რა სარგებლობა მოაქვს ლაზერულ თარაზოს?

უძველესი დროებაც რომ გავიხსენოთ, ადამიანი სულ იმას ცდილობს, მაქსიმალურად უსაფრთხო საცხოვრებელი ჰქონდეს. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ შესაბამისი ხელსაწყოები უკვე უხსოვარ დროშიც არსებობდა.

საცხოვრებელი ობიექტების სართულებისა თუ ოთახების გასათანაბრებლად  სხვადასხვა მექანიკური მოწყობილობები გამოიყენებოდა, მაგალითად, ძაფისგან გავლებული ხაზები, სითხიანი თარაზოები და ასე შემდეგ. თუმცა, მოგეხსენებათ, პროგრესი ერთ ადგილზე არ დგას და ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებითა და ლაზერული მოწყობილობებით იცვლება.

ლაზერული თარაზო - გახლავთ შუქდიოდური მოწყობილობა ჰორიზონტალური ან ვერტიკალური სიბრტყეების ასაშნებელად, რომელიც ზედაპირზე არეკვლას წითელი ან მწვანე ფერის სწორი ხაზებით ახერხებს. ამ პორტატიულმა მოწყობილობამ საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა არა მხოლოდ მშენებელებს, არამედ შენობის შიდა ნაწილში მომუშავე ხელოსნებსაც. როცა რემონტისთვის თარაზო გამოიყენება, შესაძლებელი ხდება დროისა და შრომითი რესურსების მნიშვნელოვნად დაზოგვა, ვინაიდან მოწყობილობა მუშაობისთვის მზადყოფნაში მოდის, რა წამსაც ჩართავთ. რაც მთავარია, ლაზერული თარაზო სასურველ შედეგებს მხოლოდ ერთი ადამიანის ჩართულობით იძლევა.

ინტუიციურად გასაგები მართვისა და დეტალური ინსტრუქციების წყალობით, ადამიანი, რომელსაც არასოდეს ჰქონია ლაზერული მოწყობილობებით მუშაობის გამოცდილება, მარტივად გაიგებს, როგორ უნდა იმუშაოს. შპალერის გაკვრას, ფილის დაგებასა თუ გნებავთ, ნახატის დაკიდებს შეძლებს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოწყობილობის ჩართვასა და მისი სხივის ზედაპირზე მიმართვისთვის სულ რამდენიმე წამს დახარჯავს.

ყველა მოწყობილობა ძალიან ზუსტია და შეუძლია, მუშაობა მნიშვნელოვნად გაამარტივოს და დააჩქაროს. პროფესიონალური მოდელები საკმაოდ ძვირია, მაგრამ ბინის რემონტისთვის ლაზერული თარაზოს შეძენა ხელმისაწვდომ ფასადაც შეგიძლიათ, მთავარია, Holst.ge-ზე თქვენთვის სასურველი მოდელი შეარჩიოთ.

ლაზერული თარაზოს ტიპები

ლაზერული თარაზო სამ დიდ ჯგუფად იყოფა, რაც დამოკიდებულია კონსტრუქციასა და სხივის პროეცირების მეთოდზე. ესენია:

  • წერტილოვანი

ყველაზე მარტივი ტიპი. ასეთი მოწყობილობის კონსტრუქციაში არ არის განსაზღვრული მოძრავი გამოსხივების წყარო, რის გამოც იგი მხოლოდ ერთი სხივის პროეცირებას ახდენს, რომელიც ზედაპირზე წერტილის სახით ჩნდება. წერტილოვანი თარაზო საშუალებას იძლევა, სხივები სამ სხვადასხვა სიბრტყეში გამოიცეს. ამ ფუნქციის წყალობით, მარტივია, მაგალითად, მონიშვნის გადატანა იატაკიდან ჭერზე, ვერტიკალური პროეცირება სართულებს შორის და ასე შემდეგ. გამოყენება შესაძლებელია დიდი ფართობის მქონე შენობებში, საწარმოო სახელოსნოებში, სავაჭრო ცენტრებში.

  • ხაზოვანი

ხაზოვანი ტიპის თარაზოც სტატიკურს განეკუთვნება და ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა, რადგან შეუძლია, მომხმარებელთა უმრავლესობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ძვირიც არ ღირს. ასეთი თარაზო ზედაპირზე ერთ ხაზს ავლებს, თუმცა ზოგიერთ მოდელს 2 პერპენდიკულარული ხაზისა და დამატებითი წერტილების ჩვენებაც შეუძლია. ხაზოვანი ლაზერული თარაზოს ოპერაციული დიაპაზონი, ჩვეულებრივ, არაუმეტეს 30 მ-ია, რაც სავსებით საკმარისია შენობაში სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის.

  • მბრუნავი

წინა ვერსიებისგან განსხვავებით, მბრუნავი ლაზერული თარაზო უფრო რთული სტრუქტურისაა და მეტი დავალების შესრულებაც შეუძლია. მოწყობილობა პროფესიონალურია და სხვა სახელწოდებაც აქვს - როტაციული ნიველირი. კონსტრუქციის თავისებურება ის გახლავთ, რომ სხივი კორპუსის ზედა ნაწილში მდებარე მბრუნავი თავიდან ანათებს. საკმაოდ დიდი სიჩქარით ბრუნვისას სხივი ფარავს ტერიტორიას 360 გრადუსის რადიუსში და ავლებს ხაზს 400 მეტრამდე მანძილზე.

მბრუნავი ლაზერული თარაზოს ღირებულება საგრძნობლად მაღალია. ამდენად, მისი შეძენა მიზანშეწონილია, თუკი სამუშაოები დიდ შენობებში ან ქუჩაშია შესასრულებელი.

CROWN CT44046 - ლაზერული თარაზო 15m

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 15 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177425041       
  • წონა (კგ) - 0.75
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი
  • ლაზერის პროექცია - 1V 1H         
  • სიზუსტე - ±2 mm / 10m
  • ლაზერი - 635 Nm II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

TOLSEN TOL1571-35153 ლაზერული თარაზო INDUSTRIAL 360°, 30M

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 30 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528735649
  • წონა (კგ) - 1.6
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი
  • კომპლექტაცია - ქეისი
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m
  • ლაზერი - 520 Nm Osram
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • ლაზერის ფერი - მწვანე

Dewalt DW088K-XJ ლაზერული თარაზო

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 50 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048338575
  • წონა (კგ) - 1.85
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი
  • კომპლექტაცია - კედელზე დასამაგრებელი + ქეისი + 3x ელემენტი
  • სიზუსტე - ±0.3 mm/m
  • ლაზერი - II კლასი, <1 mW
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება