდან უნდა გამოიწეროთ. ეს კი საკმაოდ მარტივი პროცედურაა და მხოლოდ მცირე დრო სჭირდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ კი შეძენილი ხელსაწყოების ფასი 50 ლარს გადააჭარბებს, მაშინ უფასო მიტანით ისარგებლებთ. გამოწერილი ნივთი თქვენამდე მალე მოვა და დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ.

GWS 22 - 230 H Angle Grinder

მძლავრ და რთული საქმითვის განკუთვნილ ბალგარკაზე რომ ვსაუბრობდით, ზუსტად ასეთია კონკრეტული მოდელი. ხელსაწყოს ბევრი ფუნქცია და უპირატესობა აქვს. ინსტრუმენტი ყველანაირად გამართული და კარგია. დიდხანს მუშაობას, გადატვირთულ გრაფიკს კარგად უძლებს და მუდამ ეფექტურია. კუთხსახეხს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. ამ უკანასკნელს კი წინასწარ ვერავინ საზღვრავს, მხოლოდ მუშაობის პროცესში ვლინდება. საგრანტიო ტალონით კი დაზღვეული იქნებით. თუ რაიმე წუნი აღმოაჩნდება, სერვის ცენტრში მიიტანთ და პრობლემას სწრაფად აღმოფხვრიან. კონკრეტული ბალგარკა გრძელ ტარიანია და კომპაქტური ზომისაა. პრობლემა არც წონაა, რადგან მძიმე არ არის და მარტივად გამოიყენებთ. ხელსაწყოს დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება.

Bosch bargalka

  • ბრენდი - BOSCH     
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 2200W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი     
  • ზომა - 230mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-6500min         
  • ფუნქციები - Restart Protection

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ფუნქციები

Dewalt - DWE4233-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1400W

Dewalt - ი ყოველთვის საუკეთესო ხელსაწყოებს გვთავაზობს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. კუთხსახეხი მძლავრია და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. როგორც ყველა ინსტრუმენტს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, თან ახლავს კომპლექტაცია, კერძოდ, დამატებითი სახელური და დამცავი. ნივთები უკეთ მუშაობაში დაგეხმარებათ და საქმეს გაგიმარტივებთ.

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 1400w 
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.06         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11500min        

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • გარანტია
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

STANLEY - STGS9125D-TR კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

Stanley - ის ბარგალკა საშუალო სიმძლავრისაა, მოკლე ტარი აქვს და მსუბუქია. კომპაქტურია და მასთან ერთად მუშაობა, დისკომფორტს არასდროს იწვევს. ხელსაწყოს დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება, ასევე, ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. კარგი იქნება, თუ საშუალო დონის საქმისთვის გამოიყენებთ.

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • ფუნქციები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპლექტაცია

CROWN CT13497-125R-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 860W 125mm

შედარებით დაბალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტით ვასრულებთ. ბრენდ Crown - ის ბარგალკა მოკლე ტარიანი და კომპაქტურია. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ინსტრუმენტს დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. კუთხსახეხს სახლიდან გაუსვლელად კი, Holst.ge - ზე შეიძენთ.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 860W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • კომპაქტური ფორმა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება